IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სისხლიანი მსხვერპლი???, აქტიუალური კითხვა
დავით ივერიელი
პოსტი Jan 25 2008, 11:42 PM
პოსტი #1


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



საკმაოდ ხშირად მოხვედრია ჩემს ყურს მსგავსი კითხვა: "რაში სჭირდებოდა ღემერთს სისხლიანი მსხვერპლი? ჯვარცმა?"

პირდაპირი პასუხი მინდა.... არ დამიწყოთ ახლა ისაო ესაო... პირდაპირ მითხარით...

ამ კითხვამ მეც დამაინტერესა....

საინტერესოა, უფალმა აბრაამს არ დაანება საკუთარი შვილის მოკვლა, მსხევერპლად შეწირვა ...

მან კი "ისე შეიყვარა წუთისოფელი, რომ მოსცა თვისი მხოლოდშობილი ძე" ... სისხლიან მსხვერპლად???

IPB-ს სურათი



--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ზვარე
პოსტი May 9 2008, 09:46 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936



რამეთუ სული ყოვლისა ჴორციელისაჲ სისხლი თჳსი არს და იგი მიგცე თქვენ საკურთხეველსა ზედა სალხინებელად სულთა თქუენთათჳს, რამეთუ სისხლი მისი არს სალხინებელად სულთა თქუენთა წილ.
რადგან სისხლშია ხორციელის სული. მე დაგიწესეთ იგი სამსხვერპლოსთვის თქვენი სულის შესანდობლად, რადგან სისხლია, რომ შეუნდობს სულს.
(ლევიანნი 17.11)




პავლე მოციქულისა წიგნი ებრაელთა მიმართ თავი 9

1. რამეთუ აქუნდა პირველსა მასცა შჯულსა სამართალი მსახურებათაჲ, წმიდაჲ იგი სოფლიოჲ; 2. რამეთუ კარავი შეიმზადა პირველი, რომელსა შინა იყო სასანთლე იგი და ტაბლაჲ და დაგებაჲ იგი პურთაჲ, რომელსა ერქუა „წმიდა“. 3. ხოლო შემდგომად მეორე იგი კრეტსაბმელი კარვისაჲ, რომელსა ერქუა „წმიდაჲ წმიდათაჲ“. 4. ოქროჲსაჲ აქუნდა სასაკუმევლე და კიდობანი იგი შჯულისაჲ შემოსილი გარეთ და შინაჲთ ოქროჲთა, რომელსა შინა იყო ტაკუკი იგი ოქროჲსაჲ, სავსე მანანაჲთა, და კუერთხი იგი აჰრონისი, რომელი განედლდა, და ფიცარნი იგი შჯულისანი, 5. ხოლო ზედა კერძო მისსა ქერობინი დიდებისაჲ, რომელი აგრილობდა სალხინებელსა მას; რომელთათჳს არა არს აწ თჳთოეულად სიტყუად. 6. და ესე რაჲ ესრეთ აღმართებულ იყო, პირველსა მას კარავსა მარადის შევლენედ მღდელნი და მსახურებასა მას აღასრულებედ. 7. ხოლო შინაგანსა მას ერთგზის წელიწადსა მღდელთმოძღუარი იგი ხოლო შევიდის და არა თჳნიერ სისხლისა, რომელი-იგი შეწირის თავისა თჳსისათჳს და ერისა უმეცრებისათჳს. 8. და ესე უწყებითა სულისა წმიდისაჲთა, რამეთუ არღა გამოჩინებულ იყო წმიდათა იგი გზაჲ, არამედ პირველისა მისღა კარვისაჲ აქუნდა წესი. 9. რომელი-იგი იგავი იყო ჟამისა მის მოწევნადისაჲ, რომელსა შინა მსხუერპლნი და შესაწირავნი შეიწირვოდეს, რომელნი ვერ შემძლებელ იყვნეს გულითად სრულყოფად შემწირველთა მათ, 10. გარნა საჭმელთა ხოლო ზედა და სასუმელთა და პირად-პირადთა ბანათა და სამართალითა ჴორცთაჲთა ვიდრე ჟამადმდე განგებისა მის მოწევნადისა. 11. ხოლო ქრისტე მოვიდა, მღდელთმოძღუარი იგი ყოფადთა მათ კეთილთაჲ, უფროჲსითა მით და უსრულესითა კარვითა ჴელით უქმნელითა, ესე იგი არს, არა ამის დაბადებულისაჲთა. 12. არცა სისხლითა ვაცთა და ზუარაკთაჲთა, არამედ თჳსითა სისხლითა შევიდა ერთ-გზის სიწმიდესა მას და საუკუნოჲ გამოჴსნაჲ პოვა. 13. რამეთუ უკუეთუ სისხლი იგი ვაცთა და ზუარაკთაჲ და ნაცარი იგი დიაკეულთაჲ, რომელი ეპკურებოდა შეგინებულთა მათ და განსწმედდა მსგავსად ჴორცთა მათ განწმედისათა, 14. რავდენ უფროჲს სისხლმან ქრისტესმან, რომელმან-იგი სულითა საუკუნოდ თავი თჳსი შეწირა უბიწოდ ღმრთისა, განწმიდნეს გონებანი თქუენნი მკუდართაგან საქმეთა მსახურებად ღმრთისა ცხოველისა! 15. და ამისთჳს ახლისა აღთქუმისა შუა-მდგომელ არს, რაჲთა სიკუდილიღა მოიწიოს გამოსაჴსრად პირველისა მის შჯულისა გარდასრულთა, აღთქუმაჲ იგი მოიღონ ჩინებულთა მათ საუკუნოჲსა მის მკჳდრობისათა. 16. რამეთუ სადა-იგი წიგნის წერაჲ არს, სიკუდილი უნებლიად ზედა-აც წიგნის მწერალსა მას, 17. რამეთუ ანდერძი დაწერილი მკუდართა შემდგომადღა მტკიცე არს; უკუეთუ არა, ვერსადა მტკიცე არნ, ვიდრე ცოცხალღა არნ ანდერძის მწერალი იგი. 18. ვინაჲცა არცა პირველი იგი თჳნიერ სისხლისა განახლდებოდა. 19. რამეთუ ითქუნეს ყოველნი იგი მცნებანი მსგავსად შჯულისა მოსეს მიერ ყოვლისა მიმართ ერისა, მოიღის სისხლი იგი ზუარაკთა და ვაცთაჲ წყალსა თანა მატყლითა მეწამულითა და უსუპითა, თჳთ მასვე წიგნსა და ყოველსა ერსა აპკურის 20. და თქჳს: ესე სისხლი აღთქუმისაჲ, რომელი გამცნო თქუენ ღმერთმან. 21. თჳთ მას კარავსა და ყოველსა მას ჭურჭელსა სამსახურებელისასა ეგრეთვე მსგავსად სისხლი ასხურის. 22. და კნინღა ყოველივე იგი სისხლითა განწმდებოდა მსგავსად შჯულისა მის, და თჳნიერ სისხლის დათხევისა არა იყო მოტევებაჲ. 23. საჭიროა არს უკუე, ვინაჲთგან სახენი იგი ზეცისათანი ამით განწმდებოდეს, რაჲთა ზეცისანი იგი ამათსა უმჯობესითა მსხუერპლითა განწმდენ. 24. რამეთუ არა ჴელით ქმნულთა სიწმიდეთა შევიდა ქრისტე სახედ ჭეშმარიტთა მათ, არამედ თჳთ მათ ცათა აწვე ჩუენებად პირსა ღმრთისასა ჩუენთჳს, 25. არცა რაჲთა მრავალგზის შეწიროს თავი თჳსი, ვითარცა-იგი მღდელთმოძღუარი იგი შევიდის წელიწადსა ერთ-გზის სიწმიდესა მას სისხლითა სხჳსაჲთა; 26. უკუე ჯერ-ვიდრემე-იყო მისა მრავალ-გზის ვნებად სოფლის დაბადებითგან; ხოლო აწ ერთ-გზის აღსასრულსა ჟამთასა შეურაცხის-ყოფად ცოდვათა მსახუერპლითა თჳსითა გამოჩნდა. 27. და ვითარცა-იგი წინა-უც კაცთა ერთ გზის სიკუდილი და მისა შემდგომად საშჯელი, 28. ეგრეცა ქრისტე ერთ გზის შეიწირა მრავალთათჳს აჴოცად ცოდვათა, ხოლო მეორედ თჳნიერ ცოდვათა გამოეცხადოს, რომელნი-იგი მოელიან მას მაცხოვრად.


1. თუმცა პირველ აღთქმასაც ჰქონდა მართლგანაწესი მსახურებისა და ამქვეყნიური საწმიდარი,

2. რადგანაც პირველი კარავი ისე იქნა გამზადებული, რომ შიგ იყო სასანთლე, ტაბლა და საწირავი პური; ხოლო სახელი მისი იყო „წმინდა“.

3. მეორე ფარდის მიღმა კი იყო კარავი, რომელსაც ერქვა „წმიდათაწმიდა“.

4. და ჰქონდა მას ოქროს სასაკმევლე, მთლიანად ოქროთი მოჭედილი კიდობანი აღთქმისა, რომელშიც იდგა მანანით სავსე ოქროს ჭურჭელი, აარონის კვერთხი, რომელიც განედლდა, და აღთქმის ფიცარნი.

5. ხოლო მათ ზემოთ - ქერუბიმნი დიდებისა, სალხინებლის საჩრდილობლად, თუმცა აქ დაწვრილებით ვერ ვილაპარაკებთ მათზე.

6. ამნაირად გამართულ პირველ კარავში ყოველთვის შედიან მღვდლები ღვთისმსახურების აღსასრულებლად.

7. მეორეში კი წელიწადში ერთხელ შედის მღვდელმთავარი, მაგრამ არა სისხლის გარეშე, რომელსაც სწირავს თავისი თავისა და ხალხის ცთომილებათა გამო.

8. ამით სული წმიდა გვიჩვენებს, რომ ჯერ კიდევ არ გახსნილა საწმიდრის გზა, ვიდრე დგას პირველი კარავი.

9. ესაა ნიმუში აწმყო დროისა, როცა სწირავენ მსხვერპლსა და შესაწირავს, რასაც არ ძალუძს სრულყოს შემწირველის სინიდისი.

10. რადგანაც ესაა მხოლოდ სასმელ-საჭმელი, სხვადასხვაგვარი განბანა და ხორციელ წესთა აღსრულება, გამოსწორების დრომდე დადგენილი.

11. ხოლო ქრისტე, მომავალ სიკეთეთა მღვდელმთავარი, მოვიდა უფრო ვრცელი, უფრო სრულყოფილი და ხელთუქმნელი, ესე იგი, არა იმნაირად შექმნილი კარვით.

12. კაცთა და ზვარაკთა სისხლით კი არა, საკუთარი სისხლით ერთხელ შევიდა საწმიდარში და მოგვიპოვა საუკუნო გამოხსნა.

13. ვინაიდან თუ ვაცთა და ზვარაკთა სისხლი, ან დეკეულის ფერფლი, პკურებით გაწმენდს შებილწულთ, რათა წმიდა იყოს ხორცი,

14. განა სისხლი ქრისტესი, რომელმაც მარადიული სულით უბიწო მსხვერპლად შესწირა თავი ღმერთს, ათასწილ უფრო მეტად არ განწმედს თქვენს სინიდისს მკვდარ საქმეთაგან, ცოცხალი ღმრთის სამსახურისთვის?

15. ამიტომაც არის ახალი აღთქმის შუამდგომელი, რათა სიკვდილით, რომლითაც აღესრულა, გამოესყიდა პირველი აღთქმისას ჩადენილი დანაშაულნი და, ამრიგად, საუკუნო მემკვიდრეობისთვის ხმობილთ მიეღოთ აღთქმული.

16. ვინაიდან სადაც არის ანდერძი, იქ აუცილებელია მეანდერძის სიკვდილი.

17. რადგანაც ანდერძს ძალა აქვს მხოლოდ სიკვდილის შემდეგ, და არა მანამ, სანამ ცოცხალია მეანდერძე.

18. ამიტომ არც პირველი აღთქმა დამტკიცებულა სისხლის გარეშე.

19. რადგანაც მოსემ, ყველა მცნება რჯულისამებრ რომ წარმოსთქვა ხალხის წინაშე, აიღო ზვარაკთა და ვაცთა სისხლი, წყალთან, მეწამულ მატყლსა და უსუპთან ერთად, და ასხურა როგორც წიგნს, ისე მთელ ხალხსაც,

20. და თქვა: „ესაა სისხლი აღთქმისა, ღმერთმა რომ გამცნოთ თქვენ“.

21. თვით კარავსა და საღვთისმსახურო ჭურჭელსაც ასხურა სისხლი.

22. ასე რომ, რჯულის მიხედვით, თითქმის ყველაფერი სისხლით განიწმიდება, და სისხლის დათხევის გარეშე არ არსებობს მიტევება.

23. ამრიგად, ზეციერთა ხატებანი ამით უნდა იწმიდებოდნენ, ხოლო თვით ზეციერნი - ამაზე უკეთესი მსხვერპლით.

24. რადგანაც ქრისტე ხელთქმნილ საწმიდარში, ანუ ჭეშმარიტის ხატებაში კი არ შევიდა, არამედ თვით ცაში, რათა აწ ჩვენთვის წარუდგეს ღმერთს,

25. იმიტომ კი არა, რომ მრავალგზის შეეწიროს, როგორც მღვდელმთავარი ყოველწლიურად სხვისი სისხლით შედის საწმიდარში,

26. თორემ მაშინ მრავალგზის ევნებოდა ქვეყნის დასაბამიდან, ხოლო აწ ერთხელ, საუკუნეთა დასასრულს, გამოჩნდა, რათა თავისი მსხვერპლით გაექარწყლებინა ცოდვა.

27. და როგორც ადმიანებს ერთხელ უწერიათ სიკვდილი, მერე კი განკითხვა,

28. ასევე ქრისტეც, ერთხელ რომ შესწირა თავი, რათა წარეხოცა მრავალთა ცოდვა, - მეორედ გამოჩნდება არა ცოდვათაგან განსაწმედად, არამედ მის მომლოდინეთა სახსნელად.




--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
დავით ივერიელი   სისხლიანი მსხვერპლი???   Jan 25 2008, 11:42 PM
მნათე   მსხვერპლი და სისხ...   Jan 25 2008, 11:45 PM
დავით ივერიელი   ხოდა ეგ მაინტერეს...   Jan 25 2008, 11:48 PM
მნათე   დაფიქრდი, ადამიან...   Jan 25 2008, 11:49 PM
sara   საკმაოდ ხშირად მო...   Jan 25 2008, 11:52 PM
დავით ივერიელი   მნათე ადამიანის ტ...   Jan 25 2008, 11:53 PM
დავით ივერიელი   რატომ....??? გთხოვთ ყ...   Jan 26 2008, 12:06 AM
sara   რატომ....??? გთხოვთ ყვ...   Jan 26 2008, 12:31 AM
მნათე   აბსოლუტურად არ არ...   Jan 26 2008, 12:29 AM
დავით ივერიელი   რატომ? როგორ... ნუთ...   Jan 26 2008, 12:53 AM
sara   რატომ? როგორ... ნუთუ...   Jan 26 2008, 12:57 AM
დავით ივერიელი   და ჯვარცმაზე უკეთ ...   Jan 26 2008, 01:02 AM
sara   და ჯვარცმაზე უკეთ ...   Jan 26 2008, 01:07 AM
დავით ივერიელი   თორე რას ამბობ ჯვ...   Jan 26 2008, 01:41 AM
sara   თორე რას ამბობ ჯვა...   Jan 26 2008, 01:52 AM
დავით ივერიელი   კონკრეტულ პასუხს მ...   Jan 26 2008, 01:55 AM
sara   კონკრეტულ პასუხს ...   Jan 26 2008, 02:05 AM
მნათე   გავიწყდებათ ერთი - ...   Jan 26 2008, 01:56 AM
sara   გავიწყდებათ ერთი - ...   Jan 26 2008, 02:09 AM
თათარაშვილი   იქნებ მამა ირაკლი...   Jan 26 2008, 02:06 AM
მნათე   ძეც ღმერთია :) საკუ...   Jan 26 2008, 02:11 AM
თათარაშვილი   ჩემი მოსაზრება ას...   Jan 26 2008, 02:12 AM
მნათე   და არა მხოლოდ: გვა...   Jan 26 2008, 02:13 AM
თათარაშვილი   რა თქმა უნდა არა მხ...   Jan 26 2008, 02:15 AM
დავით ივერიელი   არა.. .რაში დასჭირდ...   Jan 26 2008, 02:19 AM
მნათე   ადამიანური სრულყ...   Jan 26 2008, 02:20 AM
დავით ივერიელი   სისხლით? უსისხლოდ ...   Jan 26 2008, 02:23 AM
მნათე   რატომ? ჯვარცმა არ...   Jan 26 2008, 02:25 AM
დავით ივერიელი   ტიტუუუუუუუუუუუუ......   Jan 26 2008, 02:28 AM
მნათე   იმიტომ, რომ კაცთა ...   Jan 26 2008, 02:29 AM
თათარაშვილი   დავით ივერიელი დავ...   Jan 26 2008, 02:29 AM
დავით ივერიელი   გადახედა ებრაელთ...   Jan 26 2008, 02:36 AM
თათარაშვილი   ჩვენთვის დათო. ჩვე...   Jan 26 2008, 02:43 AM
sara   ჩვენთვის დათო. ჩვე...   Jan 26 2008, 03:11 AM
დავით ივერიელი   რატომ რატომ რატომ? ?...   Jan 26 2008, 12:54 PM
xornabujeli   რატომ რატომ რატომ? ...   Feb 3 2008, 09:37 PM
Lenus   -----------   Jan 26 2008, 01:19 PM
sandro40   მნათEს კითხვა მგონ...   Apr 3 2008, 04:39 PM
seminaristi   გამოისყიდა ცოდვა ...   Apr 3 2008, 05:50 PM
afxazi   დავით ივერიელი სა...   Jan 26 2008, 01:51 PM
mari touchet   დავიბენი კაი,ეგ იყ...   Jan 26 2008, 09:05 PM
sara   დავიბენი კაი,ეგ იყ...   Jan 26 2008, 10:53 PM
მნათე   იქნებ თავი დაწერო ...   Jan 26 2008, 10:29 PM
mari touchet   იქნებ თავი დაწერო ...   Jan 26 2008, 10:36 PM
mari touchet   sara თუ არ ვცდები იოან...   Jan 26 2008, 10:57 PM
sara   sara თუ არ ვცდები იოა...   Jan 26 2008, 11:16 PM
sofi89   უფალს ეს არც სჭირდ...   Jan 28 2008, 02:20 PM
neo   ადამიანის გასაღმე...   Jan 28 2008, 02:23 PM
bebiko   უფალი გახდა კაცი ი...   Jan 30 2008, 06:51 PM
sarah   თითქმის ყველაფერი,...   Jan 30 2008, 11:04 PM
ეკატერინე   წმ. გრიგოლ ღვთისმე...   Feb 8 2008, 12:14 PM
maZiebeli   sara განმარტება თუ გ...   Mar 24 2008, 01:18 AM
sara   'maZiebeli' saraარა კონკრ...   Apr 1 2008, 11:15 PM
Genesis   საკმაოდ ხშირად მო...   Mar 25 2008, 11:36 PM
Leom   უფალი, რომ მადლინი ...   Apr 3 2008, 09:22 AM
seminaristi   საკმაოდ ხშირად მო...   Apr 3 2008, 04:20 PM
Leom   იმიტომ რომ, თუ შენი ...   Apr 4 2008, 06:21 AM
afxazi   seminaristi ძალიან არასწო...   Apr 4 2008, 03:01 PM
seminaristi   უფრო მეტი დაკვირვ...   Apr 4 2008, 07:23 PM
Leom   seminaristi ძალიან არასწ...   Apr 6 2008, 10:07 AM
Leom   ყოვლისშემძლეობა ჩ...   Apr 6 2008, 09:37 AM
seminaristi   გვმართებს ვიცოდეთ ...   Apr 10 2008, 03:36 PM
Leom   გვმართებს ვიცოდეთ...   Apr 11 2008, 07:55 AM
afxazi   Leom მე მგონი ჩემი ნა...   Apr 11 2008, 02:03 PM
seminaristi   Leom მე მგონი ჩემი ნა...   Apr 13 2008, 03:57 PM
Leom   კეთილი და პატიოსა...   Apr 14 2008, 04:46 AM
seminaristi   ვერ გავიგე ვის ელა...   Apr 18 2008, 07:06 PM
კანონისტი   ამ განყოფილებაში პ...   Apr 11 2008, 05:21 PM
Leom   იმედია ჩემი მისამ...   Apr 13 2008, 09:24 AM
afxazi   Leom დაწყნარდი მეგობ...   Apr 14 2008, 11:14 AM
saria-giorgi   [b] :) i ათანასე ალექ...   May 14 2008, 05:09 PM
afxazi   Leom ხო ამ პოსტსაც გა...   Apr 14 2008, 12:48 PM
persona   რაც უფრო ადამიანურ...   Apr 26 2008, 12:27 AM
abo   დავით ივერიელი ჩე...   Apr 26 2008, 12:38 AM
persona   ზუსტად გიპასუხებ.....   Apr 26 2008, 12:56 AM
argani   საკმაოდ ხშირად მო...   May 1 2008, 02:04 AM
seminaristi   ამით თვითგვემით შ...   May 1 2008, 11:36 AM
m16   პასუხი ვერ მიიღე ხ...   May 1 2008, 03:39 PM
seminaristi   პასუხი ვერ მიიღე ხ...   May 2 2008, 11:41 AM
argani   seminaristi მოდი სიტყვა ...   May 1 2008, 07:37 PM
seminaristi   მოდი სიტყვა 'დაც...   May 2 2008, 11:26 AM
argani   გამარკვიე ყოვლისშ...   May 2 2008, 09:56 PM
ilarionis shtamomavali   "მე უსაზღვროთ მიყ...   May 1 2008, 10:30 PM
afxazi   argani შეეძლო რა თქმა უ...   May 3 2008, 11:01 AM
seminaristi   Святитель Григорий Палама ...   May 5 2008, 01:56 PM
argani   afxazi შემს საინტერეს...   May 5 2008, 09:25 PM
afxazi   argani მართალია თემის ...   May 6 2008, 01:39 PM
argani   ინტერესს სწორედ ი...   May 7 2008, 07:26 PM
ზვარე   რამეთუ სული ყოვლის...   May 9 2008, 09:46 PM
sergi_glaxa   argani აქ შეიძლება გაგ...   May 14 2008, 05:12 PM
afxazi   saria-giorgi შენს ცოდნამდ...   May 14 2008, 05:39 PM
saria-giorgi   saria-giorgi რამდენიც არ ...   May 14 2008, 05:53 PM
afxazi   seminaristi saria-giorgi აქ ვისაუბ...   May 14 2008, 05:51 PM
afxazi   saria-giorgi არაფერზე არ გ...   May 14 2008, 05:56 PM
seminaristi   saria-giorgi ამიხსენით ზე...   May 14 2008, 06:01 PM
saria-giorgi   saria-giorgi ამიხსენით ზე...   May 15 2008, 10:42 AM
afxazi   saria-giorgi აბააა ჩემო გი...   May 15 2008, 10:56 AM
saria-giorgi   saria-giorgi აბააა ჩემო გი...   May 15 2008, 11:49 AM
მხევალი ნინო   saria-giorgi ომი დაიწყე?   May 15 2008, 11:06 AM
მხევალი ნინო   saria-giorgi ძალიან კარგი...   May 15 2008, 11:54 AM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 7th July 2025 - 04:39 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი