IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ეკუმენისტობა, 111
mamia555
პოსტი May 9 2008, 06:45 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 9-May 08
წევრი № 4,775



თქვენი აზრით ,მაინტერესებს ქართულ ეკლესიაში არის თუ არა ეკუმენიზმი გავრცელებული?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
მარიამი
პოსტი May 9 2008, 09:09 PM
პოსტი #2


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



საბედნიეროდ, მართლმადიდებელი ეკლესია თქვენს აზრებს არ იზიარებს, ბატონო მიშა, განსხავებით ზემოთმოყვანილი მამების აზრისგან smile.gif

ამპარტავნება რა შუაშია, საერთოდ ვერ გავიგე... ამ მამებს დებთ ბრალს ამპარტავნებაში? თუ ასეა, მაშინ ჯერ მათი ცხოვრება წაიკითხეთ და დაკვნები მერე გამოიტანეთ.


პ.ს. ეკლესია კი მათ აზრს რომ იზიარებს, იმ გაზეთის დასახელებიდანაც ჩანს, საიდანაცაა ციტატები მოყვანილი smile.gif

ვაგრძელებ მამათა გამონათქვამებს:

როგორ შეიძლება ქრისტიანობის, მუსლიმანობის, ბუდიზმის გათანაბრება? ეს ხომ რელიგიის უცოდინრობის მაჩვენებელია და ნიშნავს იმას, რომ გაცნობიერებული არა გვაქვს ცხოვრების უმთავრესი მიზანი, არ ვზრუნავთ ჩვენს უკვდავ სულზე და არ გვაწუხებს, რომ არასწორი პოზიციის გამო იგი შეიძლება სამუდამოდ წარვიწყმიდოთ... მართლმადიდებელი სარწმუნოება ხერხემალია ჩვენი ეროვნული სულისა...
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ადამიანი ცვალებადია. ძველი რომაელები ამბობდნენ: დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მათთან ერთადო. დიახ, ყველაფერი იცვლება ამქვეყნად, მაგრამ არ იცვლება ჭეშმარიტება, არ იცვლება ჭეშმარიტი სარწმუნოება და მასზე დაფუძნებული სულიერი და ეროვნული ფასეულობანი. არ შეიცვლება ის ჭეშმარიტება და ის რწმენა ჭეშმარიტი, რომლითაც ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები და რომლითაც გადარჩა ჩვენი სამშობლო.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

45-ე კანონი: თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთა ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდელობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს.
65-ე კანონი: თუ ვინმე სასულიერო პირი ან ერისკაცი ურიათა ან მწვალებლების შესაკრებელში შევიდეს სალოცავად, სასულიერო პირი განიკვეთოს, და ერისკაცი უზიარებლობით დაისაჯოს.
წმიდა მოციქულთა კანონებიდან

სარწმუნოება ჭეშმარიტებაა გულისა და ორსახედ არ ჩაესახება ერთსა და იმავე გულს. როგორც ორსახე ჭეშმარიტებაა შეუძლებელი, ისეც ორსახე სარწმუნოებაც. იგი ან ერთადერთია ერთს გულში, ან სულ არ არის. სარწმუნოება, რომლის დიდი ნასკვი ადამიანის სულიერი წიაღშია, ორთვალა და ორგულა ვერ იქნება, რომ ჩვენიც იყოს და თქვენიც ერთსა და იმავე დროს. იგი ერთთვალა და ერთგულაა, - თუ ასე ითქმის, ვერც თვალს და ვერც გულს ორად ვერ გაჰყოფს, რომ ერთსაც ჰხედავდეს მართლმადიდებელად და მეორესაც, ერთსაც განუზიაროს სასოება გულისა და მეორესაც. ამიტომაც შეურყეველი ერთგულება სხვის სარწმუნოებისა საკუთარის სარწმუნოების შერყევაა, უარყოფაა. თავდადებულნი ერთის სარწმუნოებისათვის, მეორისათვის თავდადებულნი ვერ იქნებიან და ნამეტნავად შეურყეველ ერთგულებისანი. კაცი შეურყეველად მოსავია მარტო იმ სარწმუნოებისა, რომელსაც აღიარებს და გულში ატარებს. უამისოდ სარწმუნოება სარწმუნოება კი არ არის, სამოსელია, რომელსაც კაცი როცა უნდა იხდის და როცა უნდა იცვამს.
წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)

დღეს, საუბედუროდ, ჩვენშიც ევროპული „კორექტულობა“ შემოიჭრაა და ადამიანები ცდილობენ, თავი კეთილად წარმოაჩინონ. ცდილობენ, საკუთარი „მაღალი კეთილშობილება“ გამოავლინონ და იმით ამთავრებენ, რომ ორრქიან ეშმაკს სცემენ თაყვანს. „იყოს მხოლოდ ერთი რელიგია“. - ამბობენ ისინი და ქველაფერს ერთ სიბრტყეზე ათავსებენ. ჩემთან, სენაკშიც მოვიდა ასეთი შეხედულებებით რამდენიმე ადამიანი. „ჩვენ, ანუ ყველა, ვისაც ქრისტე გვწამს, ერთ რელიგიად უნდა გავერთიანდეთ“. - მითხრეს მათ. „- ეს იგივეა, რომ შემომთავაზო ერთად შევაგროვო გარკვეული რაოდენობის ოქრო და გარკვეული რაოდენობის სპილენძი, რომელიც ამ ოქროდან გამოიყო, რათა მათგან კვლავ ერთი ნაერთი შედგეს. - ვუპასუხე მე. - მაგრამ განა ღირს ოქრო ისევ უბრალო მეტალს შეუერთდეს? აბა, ჰკითხე ოქრომჭედელს: „შეიძლება ნარჩენისა და ოქროს შერევა?“ ამდენი ბრძოლა გადავიტანეთ, რომ დოგმატები მინარევებისაგან გაგვეწმინდა!“ წმ. მამებმა იცოდნენ თავიანთი საქმე. ისინი ერეტიკოსებთან ურთიერთობას კრძალავდნენ და - არც უმიზეზოდ... მაგრამ დღეს ამართლებენ ერთობლივ ლოცვას არა მხოლოდ კათოლიკებთან, არამედ - ბუდისტებთან, ცეცხლთაყვანისმცემლებთან და სატანისტებთან. ამბობენ, რომ მართლმადიდებლებიც უნდა მონაწილეობდნენ ეკუმენისტურ ერთობლივ ლოცვებსა და კონფერენციებში. „ეს - დამოწმებაა“. რა „დამოწმებაზეა“ ლაპარაკი! ეს ადამიანები ყოველთვის პრობლემას ლოგიკის საშუალებით წყვეტენ. ისინი ამართლებენ იმას, რასაც არ შეიძლება, გამართლება ჰქონდეს. ევროპული სული მიიჩნევს, რომ ბაზრის საერთო სავაჭროებში სულიერი საგნებითაც შეიძლება ვაჭრობა.
მამა პაისი მთაწმინდელი

მე არ მსურს, რომ მწვალებლები იტანჯებოდნენ, არ მახარებს მათი უბედურება. ღმერთო, დამიფარე! მე მათი მოქცევა მახარებს... მე ვურჩევ ყურადღებითა და მოთმინებით მიაგონ სიკეთე ყოველ ადამიანს და ყველას დაეხმარონ საჭიროების მიხედვით. ამასთან მე ვამბობ: დაუშვებელია დაეხმარო მწვალებელს მათ უგუნურ სარწმუნოებაში განსამტკიცებლად: აქ, პირიქით, მტკიცე და შეურიგებელი უნდა იყო. მე კაცთმოძულეობას დავარქმევდი და არა სიყვარულს, როცა მწვალებელს ვინმე მათეულ ცდომილებაში განამტკიცებს, რაც მათი უფრო დიდი დაცემისა და გარდაუვალი დაღუპვის მიზეზი გახდება.
წმ. მაქსიმე აღმსარებელი


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th August 2026 - 09:33 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი