IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ეკუმენისტობა, 111
mamia555
პოსტი May 9 2008, 06:45 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 9-May 08
წევრი № 4,775



თქვენი აზრით ,მაინტერესებს ქართულ ეკლესიაში არის თუ არა ეკუმენიზმი გავრცელებული?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
მარიამი
პოსტი May 9 2008, 08:50 PM
პოსტი #2


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



რადგან ეს თემა "მამათა გამონათქვამებში" გაიხსნა, მამების აზრს დავწერ:

კითხვა: შეგიძლიათ დაგვიდგინოთ ეკუმენიზმის საზღვრები? ხშირად ამბობენ, რომ ვინც დიალოგში მონაწილეობს ეკუმენისტია.

პასუხი: მართლმადიდებელი ეკლესია ეკუმენური (მსოფლიო, საყოველთაო) ხასიათისაა, ხოლო ეს „ეკუმენიზმი“, მართლმადიდებლობის ეკუმენური სულის გამოხატულების ერთ მცდარ გზას წამოადგენს... „ეკუმენიზმში“, რომელიც წარიმართება სინკრეტული (შემრიგებლური) სულით, სარწმუნოებრივ საკითხებში დათმობით, უმცირესი დოგმატური შეთანხმების (დოგმატური მინიმალიზმის) დაშვებით, რასაც მოჰყვება დოგმატების შეჯერება იქ, სადაც შეუძლებელია არსებობდეს საერთო რწმენა და თანხმობა; არაპირდაპირი და პირდაპირი უარყოფა მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიისა, რომელსაც ხანდახან თან სდევს ლიტურგიკული ხასიათის და, საუბედუროდ, დროდადრო საერთო რელიგიური ხასიათის თანალოცვა, მიუხადავად იმისა, რომ ასეთი რამ წმიდა კანონებითაა აკრძალული და ისჯება ეპიტიმიით.

ეს „ეკუმენიზმი“ აჩლუნგებს მართლმადიდებელთა დოგმატურ მგრძნობელობას და კეტავს მართლმადიდებელი ეკლესიის კარს სხვა სარწმუნოების იმ მიმდევართათვის, რომლებიც ეძიებენ ჭეშმარიტ ეკლესიას.

ამრიგად, ეკუმენიზმი და დიალოგები, რომლებიც ესწრაფიან საერთო თანხმობას ორმხრივი დათმობებით და კომპრომისებით, არ შეიძლება იქნას შეწყნარებული.

ნეტარმა მამა პაისიმ ერთხელ მომწერა: „დოგმატები ვერ ეტევა ემს-ში“. აქვე მინდოდა შემეხსენებინა ნეტარი მამა გიორგი ფლოროვსკის სიტყვები: „როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის წევრსა და მღვდელს მწამს, რომ ეკლესია, რომლის წიაღშიც მოვინათლე და აღვიზარდე, არის ეკლესია, ჭეშმარიტი ეკლესია, ერთადერთი ჭეშმარიტი ეკლესია და ეს მწამს მრავალი მიზეზის გამო: პირადი რწმენისა და სულის შინაგანი მტკიცების გამო, რომელიც სუნთქავს ეკლესიის საიდუმლოებებში; მწამს იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია შევიცნო წმიდა წერილიდან და ეკლესიის საღვთო გადმოცემებიდან. ამრიგად, მე იძულებული ვარ განვიხილო სხვა ქრისტიანული ეკლესია, როგორც ნაკლული და აბსოლუტური სიზუსტით შემიძლია განვსაზღვრო სხვა ეკლესიების ეს ნაკლულოვანება. სწორედ ამის გამო, ჩემთვის ქრისტიანთა გაერთიანება ნიშნავს მართლმადიდებლობაში საყოველთაო დაბრუნებას. ...მხოლოდ ამ სულით შეიძლება იყოს გამართლებული მართლმადიდებელთა თანამონაწილეობა ეკუმენურ მოძრაობაში“.

ათონის მთის წმიდა გრიგოლის სახელობის მონასტის იღუმენი
არქიმანდრიტი გიორგი (კაფსანი)

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, №19 (278), 2004 წ.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th August 2026 - 09:33 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი