სალოსი "ქრისტესთვის სულელი", სალოსი, მისი ღვაწლი და სალოსთა ცხოვრების ეპიზოდები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სალოსი "ქრისტესთვის სულელი", სალოსი, მისი ღვაწლი და სალოსთა ცხოვრების ეპიზოდები |
თემო |
Jan 31 2008, 01:40 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 |
ამ თემაში სურვილი მაქვს ვისაუბროთ სალოსობის ფენომენზე
სალოსობა წარმოადგენს ერთგვარ სახეს ქრისტიანულ მოღვაწეობისას. თანახმად წმ. მოციქულის პავლეს სიტყვისა "უკეთუ ვისმე ბრძენ ჰგონიეს თავი თვისი თქვენ შორის ამა სოფელსა- სულელ იქმენინ, რათა იყოს იგი ბრძენ" (1კორ. 3.18) ზოგიერთნი ფრიად ბრძენნი მოღვაწენნი იჩემებდნენ სულელობას (სალოსობას) ქრისტესათვის და მოურიდებლად და კადნიერად ამხილებდნენ ყოველგვარ სიბილწეს და უსჯულოებასა. სალოსობა დაიწყო ეგვიპტეში მეოთხე საუკუნის გასულს. წმ. ანდრიას გარდა სალოსთა შორის შესანიშნავი იყვნენ წმ. დანიელი (489წ.) წმ. სვიმეონ ასური (560წ.) "არამედ სულელნი იგი სოფლისანი გამოირჩია ღმერთმან, რათა არცხვინოს ბრძენთა და უძლურნი იგი სოფლისანი გამოირჩია რათა არცხვინოს ძლიერთა; და უაზნონი იგი სოფლისანი და შეურაცხნი გამოირჩია ღმერთმან და არა არსნი იგი, რაითა არსნი იგი განქარვნეს" (1 კორ.1,27-28) ეს სიტყვები აღმოჩნდა გზამკვლევი მთელი სამოღვაწეო ტრადიციისათვის , რომელიც არსებობს მაცხოვრიდან მოაქჟამამდე. |
მართა |
May 8 2008, 07:38 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 |
KAIROS
მე ვიცნობ ბევრ ადამინს რომელიც ახლობლის სიკვდილის შემდეგ მივიდა და დაუახლოვდა ეკლესიას,მშობლის ,მეგობრის ნათესავის .ისინი შვებას პოულობენ და ხდებიან დროთა განმავლობაში ეკლესიის ნაწილი.მართლა ბევრს ვიცნობ ასეთს...თუმცა ისინიც ვიცი ვისაც ამა არ უშველა. რაც შეეხება სალოსობას,კარგა ხანი ვერ ვგებულობდი მის არსს,სანამ სალოსი ბერების ცხოვრებას არ გავეცანი,ბევრი რამ დავინახე და უკეთ შევიგრძენი ადამიანური სისუსტეები,ასევე უფლისადმი ერთგულება და უზომო სიყვარული. მე ვიცი ერთი ბერ-მონაზონი(არ დავასახელებ ვინაობას)საკმაო ახალგაზრდა ასაკშივე ანახა მრევლსა და საზოგადოებას ნამდვილი მსახურება უფლის მიმართ.ეს ბევრმა "ნორმალურად" მიიღო აი ბევრმა კი ლამის თვითონ ეს ბერი გააღმერთა.აღარ დავწვრილმანდები და მოვყვები თუ რა ბრმა რწმენით მიუდგა მრავალნი ამ დიდ ადამიანს,მან მაშინვე იგრძნო საშიშროება და ალბად რომ არ სძლიოს პატივმოყვარეობამ და კიდევ "სხვა " რაღაცეებმა,თავი გაიხადა ქილიკის და დაცინვის ობიექტად,მე მივხვდი და კიდევ მრავალი ეს მართლაც ერთგული მსახური უფლისა რატომ იქცევა ასე მაგრამ არიან ისეთებიც რომლებიც ყვებიან როგორ ნახეს მამაო ისეთი მთვრალი რომ ფეხზე ვერ იდგა თუ როგორ უდიერი შენიშვნები დაიწყო შარვლიან და გამომწვევად ჩაცმული გოგონებისადმი,რა უცნაური გახდა ამ ბოლო დროს და ასე შემდეგ... თავიდან გავიკვირვე მაგრამ მერე ერთი დეკანოზისგან მოვისმინე სალოსობას მისდევსო და მაშინვე გამინათდა გონება. აი ასეც არი ხშირად ანუ უამრავ შემთხვევაში მრევლი და საზოგადოება უბიძგებს სასულიერო პირს გააპარტავნებისგან თავ დასაცავად გადადგან არა " პოპულარული" ნაბიჯები! -------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th May 2024 - 04:46 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი