სალოსი "ქრისტესთვის სულელი", სალოსი, მისი ღვაწლი და სალოსთა ცხოვრების ეპიზოდები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სალოსი "ქრისტესთვის სულელი", სალოსი, მისი ღვაწლი და სალოსთა ცხოვრების ეპიზოდები |
თემო |
Jan 31 2008, 01:40 PM
პოსტი
#21
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 |
ამ თემაში სურვილი მაქვს ვისაუბროთ სალოსობის ფენომენზე
სალოსობა წარმოადგენს ერთგვარ სახეს ქრისტიანულ მოღვაწეობისას. თანახმად წმ. მოციქულის პავლეს სიტყვისა "უკეთუ ვისმე ბრძენ ჰგონიეს თავი თვისი თქვენ შორის ამა სოფელსა- სულელ იქმენინ, რათა იყოს იგი ბრძენ" (1კორ. 3.18) ზოგიერთნი ფრიად ბრძენნი მოღვაწენნი იჩემებდნენ სულელობას (სალოსობას) ქრისტესათვის და მოურიდებლად და კადნიერად ამხილებდნენ ყოველგვარ სიბილწეს და უსჯულოებასა. სალოსობა დაიწყო ეგვიპტეში მეოთხე საუკუნის გასულს. წმ. ანდრიას გარდა სალოსთა შორის შესანიშნავი იყვნენ წმ. დანიელი (489წ.) წმ. სვიმეონ ასური (560წ.) "არამედ სულელნი იგი სოფლისანი გამოირჩია ღმერთმან, რათა არცხვინოს ბრძენთა და უძლურნი იგი სოფლისანი გამოირჩია რათა არცხვინოს ძლიერთა; და უაზნონი იგი სოფლისანი და შეურაცხნი გამოირჩია ღმერთმან და არა არსნი იგი, რაითა არსნი იგი განქარვნეს" (1 კორ.1,27-28) ეს სიტყვები აღმოჩნდა გზამკვლევი მთელი სამოღვაწეო ტრადიციისათვის , რომელიც არსებობს მაცხოვრიდან მოაქჟამამდე. |
სარდიონ |
May 9 2008, 10:49 AM
პოსტი
#22
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 677 რეგისტრ.: 3-April 08 წევრი № 4,428 |
დათიკო
ეგ პარადის დროს არ მომხდარა, ეგ პლაკატი ლენინის ძეგლის უკან ქალაქის საბჭოს შენობაზე იყო გაკრული, პარადის დროს კი უბრალოდ ძეგლს მიაფსა. ასევე მახსენდება უძრაობის წლების შემთხვევა როცა რუსთაველზე ოპერასთან ბრეჟნევის დიდი პლაკატი იყო გამოკრული, მამა გაბრიელი სეჩერდა და იშვიათად Uშვერი სიტყვებით დაუწყო დედის გინება და ლანძღვა, ხალხი მოგროვდა, ის კი იდგა და იგინებოდა, მილიციაც გაჩნდა, მაგრამ ხელი არ უხლიათ, მან ჩაამთავრა "მიტინგი" და წავიდა. ერთმა ახლობელმა ჰკითხა მას, დედებს სამთავროში ეგრე რატომ ამცირებო. მან ღიმილით პასუხა, რომ განგებ ვამდაბლებ, რომ სიმდაბლეს მიეჩვიონ, თორე საგინებელი არაფერი სჭირთო. ესე რომ ჩვენც მივეჩვიოთ სიმდაბლეს თუ სულის ცხონება გვინდა და კამათში "ბუზი ავიფრინოთ". დედის გინებას კი არ ვაპირებ, სალოსი არა ვარ. -------------------- KILL YOUR TV !
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th May 2024 - 11:11 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი