მხატვრული ენის გენიალურობა, ლამაზი შედარებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მხატვრული ენის გენიალურობა, ლამაზი შედარებები |
KAIROS |
Feb 23 2008, 05:23 AM
პოსტი
#301
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
არა ვარ ფილოლოგი, არცა მაქვს პრეტენზია, მაგრამ ჩემს მოკრძალებულ ფიქრს და გრძნობას გაგიზიარებთ, მიყვარს რა ლიტერატურა ძალიან, მხიბლავს პროზა-პოეზიაში გადმოცემული ცოცხლად და ძლიერად, ნაზად და გულში ჩამწვდომად, ბრძნულად და დამაფიქრებლად თქმული აზრი თუ გრძნობა, მიტაცებს და თან მივყვები ულამაზესად აწყობილ რითმების ტალღოვანებას და სიტყვათა ნარნარის ჰარმონიულობას, მაგრამ საოცრად ვეტრფვი მხატვრული შედარებების სიღრმეს!
იქნებ აქ ლამაზი პარალელებზე, ლამაზ და კარგად დაჭერილ შედარებებზე ვისაუბროთ, ნელნელა შევამატებ როგორც მოვახერხებ და თქვენც ასევე, რადგან ეს ლიტერატურის ერთერთი ყველაზე ბასრი იარაღია, რომელიც ხშირად მიზანს წვდება. იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ქეთუ |
May 11 2008, 05:15 AM
პოსტი
#302
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
დღეს დიკოს ლექსებს ვკითხულობდი და ეს თემა გამახსენდა...
ძალიან ძალიან ლამაზი და ემოციური შედარებები აქვს გაკეთებული, განსაკუთრებით ეს ლექსი "წვიმა" მიყვარს... მოკლედ დიანა ანფიმიადი... წვიმა სამი კვირაა ჩემს ქალაქში წვიმა დასახლდა და ფეხშიშველა კითხვის ნიშნებით დავტოპაობ თქვენი თვალების გუბეებში ახლა სათქმელიც დამიმოკლდა შიშველ მუხლივით გამომიჩნდა რაღაცის შიში სხეულზე მჭიდროდ მოხვეული სიმყუდროვიდან ................................................ გუშინ სიჩუმის პურის ჭრისას გრძნობა გამეჭრა და ჭრილობიდან სიმარტოვე ვერ შევიჩერე თქვენ ხომ არ იცით რამდენ ასეთ წვიმად დამიჯდა სიზმრის სიჭრელე. გული სავსეა უნაზესი სიცარიელით და თუმცა ზურგზე დამასრისეს ჩემივე ჭერი სიჩუმეს ვხვდები ახლადშობილ ჩვილის იერით მე - ლოკოკინა წვიმისფერი. სამი კვირაა ჩამისახლდა სახსრებში წვიმა . . .. . -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 09:44 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი