![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
saria-giorgi |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 ![]() |
ნელ-ნელა გამოვაქვეყნებ თუ რა ცდომილებებია ლათინებთან.ეხლა კი სათაურებს შემოგთავაზებთ და ჩემი თხოვნა იქნება ვიმსჯელოთ იმაზე თუ რა საკითხი იქნება იმის მიხედვით.მოვლენებს არ დავასწროთ.
1)ლათინთა უმნიშვნელოვანესი ახალსწავლებები ვატიკანის მე-2 კრებამდე. 2)რომის პაპის პირველობის თაობაზე. 3)დოგმატი პაპის უცდომელობის(შეუმცდარობის)თაო ბაზე. 4)სწავლება სულიწმიდის გამომავლობის თაობაზე. 5)სწავლება პირველქმნილ ცოდვაზე. 6)წმიდათა ზეჯეროვანი დამსახურებებისა და ინდულგენციების თაობაზე. 7)დოგმატები ქალწულ მარიამის უბიწოდ ჩასახვისა და მისი სხეულებრივი ამაღლების თაობაზე. 8)წმიდა საიდუმლოებებში გადახვევების თაობაზე. 9)ხმიადის გამოყენება"წმიდა ზიარებისას"კათოლიკურ ეკლესიაში. 10)ორღანის თაობაზე. 11)მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა მამათა გამონათქვამები კათოლიციზმის თაობაზე. 12)ვატიკანის1962-1965წ.წ კრების მიერ მიღებული კათოლიკეთა ახალი დოგმატური სწავლება. 13)ახალი დოგმატის არსი და მისი დასაბუთება. 14)ქრისტეანებისა დაიუდეველების"სულიერი ნათესაობა". 15)ქრისტეანეთა და მაჰმადიანთა"სულიერი სიახლოვე". 16)ქრისტეანეთა და წარმართთა"სულიერი სიახლოვე" 17)არაქრისტეანთა ცხონებისათვის. 18)ვატიკანის მეორე კრების ახალი წესები და ქრისტეანობასთან მათი წინააღმდეგობანი. 19)რომაული-კათოლიციზმი ვატიკანის მე-2 კრების შემდეგ. 20)ცხონება და სულიერი ცხოვრება რომაულ კათოლიციზმში. 21)მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიათა შეერთების თაობაზე. 22)უნიები და უნიატობა. 23)ეკუმენიზმი 24)ბალამანდის შეთანხმება. 25)დასკვნა -------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
![]() ![]() |
saria-giorgi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 ![]() |
გაგრძელება "პაპის უცდომელობის შესახებ".
რომის მღვდელმთავრის უცდომელობას კათოლიკეები ყოველთვის იმ სწავლების ბუნებრივ შედეგად განიხილავდნენ,რომლის თანახმად პაპი იყო პეტრე მოციქულის მემკვიდრე,ქრისტეს მოადგილე და ეკლესიის მეთაური. პაპის უცდომელობის შესახებ ოფიციალუ დოგმატად 1870წელს ვატიკანის პირველმა კრებამ მიიღო და განმეორებულ იქნა 1962-1965წ.წ ვატიკანის მე-2 კრების მიერ. კათოლიკურ სამყაროში ამ დოგმატის გამოცხადებამ პროტესტი გამოიწვია.მათ გამოეყვნენ "მორწმუნეები",რომლებიც თავიანთ თავს ძველ კათოლიკეებს უწოდებენ.მათ რიგებში იყვნენ პროფესორები:დელინგერი.შულტე,რეინკენსი და სხვები."ძველ კათოლიკეთა" ეკლესია დღესაც არსებობს და მისი ხელმძღვანელია უტრეხტის მთ.ეპისკოპოსის ტიტულით მოიხსენიება. ეკლესია არასდროს არ აღიარებდა პაპების შეუმცდარობას,სარწმუნოების უმნიშვნელოვანესი საკითხების გადასაწყვეტად იკრიბებოდა მსოფლიო საეკლესიო კრებები,რომლებსაც პაპის ლეგატები ზოგჯერ არც კი ესწრებოდნენ(მაგ.მე-2 მს.კრება ქალაქ ეფესოში 381წ.) დასავლეთის ეკლესიის მსოფლიო ეკლესიიდან გამოყოფის შემდეგაც რომის ეკლესია და მათი კრებები არ აღიარებდნენ პაპების შეუმცდარობას.მაგ.პაპი ადრიანე მე-6(1522-1523)ამტკიცებდა,რომ პაპი შესაძლოა შეცდეს სარწმუნოების საკითხებში და თავისი დეკრეტებით გაავრცელოს მწვალებლობა.მისი ბრძანებით დაიხურა ვატიკანის PELVEDE-ი,რომელიც პაპის ამალის დროსტარების ადგილი იყო.კრებები ასამართლებდნენ და განკვეთდნენ რომის პაპებს:პიზის კრებამ 1409წ.გადააყენა პაპი გრიგოლ მე-12 და ბენედიქტე მე-13.კონსტანცის კრებამ(1414-1418წ.წ)ხარსხი აჰყარა პაპ იოანე 23-ე. მრავალი შემთხვევაა ცნობილი,როცა პაპები ერეტიკულ სწავლებასა და სჯულგანდგომილებაში ვარდებოდნენ,აუქმებდნენ ან ცვლიდნენ თავიანთი წინამორბედების სწავლებას.ასე მაგალითად:პაპი ვიქტორი(192წ)იწონებდა მონტანისტურ მწვალებლობას;პაპი მარცელინი(296-303წ.წ)დიოკლეტიანეს და წმიდა გიორგის თანამედროვე-შევიდა ვესტას ტაძარში და მსხვერპლი შესწირა ცრუ-ღვთაებას,ანუ ეშმაკს,(წმ.გიორგი კი მხოლოდ იმიტომ აწამეს,რომ კერპებს მსხვერპლი არ შესწირა);ლიბერიუსი(358წ.)ათანასე დიდის ეკლესიიდან განკვეთას და არიანობის მიღებას დაეთანხმა მხოლოდ იმიტომ,რომ გაეთავისუფლებინათ გადასახლებისგან და დაებრუნებინათ წინანდელ კათედრაძე;ზოსიმე(414-418წ.წ)იწონებდა პელაგიანურ მწვალებლობას,რისთვისაც მე-6 მსოფლიო კრებამ ის დაგმო;ლეონ მე-3(809წ.)"ფილიოკვეს"შესახებ სწავლება დაგმო და რომის ეკლესიას მცნებად დაუწესა-იგი არასოდეს მიეღოთ.ბენედიქტ მე-8(1014)შემოიღო"ფილიოკვე"რწმენის სიმბოლოდ;რომის პაპი წმიდა გრიგორი დიდი(590-604წ.წ)გმობდა პაპის უპირატესობას;ამტკიცებდა,რომ მთელი ეკლესიის ძალაუფლებისაკენ ეკლესიის ერთ-ერთი წინამძღოლის მისწრაფებამ,მსოფლიო ეკლესია შეიძლება საფუძველში შეარყიოს.იგი ანტიქრისტეს უწოდებდა მას,ვინც სამყაროს ეპისკოპოსის ტიტულს მიისაკუთრებდა;ბონიფაცი მე-8(1302წ.),ევგენი მე-4(1432წ.),პავლე მე-4(1559წ)პაპის ბულებში განამტკიცებდნენ ამ მისწრაფებას;სიქსტ მე-5-მ(1585-1590წ.წ)გამოსცა მისი უშუალო ხელმძღვანელობით შესწორებული ლათინური ბიბლიის თარგმანი,რომელშიც უამრავი შეცდომა იყო და მისი გამოყენება ყველასათვის სავალდებულო გახდა;ამისათვის მან გამოსცა სპეციალური ბულა ანათემის მუქარით.მემკვიდრე პაპს სასწრაფოდ მოუწია ამ ბიბლიის ხმარებიდან ამოღება.პაპი პიუს მე-8(1800-1823წ.)გააუქმა იეზუიტთა ორდენი-ორი საუკუნის განმავლობაში პაპის დასაყრდენი ძალა,რომელიც ნება დართული იყო პავლე მე-3(1534-1549წ.წ)მიერ.პაპმა პიუს მე-6 1814წელს ეს ორდენი აღადგინა. უფალმა ჩვენმა იესუ ქრისტემ მხოლოდ მთელ ეკლესიას მინიჭა უცდომელობა.ცალკეული ადამიანი კი ყოველთვის შეიძლება შეცდეს და გამოთქვას არასწორი შეხედულება.არ აქვს მნიშვნელობა ეს პატრიარქი იქნება თუ ჩვეულებრივ რიგითი ადამიანი. როგორც პავლე მოციქული ბრძანებს,ეკლესია არის"სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისაი"(1ტიმ.3.15)"საქმე მოციქულთადან" ჩანს,რომ მოციქულებმა მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად კრება მოიწვიეს,რომრლზეც ერთობით(და არ ცალკეული პიროვნებების ავტორიტეტით)დაამტკიცეს ეკლესიის სწავლება. თული სულიწმიდით აღსავსე მოციქულებს სჭირდებოდათ ერთმანეთის აზრის გაზიარრება,რაღა უნდა ვთქვათ რომის პაპებზე,რომლებიც ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ. ისეთი დანაშაული არ არსებობს,რომის პაპებს რომ არ ჩაედინოთ:მკვლელობები,ღალატი,,ასობით ქალწულის შეცდენა,მიცვალებულთა გასამართლება,სოდომური ცოდვა(მამათმავლობა ანუ ცისფერები იყვნენ),სისხლის აღრევა,ვაჭრობა,რითაც კი შეიძლება- სინდისით,ტიტულებით,ინდულგენც იებით;კოცონზე დაწვა-ადამიანის,წიგნის,ნათელი აზრის;ინკვიზიცია,ჯვაროსნული ლაშქრობები და მრავალი სხვა,ერთიმეორეზე უფრო ზარდამცემი. მოვიყვან რამდენიმე მაგალითს: სიქსტ 4-ის(1471-1481წ.წ)ცხოვრება პაპობის საბრალდებო აქტად გამოდგებოდა.იგი მამათმავლობის ცოდვაში იყო,ძარცვავდა ხალხს.მისი ჩადენილი ყველა ბოროტება დარჩრდილა პურის საკითხში გატარებულმა ღონისძიებამ-ნახევარ რუბიოდ ნაყიდ პურს სამ რუბიოდ ჰყიდდა.ადამიანები შიმშილით წყდებოდნენ,ხოლო პაპი ხალხს ინდულგენციებით უკანასკნელ გროშებს სტყუებდა. ინოკენტი მე-8(1484-1492წ.წ)მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი პირველი ადგილი უჭირავს მის მიერ დაღუპულ ადამიანთა რაოდენობით.1484 წელს მან გამოსცა ცნობილი ბულა,რომლითაც გამოაცხადა"კუდიანებზე ნადირობა" პაპ ალექსანდრე მე-6(1492-1503წ.)თვითონ იყო სისხლის აღრევის ნაყოფი.ალექსანდრეს ბრძანებით ინკვიზიციამ 1498წ. 23-მაისს კოცონზე დაწვა სავონაროლი-ფლორენციელი მქადაგებელი,რომელმაც მისი გარყვნილების წინააღმდეგ ილაშქრა. ალექსანდრე მე-6 გადაწყვეტილი ჰქონდა კარდინალების მოწამვლა(მათი ქონების მითვისების მიზნით).ნადიმზე,სადაც კარდინალები ჰყავდა მიწვეული,შეცდომით სწორედ მას დაუსხეს საწამლავი ღვინო,ხალხმა როგორც კი გაიგო პაპის გარდაცვალების ამბავი,ქალაქში არნახული ზეიმი დაიწყო.ყველა წმ.პეტრეს თაძრისკენმიიჩქაროდა,რათა საკუთარი თვალით ენახათ პაპის გვამი. ლეონ მე-10-ის(1513-1521წ)ბრძანება ასე იწყებოდა:მღვდელმთავარს,როგორ ც წმიდა პეტრესა და იესუ ქრისტეს მოადგილეს მინიჭებული აქვს უფლება...მიუტევოს ყოველგვარი დანაშაული და ყველა ცოდვა შეუნდოს მონანიების საიდუმლოთი,ხოლო სასჯელს ცვლის ინდულგენციებით. პაპმა გრიგოლ მე-13 (1572-1585წ),რომლის სახელთანაა დაკავშირებული"კალენდრის შესწორება"(ე.წ.გრიგორიანული კალენდარი),ბართლომეს ღამის ხოცვა-ჟლეტას"ქრისტეანობის უნეტარესი დღე" უწოდა; ღმრთის სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა და ამ სამარცხვინო დღის აღსანიშნავად სამახსოვრო მედალი მოაჭრევინა,რომლის ერთ მხარეს გამოსახულია თვით გრიგოლ მე-13,ხოლო მეორე მხარეს ანგელოზი ჯვრითა და მახვილით მუსრავს პროტესტანტებს(ბართლომეს ღამის მსხვერპლთა რაოდენობას 30.000-მდე ვარაუდობენ).ეს იყო ე.წ. ქრისტეანთაგან ქრისტეს სახელით მოყვასთა ჟლეტა. კლიმენტი მე-8(1592-1605წ)კოცონზე დაწვა ჯორდანო ბრუნო. პავლე მე-5(1605-1621წ)"აკრძალულ წიგნთა ინდექსით"გაკიცხა კოპერნიკის წიგნი"ციურ სფეროთა მოძრაობის შესახებ".პაპის ინიციატივით ინკვიზიციური პროცესი დაიწყო გალილეო გალილეის,იმ დროის ყველაზე დიდი მეცნიერისა და კოპერნიკის შრომათა პროპაგანდისტის,წინააღმდეგ.განსაკუთრებით იკრძალებოდა თეზისი,რომ დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო და არა-პირიქით;რომ დედამიწა არ არის სამყაროს ცენტრი,რადგან გეოცენტრიზმი იყო გრიგორიანული კალენდრის შემოღების მოტივი. ურბან მე-8(1623-1644წ)ტრიბუნალში თვითონ გააგზავნა გალილეო გალილეის შრომა და 70წლის ჯამრთელობაშერყეული მეცნიერი ინკვიზიციის სამსჯავროზე წარდგა.ტრიბუნალმა მოხუციგავარვარებული შანთებით აწამა.ამის შმდეგ მოხუცმა სახარებას ხელი დაადო მუხლმოყრით თავის მოსამართლესთას და ფიცით უარყო თავისი აღმოჩენა.ლეგენდის მიხედვით-გალილეიმ ამის შემდეგ მიწას ფეხი დაჰკრა და შესძახა"დედამიწა მაინც ბრუნავს!"იგი ერთხანს საპატიმროში ჰყავდათ,ხოლო შემდეგ,სიკვდილამდე,ინკვიზიცი ის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ცალკე უნდა ითქვას ჯვაროსნული მლაშქრობების შესახებ.პაპმა ინოკენტი მე-3(1198-1216წწ)მოაწყო ოთხი ჯვაროსნული ლაშქრობა,აიღო და დაანგრია კონსტანტინოპოლი.1212წ. მოაწყო ბავშვთა ჯვაროსნული ლაშქრობა-30000 ბავშვს საფრანგეთში შეუერთდა 20000 ბავშვი გერმანიიდან.მათი უმრავლესობა დაიღუპა ალპებში,დაიხრჩო ზღვაში,გადარჩენილები კი ეგვიპტეში მონებად გაყიდა. პაპ გრიგოლ მე-9(1227-1241წ.)-მისმა არმიამ მარტო ერთ სოფელში დახოცა6000 ქრისტეანი გლეხი(ამასაც ჯვაროსნული ლაშქრობა ერქვა).პაპმა დალოცა ეს"გამარჯვება ეშმაკზე". კათოლიციზმის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ინკვიზიციას-საგანგებო საეკლესიო სასამართლოს.ინკვიზიცია მე-13 საუკუნეში დაიწყო.60-იანი წლებიდან წამება შემოიღეს.ეპისკოპოსთა მთავარი ამოცანა"მწვალებელთა" ძებნა და დასჯა გამოცხადდა.ევროპაში ინკვიზიციიც ცეცხლი გიზგიზებდა.დიდი ინკვიზიტორის-ტორკვემადას დროს ცოცხლად დაწვეს 10000-ზე მეტი ადამიანი.ესპანეთში ინკვიზიციის პირვალსავე წელს 1000-ზე მეტი ადამიანი ცოცხლად დაწვეს,აიყვანეს ეშაფოტზე ან ნაჯახით მოჰკვეთეს თავი.1492წ. გადაასახლეს ყველა ებრაელი-170000 ოჯახი-მილიონამდე კაცი,დაახლოებით,3-მილიონი ზანგი და ებრაელი.ლუთერის სიკვდილის შემდეგ დაიწყო პროტესტანტების დევნა.ცეცხლითა და მახვილით დაარბიეს მათი მომხრეებით დასახლებული პუნქტები.არბევდნენ დევიზით:გაწყვიტეთ ყველა,ღმერთი თვითონ გაარჩევს თავისიანებს!ინკვიზიციის ტრიბუნალის გენერალური ინსპეკტორის ინსტრუკცია ასე მთავრდებოდა:გასრისეთ ყველა,ვისაც თქვენი ჯაშუშები მიგითითებენ-დამნაშავეები და უდანაშაულონი,რადგან სჯობს ასი უდანაშაულო დაახრჩო,ვიდრე ცოცხალი დატოვო თუნდაც ერთი დამნაშავე. წმ.წერილი გვამცნობს:"ბოროტის მოქმედსა სულსა არ შევიდეს სიბრძნე და არც დაიმკვიდროს ხორჩთა შინა განკაფულთა ცოდვათა"(სიბრძნე სოლ.1.4.) რა თქმა უნდა,შეიძლება იყვნენ,მართლმადიდებელ ეკლესიაში ასეთი ადამიანები,მაგრამ ეკლესია კიცხავდა და გმობდა მათ.კათოლიკურისაგან განსხვავებით,მართლმადიდებელ ეკლესია არის კრებითი საკრებულო:ანუ აქ ერთი პიროვნება-პატრიარქი ან ეპისკოპოსი ვერ ცვლის ეკლესიის სწავლებას და საერთო სწავლების საწინააღმდეგოდ ვერ იქადაგებს.აქ ყველაფერი საეკლესიო კრებაზე წყდება.თუკი რომელიმე პატრიარქი ან ეპისკოპოსი არაეკლესიურ სწავლებას იქადაგებს ან უღირს საქციელს ჩაიდენს,მას სასჯელს დაადებენ ან მღვდელმსახურებისაგან განაყენებენ.ამასთან მართლმადიდებელი ეკლესია არ ქადაგებს რომელიმე პატრიარქის ან ეპისკოპოსის უცდომელობას,არამედ, პირიქით, მათგან ითხოვს ეკლესიისა და წმიდა მამათა სწავლებისადმი მორჩილებას. ცნობისთვის პაპები არასდროს დასწრებიან მსოფლიო კრებას.ისინი წარმომადგენლებს აგზავნიდნენ,რომლებიც სხვებთან შედარებით არანაირი უპირატესობით არ სარგებლობდნენ.ეფესოს კრებას პაპის ლეგატიც კი არ დასწრებია.მიუხედავად ამისა,რომის პაპები უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ მართლმადიდებლობის განმსაზღვრელი კრების საბოლოო დადგენილებას. პირველი მს.კრება,რომელიც 325წ. ქ.ნიკეაში გაიმართა,თავჯდომარეობდა ეპისკოპოსი ოსია კორდუბელი; მე-2 მს.კრებას,რომელიც 381წ.რომელიც ქალაქ კონსტანტინეპოლში გაიმართა,თავჯდომარეობდნენ:მე ლეტი ანტიოქელი,წმ.გრიგოლ ღმრთისმეტყველი,თიმოთე ალექსანდრიელი და ნექტარიოს კონსტანტინეპოლელი; მე-3 მს.კრებას,რომელიც ქ.ეფესოში 431წ. გაიმართა,თავჯდომარეობდა წმ.კირილე ალექსანდრიელი. მე-4 მს.კრებას 451წ. ქალკედონში გაიმართა,თავჯდომარეობდა წმ.ანატოლი კონსტანტინეპოლელი; მე-5მს.კრება 533წ. ქ.კონსტანტინეპოლში გაიმართა,თავჯდომარეობდა ევტიქი კონსტანტინეპოლელი. მე-6 მს.კრება 680-681წ.წ კონსტანტინეპოლში გაიმართა,მოწვეულ იქნა იმპერატორ კონსტანტინე პოგონატის მიერ(665-685წ.წ) მე-7მს.კრება 783-787წ.წ ქ.ნიკეაში გაიმართა,თავჯდომარეობდა წმიდა ტარასი,კონსტანტინოპოლის პატრიარქი. კათოლიკე ეპისკოპოსებთან დოგმატმა პაპის უცდომელობაზე დიდი კამათი გამოიწვია.იგი ვატიკანის პირველმა კრებამ მხოლოდ პაპის მხრიდან კრების მონაწილეებზე ზეწოლის შედეგამ მიიღო.კრებაზე დოგმატის გამანადგურებელი კრიტიკით გამოვიდა კათოლიკე არქიეპისკოპოსი შტროსმაიერი,(რომელმაც დოგმატის წინააღმდეგ მისცა ხმა და ბოლოსდ დატოვა კიდევაც კრება).მან მრავალი მაგალითი მოიყვანა,როვა პაპები კათედრიდან იღებდნენ და აუქმებდნენ თავიანთ და წინამორბედთა გადაწყვეტილებებს;პაპთა მიერ უმძიმესი ცოდვების ჩადენის მრავალი მაგალითი მოიყვანა.მან თქვა:"[b]სულიწმიდით შთაგონებული იქნება ის პაპი,რომელიც ტაძრის კარებთან ვაჭრობს?შეძლებს კი ის ეკლესიის უშეცდომოდ დამოძღვრას?შეგიძლით დაამტკიცოთ,რომ ანგარებისმოყვარე,სისხლის აღმრევი,მკვლელი,სიწმიდეებით მოვაჭრე პაპები ქრისტეს ნაცვლები იყვნენ?დროა მოციქულთა სწავლებას დაუბრუნდეთ,რამეთუ მის გარეშე მხოლოდ დაბნელებულობა და სიბნელე შემოგვრჩა". უდავოა,რომ "უცდომელობის" შესახებ სწავლება არის ერეტიკუილი,ამპარტავნული,სული ს წარმწყმედელი სწავლებაა,ეწინააღმდეგება წმ.წერილს,წმიდა გადმოცემასა და ისტორიულ სინამდვილეს. -------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 01:20 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი