ევთანაზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ევთანაზია |
თათი87 |
Jan 19 2007, 11:28 PM
პოსტი
#101
|
თამარი ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
ადამიანს სულს უფალი შთაბერავს... ჩვენი სიცოცხლე უზენაესის საჩუქარია. არავის აქვს უფლება განკარგოს სხვისი სიცოცხლე, განსაზღვროს მისი ხანგრძლივობა! 1997 წლის 11 ნოემბერს სახელმწიფომ მიიღო კანონისიკვდილით დასჯის საბოლოოდ გააუქმების შესახებ. რითაც თავის მხრივ აღიარა სიცოცხლის უფლების უზენაესობა! მაგრამ, როგორც ყოველთვის, აქაც ვაწყდებით სირთულეებს და ერთ-ერთი ასეთია ევთანაზიის პრობლემა. ევთანაზია ბერძნული სიტყვაა და სიტყვასიტყვითი თარგმანის მიხედვით ასე ჟღერს : კეთილი სიკვდილი (!) ("ეუ" - კეთილი და "თანატოს" - სიკვდილი). თვითონ ევთანაზია დასჯადია და ამაში გაურკვეველი არაფერია. მაგრამ მე მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, როცა უნდა აირჩიო ან ევთანაზია ან თვითმკვლელობა! წარმოვიდგინოთ ასეთი შემთხვევა : პირი , რომელის იტანჯება თავისი ავადმყოფობით. რომელიც ყოველ დღე ოცნებობს სიკვდილზე... ვისაც ეს ცხოვრება უკვე აღარაფრად უღირს და მხოლოდ ერთ რამეს ნატრობს , ვეღარასოდეს ნახოს მზე ...
და ამ დროს იგი ითხოვს : " მომკალით " და თუ მას არ აუსრულებენ ამ თხოვნას მაშინ თავს მოიკლავს და ამით სამუდამოდ დაღუპავს სულს! სასწორის პინაზე ორი არჩევანია... ან უნდა დაეხმარო სიკვდილში ან უნდა გაწირო იგი სამუდამო ტანჯვისათვის! ეკლესიისთვის თვითმკვლელობაც და მკვლელობაც მიუღებელია. მაგრამ მე მაინტერესებს თქვენი ჰუმანური აზრი და არა მოსაზრებები გამომდირე დოგმებიდან! -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
nino_ni |
May 8 2008, 09:36 PM
პოსტი
#102
|
nino ჯგუფი: Members პოსტები: 1,653 რეგისტრ.: 22-March 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 4,293 |
ციტატა და ამ დროს იგი ითხოვს : " მომკალით " და თუ მას არ აუსრულებენ ამ თხოვნას მაშინ თავს მოიკლავს და ამით სამუდამოდ დაღუპავს სულს! სასწორის პინაზე ორი არჩევანია... ან უნდა დაეხმარო სიკვდილში ან უნდა გაწირო იგი სამუდამო ტანჯვისათვის! იცი რა არის,ადამიანი დღესშეიძლება სიკვდილზე ფიქრობდეს,ხვალ კი აღარ.... სიკვდილზე მუდმივი ფიქრი უკვე გადახრაა. ამიტომ შენ,რომ ის მოკლა სწორი ა იქნება.მოკვლას ჯობია ფსიქოლოგიური დახმარება გაუწიო....... -------------------- სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/
შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/ |
makiki |
May 8 2008, 09:51 PM
პოსტი
#103
|
makiki ჯგუფი: Members პოსტები: 1,779 რეგისტრ.: 29-January 08 მდებარ.: Tbilisiii წევრი № 3,797 |
იცი რა არის,ადამიანი დღესშეიძლება სიკვდილზე ფიქრობდეს,ხვალ კი აღარ.... სიკვდილზე მუდმივი ფიქრი უკვე გადახრაა. ამიტომ შენ,რომ ის მოკლა სწორი ა იქნება.მოკვლას ჯობია ფსიქოლოგიური დახმარება გაუწიო....... ადამიანს მხოლოდ მაშინ უკეთდება ევთანაზია როცა დარწმუნდებიან რომ ის აღარ გადარჩება,არადა ვინ რა იცის უფალი ვის გაუხანგძლივებს სიცოცხლეს და ვის არა -------------------- წიგნი,რომლის მეორედ და მესამედ წაკითხვა არ ღირს არ უნდა წაიკითხო არცერთხელ.
ლამაზი ცრემლები წამწამებს ეხება პატარა ცრემლები ბაგეზე ეშვება ღმერთო მოუსმინე მის ლამაზ ვედრებას გოგონა ხატის წინ მუხლებზე ეცემა... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 10:46 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი