მოვილოცოთ ზუგდიდში სიწმინდეები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მოვილოცოთ ზუგდიდში სიწმინდეები |
ნათია |
May 14 2008, 02:28 PM
პოსტი
#1321
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
ივნისის დასაწყისში, სავარაუდოდ ივნისის დასაწყისში 2 დღით (შაბათი, კვირა) წავიდეთ ზუგდიდში, ვინც სამეგრელოდან ხართ იქნებ მოგვაწოდოთ ინფორმაცია სიწმინდეების შესახებ, რისი ნახვა შეიძლება...
აუცილებლად უნდა მოვილოცოთ ღვთისმშობლის კვართი (როგორც ვიცი მუზეუმში ინახება), მგონი წმ. მარინეს ხელის მტევანიც ამ მუზეუმში უნდა იყოს და ა.შ. დრო ისე უნდა შევარჩიოთ რომ მამა ირაკლიმაც შეძლოს წამოსვლა, ზუგდიდში ჩვენს ფორუმელ მამა ანდრიასაც მოვინახულებთ აბა, იდეები მოგვაწოდეთ ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარი (1825-1830 წწ.) ზუგდიდის კვირაცხოვლობის სახელობის (მაცხოვრის კარის) ტაძარი (XV-XVI სს) წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძარი (X ს.) კორცხელის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი (X ს.) ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სამოსლის ისტორიიდან ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმში ინახება ერთ - ერთი უძვირფასესი ქრისტიანული რელიქვია - პატიოსანი სამოსელი (კვართი) ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა. ეპარქიის სიწმინდეები ზუგდიდის ისტორიული მუზეუმი ეროვნული საუნჯის დაცვისა და მეცნიერული შესწავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერაა საქართველოში. მის ფონდსაცავებში დაუნჯებულია საქართველოს ისტორიისა და კულტურის უაღრესად მნიშვნელოვანი ძეგლები. მუზეუმის კოლექციები შეიქმნა სამეგრელოს ყოფილი მთავრების, დადიანების საოჯახო საგვარეულო საგანძურის, 1922-1923 წლებში სახელმწიფოს მიერ ეკლესია-მონასტრებისათვის ჩამორთმეული ქონების, არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ექსპედიციების შედეგად მოპოვებული მასალების, მუზეუმის მიერ შესყიდული ხალხური ხელოსნობის ძვირფასი ნიმუშებისა და შეწირულობის საფუძველზე. ამჟამად მუზეუმში დაცულია 40 ათასზე მეტი სხვადასხვა სახის – არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ნუმიზმატიკური, ფერწერული, ჭედური და გამოყენებითი ხელოვნების, წერილობითი და ბეჭდური მასალა. ცნობილია, რომ საქართველოს სამოციქულო ეკლესია ოდითგანვე თაყვანს სცემდა და სათუთად ეპყრობოდა მონასტრებში დაცულ სიწმინდეებს, მაგრამ დროთა განმავლობაში, გარეშე მტრების შემოსევებისა და შინაგანი შუღლის გამო ეკლესიის საგანძურთან ერთად სიწმინდეების უმეტესობა განადგურებულია, ნაწილი კი მუზეუმებსა და სხვა ადგილებში დამკვიდრებულა. ამას ადასტურებს ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმში დაცული სიწმინდეები, რომლებიც ხობის ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესიიდან 1923-1936 წლებში შემოსულა და მუზეუმის საგანძურთა შორის დიდ იშვიათობას წარმოადგენს. ეს არის სახელგანთქმული კვართი ღმრთისმშობელისა, რომელიც თავის დროზე დეკორით ყოფილა შემკობილი, მაგრამ დროთა განმავლობაში საღებავი გადასულა. ამჟამად იგი ტილოს წააგავს (ზომა 180 X 150 სმ.). აქვეა დაცული წმინდა მარინეს მკლავი უსამკაულოდ (აკლია დიდი თითი და საჩვენებელი თითის სახსარი), წმინდა კვირიკეს ხელი (აკლია ორი თითი – პატარა და უსახელო), წმინდა გიორგისა და იოანე ნათლისმცემლის ძვლების ნაწილები. წმინდა ნაწილები მოთავსებულია ვერცხლით მოჭედილ პატარა ზომის კუბოში, რომელიც ძლიერ დაზიანებულია. იგი გაკეთებულია ლევან II დადიანის (1611-1657 წწ) დაკვეთით. არსებობს სხვადასხვა მოსაზრება ამ წმინდა ნაწილების საქართველოში მოხვედრის შესახებ: ერთი ვარაუდით, ეს სიწმინდეები მე-15 საუკუნის დასაწყისშია ჩამოტანილი იერუსალიმიდან. ვახუშტი ბატონიშვილი მწირ ინფორმაციას გვაწვდის აღნიშნულ საკითხებზე: “... ხოფის ეკლესიასა შინა მსუენარებს პერანგი ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობლისა სასწაულ მოქმედი...” სამაგიეროდ, ცნობები ამ სიწმინდეთა შესახებ უხვადაა დაცული უცხოელ ავტორთა თხზულებებში. საინტერესო მასალა დაგვიტოვეს რუსმა ელჩებმა ფედოტ ელჩინმა და პავლე ზახარიევმა. ისინი 1640 წლის გაზაფხულზე სტუმრობდნენ ლევან II დადიანთან. ამ ელჩობის დროს ისინი ხობის მონასტერსაც ეწვივნენ. სტუმრების კითხვაზე, ვის მიერ და საიდან იყო ჩამოტანილი ეს სიწმინდეები, არქიმანდრიტს განუმარტავს: „მე დიდი ხანი არ არის, რაც აქ ვარ, ამ თანამდებობაზე და არ ვიცი, საიდან და ვის მიერ არის ეს წმინდა ნივთები ჩამოტანილიო”. არქანჯელო ლამბერტი პირდაპირ მითითებას იძლევა წმინდა ნაწილების ხობის მონასტერში არსებობის შესახებ, მაგრამ ვის მიერ ან როდის იქნა ჩამოტანილი, ამაზე არაფერს ამბობს. ის აღნიშნავს , რომ ხობის მონასტერში „აჩვენებდნენ ღმრთისმშობლის პერანგს, რომელსაც იქაურები დიდ პატივსა სცემენ”. სიწმიდნეთა შესახებ საინტერესო ცნობას იძლევა ანტიოქიის პატრიარქი მაკარი, რომელმაც ღმრთისმშობლის კვართი ნახა მე-17 საუკუნეში. მან და მისმა მხლებლებმა სიწმინდეს თაყვანი სცეს და შემდგომ მის თარგზე აჭრეს ახალი კვართი, რომელიც კურთხევის შემდეგ დიდი სიხარულით წაასვენეს თავიანთ სამშობლოში. თეატინელთა მისიის პრეფექტი სამეგრელოში ჯუზეპე მარია ძამპი საქართველოში რომში გაგზავნილ ერთ-ერთ მოხსენებაში უაღრესად საინტერესოდ აღწერს ხობის მონასტერში დაცულ სიწმინდეებს: „ამ ხალხს ბევრი რელიქვია აქვს, რომლებიც მათ, პირველ ყოვლისა, მიიღეს იმ დროს, როცა აქ, საქართველოში, ქრისტიანობა ჰყვაოდა და მათ მთავრებს კავშირი ჰქონდათ კონსტანტინოპოლის იმპერატორებთან, რომლებიც მათ ბევრ რელიქვიას უგზავნიდნენ საჩუქრად. ამბობდნენ, რომ მაშინ კოლხიდაში ჩამოვიდა ერთი არქიეპისკოპოსი, თან ჩამოიტანა ერთი მტკაველის ოდენა ნაჭერი ძელი ჭეშმარიტისა (ფრანგული ფუტის რვა დიუმზე რამდენადმე დიდი) და კვართი, რომელიც, მათი თქმით, ღმრთისმშობელს ეკუთვნოდა. ჩვენს პატრებს უნახავთ ტილო, რომლისგანაც იგი არის შეკერილი, ყვითელი ფერისაა, აქა-იქ დაჩითულია ყვავილებით და მოქარგულია ნემსით. სიგრძით იგი რვა რომაული მტკაველის ოდენაა, განით კი – ოთხისა, აქვს ერთი მტკაველის სიგრძის მოკლე მკლავები და ვიწრო საყელო. აქვე ვნახე ძვირფასი თვლებით მოოჭვილი ოქროს ლუსკუმაში გამხმარი მკლავი. როგორც ამბობენ, ეს არის წმინდა მარინეს მკლავი; ვნახე აგრეთვე წმინდა კვირიკეს მკლავი და ოქროთი და ვერცხლით შემკული წმინდანთა სხვა ნაწილები. კვართი, რომლის შესახებაც მე ვილაპარაკე, ინახება ვერცხლისგან გაკეთებული, ყვავილებით მორთულ ებანოზის ყუთში”. ექვთიმე თაყაიშვილი თავის არქეოლოგიურ მოგზაურობაში, ხობის ეკლესიაში დაცულ საგანძურთა შორის აღწერს სანაწილე კოლოფს, რომელშიც ინახებოდა ღმრთისმშობლის კვართი და სხვა ნაწილები. იგი აღნიშნავს, რომ „წარწერა ეკუთვნის დიდ ლევან დადიანს, მისი მეუღლე ნესტან-დარეჯან ჭილაძის ასული გარდაიცვალა 1639 წელს. მაშასადამე, წარწერა გაკეთებულია 1639-1657 წლებში”. ცხადია, რომ ზემოთ მოტანილი ცნობები, რომლებიც რუს ელჩებს ადგილობრივმა ინფორმატორებმა მიაწოდეს, საყურადღებოა იმ თვალსაზრისით, რომ ისინი ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის კვართის საქართველოში მოხვედრის ორი ვერსია შემოგვინახა: პირველის თანახმად, ის ჩამოიტანეს მე-8 საუკუნეში ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლიდან; მეორეს მიხედვით, კვართი ჩვენში ჩამოტანილ იქნა მე-15 საუკუნეში, კონსტანტინოპოლის თურქთაგან დაპყრობის (1453 წ.) შემდეგ. თუ რომელი მოსაზრებაა სწორი, ამას შემდგომი კვლევა წარმოაჩენს. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
maikona |
May 14 2008, 03:49 PM
პოსტი
#1322
|
† ჩვენთან არს ღმერთი! † ჯგუფი: Members პოსტები: 963 რეგისტრ.: 30-April 07 მდებარ.: წავალ - არ ვიცი სად... ვნახავ - არ ვიცი ვის... ვეტყვი - არ ვიცი რას... გავყვები მარტო გზას... ხომ სადმე მივალ?! ხომ დამხვდებიან იქ?! ჰოდა, სულ ერთია... სად... ვის... რას... გავყვები მარტო გზას... წევრი № 1,798 |
1. მამა ირაკლი
2. ლილიანა 3. მარინე 4. piligrimi 5. კანონისტი 6. ნათია 7. მაიკონა 8. აბო (ვიცი რომ წამოვა) 9. tamritamo 10. ეკატო 11. ვალერი -------------------- † მშვიდობა ყოველთა... † /ილია II / † † დავიღალე... მოდი ჩემთან უფალო... † † † ცაში ღმერთს, ღრუბლებში ანგელოზებს და დედამიწაზე ჩვენ გაგვიმარჯოს... † † † თუკი ჩვენთან არს ღმერთი, მაშინ ძალაც ჩვენთანაა, მადლიც, სიყვარულიც, სასოებაც და ყოველივე სიკეთეც! † /ილია II / |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 02:23 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი