ევთანაზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ევთანაზია |
თათი87 |
Jan 19 2007, 11:28 PM
პოსტი
#1
|
თამარი ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
ადამიანს სულს უფალი შთაბერავს... ჩვენი სიცოცხლე უზენაესის საჩუქარია. არავის აქვს უფლება განკარგოს სხვისი სიცოცხლე, განსაზღვროს მისი ხანგრძლივობა! 1997 წლის 11 ნოემბერს სახელმწიფომ მიიღო კანონისიკვდილით დასჯის საბოლოოდ გააუქმების შესახებ. რითაც თავის მხრივ აღიარა სიცოცხლის უფლების უზენაესობა! მაგრამ, როგორც ყოველთვის, აქაც ვაწყდებით სირთულეებს და ერთ-ერთი ასეთია ევთანაზიის პრობლემა. ევთანაზია ბერძნული სიტყვაა და სიტყვასიტყვითი თარგმანის მიხედვით ასე ჟღერს : კეთილი სიკვდილი (!) ("ეუ" - კეთილი და "თანატოს" - სიკვდილი). თვითონ ევთანაზია დასჯადია და ამაში გაურკვეველი არაფერია. მაგრამ მე მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, როცა უნდა აირჩიო ან ევთანაზია ან თვითმკვლელობა! წარმოვიდგინოთ ასეთი შემთხვევა : პირი , რომელის იტანჯება თავისი ავადმყოფობით. რომელიც ყოველ დღე ოცნებობს სიკვდილზე... ვისაც ეს ცხოვრება უკვე აღარაფრად უღირს და მხოლოდ ერთ რამეს ნატრობს , ვეღარასოდეს ნახოს მზე ...
და ამ დროს იგი ითხოვს : " მომკალით " და თუ მას არ აუსრულებენ ამ თხოვნას მაშინ თავს მოიკლავს და ამით სამუდამოდ დაღუპავს სულს! სასწორის პინაზე ორი არჩევანია... ან უნდა დაეხმარო სიკვდილში ან უნდა გაწირო იგი სამუდამო ტანჯვისათვის! ეკლესიისთვის თვითმკვლელობაც და მკვლელობაც მიუღებელია. მაგრამ მე მაინტერესებს თქვენი ჰუმანური აზრი და არა მოსაზრებები გამომდირე დოგმებიდან! -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
kato_Bato |
May 11 2008, 08:37 AM
პოსტი
#2
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
nana_007
ციტატა როგორ შეიძლება ადამიანი,ცოცხალი, რომელიც თუნდაც აპარატების მეშვეობით სუნთქავს მცენარეს იქნეს შედარებული?! უფლის საქმეში რომ ამით ჩარევა ხდება იმაზე არ გიფიქრიათ? გარდა ამისა, კაცმა არ იცის რა ხდება კომის დროს ან რას გრძნობს კომაში მყოფი, ეგ არავინ უწყის და რომც უწყოდეს, სანამ "სუნთქავს" და უფლის ნებით ჯერ კიდევ ცოცხალია , არავის არ აქვს უფლება მექანიკური ხერხებით შეწყვიტოს ეს პროცესი. მკვლელობაზე უარესია ეს ... 100% თუ უფლის ნებაა ყველაფრი და აქამდე მიდის ბოლოს პასუხები, მაშინ რაღა საჭიროა მკურნალობა, ექიმი, საერთოდ მედიცინა.. უარესია მკვლელობაზე, აბა რა არის, ადამიანი სიკვდილს ებრძვის რაც ენერგია შერჩენია იმითი და შენ აპარატს უთიშავ ამიტომ არ მინდოდა ექიმი გამოვსულიყავი. რა გამოვიდა ჩემგან არ ვიცი, მარა ამეებს რომ არ ვუყურებ, მადლობა უფალო... ამაზე გამახსენდა, ერთი სასაცილო ამბავი (ნუ ახლა მეცინება თორე, მაშინ კინაღამ "გავცოფდი"): ახლობელი მშობიარობს, ხოდა ექიმი ყავთ აყვანილი დიდი ნაცნობობით, ხვეწნით და პატივისცემებით. ხოდა სხედან ეხლა "ბალეშჩიკები" ჰოლში და ელლოდებიან ბაიას ღნავილს. იციან რო სადაცაა გაჩნდება. სად იყო და სად არა , ხედავენ ეს ექიმი დატასაობს დერეფანშიი, ნუ მიაცვივდა ყველა, "როგორაა, გააჩინა? რა ყავს" და ასე შემდეგ, პასუხი იყო შედევრი: "უფ, ჯერ არა კაცო, მშობიარობა დაიწყო და ახლა ღვთის ნებაა ყველაფერიო" "blink: მერე ფულიც ჩაიჯიბა რასაკვირველია თან მოითხოვა -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 02:07 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი