მხატვრული ენის გენიალურობა, ლამაზი შედარებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მხატვრული ენის გენიალურობა, ლამაზი შედარებები |
KAIROS |
Feb 23 2008, 05:23 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
არა ვარ ფილოლოგი, არცა მაქვს პრეტენზია, მაგრამ ჩემს მოკრძალებულ ფიქრს და გრძნობას გაგიზიარებთ, მიყვარს რა ლიტერატურა ძალიან, მხიბლავს პროზა-პოეზიაში გადმოცემული ცოცხლად და ძლიერად, ნაზად და გულში ჩამწვდომად, ბრძნულად და დამაფიქრებლად თქმული აზრი თუ გრძნობა, მიტაცებს და თან მივყვები ულამაზესად აწყობილ რითმების ტალღოვანებას და სიტყვათა ნარნარის ჰარმონიულობას, მაგრამ საოცრად ვეტრფვი მხატვრული შედარებების სიღრმეს!
იქნებ აქ ლამაზი პარალელებზე, ლამაზ და კარგად დაჭერილ შედარებებზე ვისაუბროთ, ნელნელა შევამატებ როგორც მოვახერხებ და თქვენც ასევე, რადგან ეს ლიტერატურის ერთერთი ყველაზე ბასრი იარაღია, რომელიც ხშირად მიზანს წვდება. იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
May 8 2008, 10:02 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა გალაკტიონი ამ გენიას რა ამოწურავს? ერთი თვის უკან დავიწყე და იქვე დავამატე ციტატა გაგრძელება უსაზღვროდაა smile.gif ხოდა ისევ ამ უსაზღვროებიდან გავიხსენოთ რამოდენიმე : მერი შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი! მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა, სანდომიან ცის ელვა და ფერი მწუხარე იყო, ვით შემოდგომა! აფეთქებული და მოცახცახე იწოდა ნათელ ალთა კრებული, მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე იყო იდუმალ გაფითრებული. ... ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს და ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს, როგორც გაფრენილ არწივის ფრთები. ... ქარი და წვიმის წვეთები ხშირი წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული და მე ავტირდი - ვით მეფე ლირი, ლირი, ყველასგან მიტოვებული. ........................................................... ძალიან მმმაგარია აი კიდევ , ნახეთ რაა... რა შედარება, რა რიტმიკა, თუ რითმი... მთვრალია ყოფნით, მთვრალია ცეცხლით ვარდების ფენით ტრიალებს ჟინი, მთვრალი ვარ შენით, მთვრალია ლხინი. ოცნებას შვენი, ვით ლოცვა შენი, შოპენი, ვერდი და პაგანინი. პოეტის ახლოს გედება ალი, იგი, უსახლო, გიცქერის მკრთალი, მთვრალია ყოფნით, მთვრალია ცეცხლით და მაინც ღვინით ჰგონიათ მთვრალი. .......................................................... და ცოტა პატრიოტისტული შედარებებიც ( დღევანდელი სიტუაციიდან გაომდინარე) მზე ჩაჰქრება ყველა სისხლისმწოვლისა, მზე ამოვა ყველა დაჩაგრულისა, წამლად იქნას ყოველ დაჭრილ გულისა: გამარჯვება, უპირველეს ყოვლისა! ........................................................................... იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:31 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი