სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| კანონისტი |
Oct 21 2006, 02:18 PM
პოსტი
#1
|
|
დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
აქ განვიხილოთ მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა დიპტიქთან დაკავშირებული საკითხები
მსოფლიოში ამჟამად არის 15 ავტოკეფალური და 4 ავტონომიური ეკლესია. ამასთან, რამდენიმე თვითგამოცხადებული ავტოკეფალური, ავტონომიური და სქიზმატური ეკლესიები ძირითადი სადავო საკითხებია: - ავტოკეფალია/ავტონომია - სამეთაურო ტიტული - საგამგებლო ტერიტორია - ე.წ. სრული უფლებამოსილება (12 მღვდელმთავარი სინოდში, მირონის მოხარშვის უფლება) - საღვთისმსახურო ენა და ეროვნული საკითხი (განსაკუთრებით ბერძნულენოვან საპატრიარქოებში) P.S. ეს თემა ეძღვნება mnate-ს განსაკუთრებულ ინტერესს ამ საკითხისადმი -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
| კანონისტი |
Dec 29 2006, 01:29 PM
პოსტი
#2
|
|
დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მისი უნეტარესობა თეოქტისტე მთავარეპისკოპოსი ბუქარესტისა, მიტროპოლიტი მუნტენისა და დობრუჯისა, მოსაყდრე კესარია-კაბადოკიისა და რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი Prea Fericitul TEOCTIST Arhiepiscop al Bucureştilor, Mitropolit al Munteniei şi Dobrogei, Locţiitor al Cezareei Capadociei şi Patriarh al Bisericii Ortodoxe Române ![]() უნეტარესი თეოქტისტე (ერისკაცობაში თეოდორ არეპაშუ) დაიბადა 1915 წლის 7 თებერვალს ბოტოშანის რაიონის სოფ. ტოჩილენიში, დუმიტრუ არეპაშუს ოჯახში მეათე შვილად. 1928 წელს მორჩილად იყო ჯერ სიჰესტრია-ვორონეის, ხოლო შემდეგ ვორონას მონასტერში. 1935 წლის 6 აგვისტოს აღიკვეცა ბერად ბისტრიცა-ნეამცის მონასტერში და ეწოდა თეოქტისტე. 1937 წლის 4 იანვარს ხელდასხმულ იქნა ბერდიაკვნად. 1940-45 წწ. სწავლობდა ბუქარესტის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო სკოლაში. აღნიშნულის დასრულების შემდეგ, 1945 წლის 25 მარტს ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად. მომავალი პატრიარქი 1946 წელს აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხსში და დაინიშნა მოლდოვისა და სუჩავის მიტროპოლიტის ქორეპისკოპოსად. პარალელურად სწავლობდა იაშის მწერლობისა და ფილოსოფიის ფაკულტეტზე. 1950 წელს წმ. სინოდმა გამოირჩია ბოტოშანის ეპისკოპოსად. ხელდასხმა შესრულდა ბუქარესტის წმ. სპირიდონის სახელობის ტაძარში ამავე წლის 5 მარტს. ეპისკოპოსი თეოქტისტე ოცი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სხვდასხვა სამსახურებს რუმინეთის საპატრიარქოში. 1962 წელს გადაყვანილ იქნა არადის ეპისკოპოსად. 1973 წელს გადაყვანილ იქნა კრაიოვის მთავარეპისკოპოსისა და ოლტენის მიტროპოლიტის კათედრაზე, 1977 წელს კი იაშის მთავარეპისკოპოსისა და მოლდოვისა და სუჩავის მიტროპოლიტად. აქ მოღვაწეობის დროს განსაკუთრებით ზრუნავდა ნეამცის მონასტრის სასულიერო სემინარიაზე, სასულიერო პირთა სხვადასხვა კურსებზე და სამისიონერო მოღვაწეობაზე. 1986 წლის 9 ნოემბერს რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საარჩევნო კოლეგიამ მეუფე თეოქტისტე აირჩია რუმინეთის ეკლესიის მეთაურად. აღსაყდრება აღესრულა ამავე წლის 16 ნოემბერს ბუქარესტის საპატრიარქო ტაძარში. უნეტარესი თეოქტისტე არის ავტორი ექვსასზე მეტი სტატიისა და ნაშრომისა, რომელთა დიდი ნაწილი შეტანილია მის ოთხტომეულ კრებულში. რუმინეთის პატრიარქი არის რესპუბლიკის დიდი ეროვნული კრების დეპუტატი. უწმიდესი მაქსიმე პატრიარქი ბულგარეთისა, მიტროპოლიტი სოფიისა Светейши МАКСИМ Патриарх Български, Митрополит Софийски ![]() უწმიდესი მაქსიმე (ერისკაცობაში მარინ მინკოვი) დაიბადა 1914 წლის 29 ოქტომბერს სოფ. ორეშაკში (ტროიანსკის მონასტრის მახლობლად). პატარა მარინი ბავშვობის წლებში ხშირად სტუმრობდა ამ მონასტერს, რამაც კეთილისმყოფელი გავლენა მოახდინა მომავალ პატრიარქზე. 1935 წელს წარჩინებით დაასრულა სოფიის სასულიერო სემინარია, ხოლო 1942 წელს სოფიის სახელმწიფო უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტი. ბოლო კურსზე ყოფნისას, 1941 წლის 13 დეკემბერს აღიკვეცა ბერად და ეწოდა მაქსიმე, ხოლო ერთი კვირის შემდეგ - 19 დეკემბერს ხელდასხმულ იქნა ბერდიაკვნად. 1942 წელს დაინიშნა სოფიის სასულიერო სემინარიის მასწავლებლად, სადაც მუშაობდა 1947 წლამდე. 1944 წლის 14 მაისს ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად, ხოლო 1947 წელს აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში და დაინიშნა დოროსტოლო-ჩერვენის სამიტროპოლიტოს პროტოსვინგელოზად. 1950 წელს წმ. სინოდის განჩინებით დაინიშნა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლად მოსკოვში, სადაც იმსახურა 1955 წლის ბოლომდე. 1955 წელს დაბრუნდა ბულგარეთში და დაინიშნა წმ. სინოდის მთავარ მდივნად და სინოდალურ პერიოდულ გამოცემათა სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარედ. 1956 წლის 30 დეკემბერს არქიმანდრიტი მაქსიმე ხელდასხმულ იქნა ბრანიცის ეპისკოპოსად, ხოლო 1960 წლის 30 ოქტომბერს გადაყვანილ იქნა ლოვეჩის მიტროპოლიტად. პატრიარქ კირილეს გარდაცვალების შემდეგ (1971 წ.) მიტროპოლიტი მაქსიმე დანიშნულ იქნა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ. ამავე წლის ივლისის დასაწყისში შეკრებილმა ბულგარეთის ეკლესიი საეკლესიო-სახალხო კრებამ მიტროპოლიტი მაქსიმე აირჩია ბულგარეთის ეკლესიის პატრიარქად. აღსაყდრება შესრულდა 4 ივლისს სოფიის ალექსანდრე ნეველის საპატრიარქო ტაძარში. 1974 წელს სოფიის სასულიერო აკადემიამ უწმიდეს მაქსიმეს მიანიჭა ”საპატიო დოქტორის” ტიტული. პატრიარქის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბულგარეთის საპატრიარქომ გამოსცა უწმიდესი მაქსიმეს შრომების, ქადაგებებისა და სიტყვების კრებული - ”სამკალსა შინა უფლისა” (1975 წ., სოფია). -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანონისტი მართლმადიდებელი ეკლესიები Oct 21 2006, 02:18 PM
guja მსოფლიო მართლმადი... Oct 21 2006, 02:26 PM
mnate
უკვე ასეთ პატივში ... Oct 21 2006, 06:01 PM
Sotiris
ვფიქრობ საინტერეს... Dec 26 2006, 10:09 PM
კანონისტი mnate
დაგლოცოს, გაგახ... Oct 23 2006, 11:52 AM
კანონისტი ავტოკეფალური ეკლე... Nov 1 2006, 11:48 AM
კანონისტი ამჟამად ვმუშაობ ახ... Dec 26 2006, 12:14 PM
მნათე
http://l.foto.radikal.ru/0612/c337e768a712.jpg
... Dec 26 2006, 12:24 PM
მნათე
დაწერეეეე, უფ ამაზ... Dec 26 2006, 11:45 PM
Sotiris
დაწერეეეე, უფ ამაზ... Dec 27 2006, 01:25 AM
მნათე
არავის გადაიკიდე... Dec 27 2006, 01:27 AM
Sotiris
ნაციონალიზმის სუნ... Dec 27 2006, 01:41 AM
კანუდოსელი
მოკლედ რომ გითხრა, ... Dec 27 2006, 09:20 PM
მნათე
აი მომეწონააა :D ეს ... Dec 27 2006, 01:44 AM
კანონისტი მნათე
რატომ მაქვს ... Dec 27 2006, 12:32 PM
მნათე
იმეეე გდიიიი :lol:
აგ... Dec 27 2006, 12:55 PM
Sotiris
აგერ შოთა ჩამოწერ... Dec 27 2006, 09:16 PM
Sotiris ჰო, ერთი რამე დამავ... Dec 27 2006, 09:28 PM
კანონისტი [b]Ή Αυτού Θειοτάτη Μακαριότ... Dec 27 2006, 01:37 PM
მნათე ეზოთერიას ვერ ვიტა... Dec 27 2006, 09:31 PM
კანუდოსელი
ეზოთერიას ვერ ვიტ... Dec 27 2006, 09:35 PM
Sotiris
მაგრამ ფილადელფიი... Dec 27 2006, 10:22 PM
მნათე
პატრიარქმა თქვა ვ... Dec 27 2006, 09:37 PM
კანუდოსელი
პატრიარქმა თქვა ვ... Dec 27 2006, 09:40 PM
მნათე
იიიმეეე :lol: Dec 27 2006, 09:43 PM
მნათე
მამალაძე :D
ბუნებ... Dec 27 2006, 10:31 PM
solomony მასე რუსეთის ერთერ... Dec 27 2006, 11:19 PM
Sotiris
ყველაზე უფრო სწორ... Dec 28 2006, 03:53 AM
კანონისტი კანუდოსელი
ძალიან... Dec 28 2006, 12:28 PM
კანუდოსელი
კანუდოსელი
1. სრული... Dec 28 2006, 02:30 PM
კანონისტი [b]უნეტარესი
[size=3]ეგნ... Dec 28 2006, 01:18 PM
კანონისტი [size=2]უნეტარესი
[size=3]თე... Dec 28 2006, 02:26 PM
კანონისტი [size=2]უწმიდესი
[size=3]ალე... Dec 28 2006, 03:27 PM
კანონისტი [b]მისი უწმიდესობა
[s... Dec 28 2006, 04:56 PM
გლახა კანონისტი
ამას რა... Jan 28 2007, 01:03 PM
მარიამი
კანონისტი
ამას რა... Jan 28 2007, 06:15 PM
KAIROS http://www.orthodoxresearchinstitute.org/index.htm... Jan 28 2007, 06:39 PM
გლახა მარიამი
მე ვარ კოს... Jan 28 2007, 07:45 PM
მარიამი გლახა
აბა დამსახურ... Jan 28 2007, 08:04 PM
გლახა მარიამი
ისე პავლეს... Jan 28 2007, 08:44 PM
მარიამი
მარიამი
ისე პავლე... Jan 28 2007, 09:22 PM
კანონისტი KAIROS
რამდენადაც ვიც... Jan 29 2007, 10:34 PM
მნათე
ისე ქრისტეს რატომ ... Jul 2 2008, 02:50 AM
Ligia კანონისტი
ისე მე რ... Jul 2 2008, 11:25 AM
კანონისტი Ligia
არა, საქართველო ... Jul 2 2008, 11:46 AM
Ligia ააა იერუსალიმი ხო ,... Jul 2 2008, 12:17 PM
კანონისტი Ligia
მთელი აფრიკა :)
თ... Jul 2 2008, 12:26 PM
Ligia ააააა გასაგებია
ან... Jul 2 2008, 12:31 PM
კანონისტი Ligia
:დიახ:
სამოციქუ... Jul 2 2008, 12:35 PM
Ligia სამოციქულო ეკლესი... Jul 2 2008, 12:51 PM
კანონისტი Ligia
:დიახ:
კონსტანტი... Jul 3 2008, 01:19 PM
Ligia დიდი დიდი მადლობა
... Jul 3 2008, 02:38 PM
კანონისტი Ligia
გაიხარე :)
წმ. ანდ... Jul 3 2008, 02:47 PM
Ligia
Ligia
გაიხარე :)
წმ. ანდ... Jul 3 2008, 06:08 PM
კანონისტი Ligia
რუსეთის ეკლესია... Jul 3 2008, 06:16 PM
Ligia აჰა
გასაგებია
მადლ... Jul 3 2008, 06:24 PM
rarara საინტერესოა . . . . Oct 3 2008, 02:41 PM
jijikoi რატომ ფიქრობთ რომ ... Mar 16 2009, 11:27 PM
ნიკა ანდრია პირველწოდე... Mar 23 2009, 12:11 AM
gio--->13 აქა მშვიდობა.
ძალი... Aug 19 2010, 02:23 PM
კანონისტი gio--->13
შენ უშუალოდ რ... Mar 15 2011, 11:54 AM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th December 2025 - 01:05 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი