ერასმუს მუნდუსი, ქართველი სტუდენტები საბერძნეთში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ერასმუს მუნდუსი, ქართველი სტუდენტები საბერძნეთში |
იოანა |
May 11 2008, 01:25 AM
პოსტი
#341
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
ჩემო კარგებო, ვინც მიცნობთ იცით და ვინც არ მიცნობთ ახლა გაიგებთ, რომ გაცვლითი პროგრამით ვიმყოფები საბერძნეთში, კერძოდ თესალონიკში
ერასმუსი ევროკავშირის მასშტაბით არის უდიდესი გაცვლითი პროგრამა. მის დანამატს წარმოადგენს ერასმუს მუნდუსი, რომელიც შეიქმნა ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტებისთვის. პროგრამა ამოქმედდა 2007 წელს. საქართველოდან მასში ჩართულია სამი უმაღლესი სასწავლებელი: ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სტუდენტები, რომლებიც ამჟამად ვიყოფებით თესალონიკში, პროგრამების მონაწილეთა პირველ ნაკადს წარმოვადგენთ. დღეს თესალონიკის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში კონკურსის წესით შერჩეული 30-მდე ქართველი სტუდენტი სწავლობს, როგორც ბაკალავრები და მაგისტრანტები, ასევე დოქტორანტები და პოსტ-დოქტორანტები. პროგრამა ასევე ითვალისწინებს აკადემიური პერსონალის გაცვლას. ერასმუს მუნდუსის მთვარაი მიზანი არის სამხრეთ კავკასიელ ახალგაზრდებს შორის ურთიერთობების დათბობა და გაღრმავება. უნდა აღინიშნოს რომ პროგრამა თავის მიზანს ნელ-ნელა ახორციელებს მინდა მოგითხროთ ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტების ბერძნულ თავგადასავალზე ფოტოების დახმარებით. იმედია თემა საინტერესო გამოვა თესალონიკის სიმბოლო - თეთრი ტაუერი, რომელსაც მოფერებით ქართველი სტუდენტები "ტოშიბას ბატარეას" ვეძახით საბერძნეთის ის ნაწილი, რომლის მთავარ ქალაქად თესალონიკი ითვლება არის ისტორიული მაკედონია, სადაც დაიბადა და გაიზარდა დიდი ალექსანდრე მაკედონელი. თავად ქალაქის შექმნის შესახებ არსებობს ასეტი ლეგენდა, რომ ქალაქი აასენეა ალექსანდრე მაკედონელის სიძემ, დის ქმარმა, საყვარელი მეუღლის - ქალბატონ თესალონიკას პატივსაცემად. ესეც ალექსანდრე მაკედონელი -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
იოანა |
May 12 2008, 04:04 PM
პოსტი
#342
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
იოანა გუშინ ერთ-ერთმა პოსტ-დოქტორანდმა მომიკითხა შენი სახელით და კიდევაც გავოცდი - რა ვიწროა ქვეყანა! მოკლედ მე ის ვარ ეხლა შენ რომ იცი რომ თესალონიკში ვარ, და რომელიც ამჟამად გერმანიაში ვცხოვრობ, გაიგე ? ესიგი იმ დღეს ბაზარში გახლდით და ნუ ქართველებისგან ვიყიდე მწვანილი... ნახევარი საქართველო აქაა! ნათია ეგ თურქული მეჩეთი იყო ოტომანების იმპერიის დროს (XVII საუკუნე), მაგიტომაა უცნაური არქიტექტურა და ეხლა მუზეუმია მაგ შენობაში. გუშინ გახლდით ვერგინაში, სადაც არის ფილიპე II მაკედონელის საფლავი! არაა შორი იქაც წადით და ნახეთ: სალონიკი-ვერია და ვერიადან გადის ავტობუსი ვერგინამდე. აგერ სამარხში შესასვლელი... წადით, ნახეთ, არ ინანებთ (რაღაც პრობებია და არ ვიცი ეს პოსტი ბოლომდე გამოჩნდება თუ არა, ყველა პოსტსაც ვერ ვხედავ, ვერც PM-ს ვპასუხობ. როგორც კი გამოსწორდება, გიპასუხებთ ) ქეთიმ მითხრა მაგდაზე და შენზე ალბათ ძალიან დაკავებული გრაფიკი გაქვს აქ რომ ყველაფერი ნახო, მაგრამ საღამოთი თუ მოახერხე შენ და მაგდა გამოდით ჩვენთან გამიხარდება შენი გაცნობა Marabella ასეც ვიფიქრე, გვერდით ”კოშკი” მინარეთს ჰგავს და იმიტომ გამიკვირდა ახლა მუზეუმია? ანა რომ წერს: ნათი, როგორ ხარ? ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაგებობა თესალონიკში, რომელიც აგებული იყო III საუკუნის ბოლოს და IV საუკუნის დასაწყისში. ააშენეს აგურისგან და იყო გალერიუსის სასახლის ნაწილი. მისი ზუსტი დანიშნულება ზუსტად ცნობილი არ არის. სავარაუდოდ ან მავზოლეუმი იყო ან აღმოსავლეთ ღვთაებების ტაძარი. IV საუკუნის ბოლოს ეს ნაგებობა გადაკეთდა ქრისტიანულ ტაძრად იმპერატორ თეოდოსის მიერ და 1100 წლის განმავლობაში იყო თესალონიკის საკათედრო ტაძარი. 1590 წელს თურქების ოკუპაციის შემდეგ როტონდა გადაკეთდა მეჩეთად და მაგ დროს დაამატეს მინარეთი. დღესდღეობით როტონდა არის თესალონიკის უნივერსიტეტის ოფიციალური ტაძარი და გამოიყენება ცერემონიალებისთვის. ასევე არის მუზეუმი. როგორც ზემოთ დავწერე, ხდება მისი რესტავრირება. ფორუმი რომ გამოსწორდება შიგნით გადაღებულ სურათებსაც დავდებ იოანე როგორ ხარ? მომენატრე ძაან სამშობლოში დაბრუნებას რომ დაპირებ მითხარი ახლა ჩემი ჯერი დახვედრის ხო, შოტა აუცილებლად უნდა დამხვდე -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 07:15 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი