![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
saria-giorgi |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 ![]() |
ნელ-ნელა გამოვაქვეყნებ თუ რა ცდომილებებია ლათინებთან.ეხლა კი სათაურებს შემოგთავაზებთ და ჩემი თხოვნა იქნება ვიმსჯელოთ იმაზე თუ რა საკითხი იქნება იმის მიხედვით.მოვლენებს არ დავასწროთ.
1)ლათინთა უმნიშვნელოვანესი ახალსწავლებები ვატიკანის მე-2 კრებამდე. 2)რომის პაპის პირველობის თაობაზე. 3)დოგმატი პაპის უცდომელობის(შეუმცდარობის)თაო ბაზე. 4)სწავლება სულიწმიდის გამომავლობის თაობაზე. 5)სწავლება პირველქმნილ ცოდვაზე. 6)წმიდათა ზეჯეროვანი დამსახურებებისა და ინდულგენციების თაობაზე. 7)დოგმატები ქალწულ მარიამის უბიწოდ ჩასახვისა და მისი სხეულებრივი ამაღლების თაობაზე. 8)წმიდა საიდუმლოებებში გადახვევების თაობაზე. 9)ხმიადის გამოყენება"წმიდა ზიარებისას"კათოლიკურ ეკლესიაში. 10)ორღანის თაობაზე. 11)მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა მამათა გამონათქვამები კათოლიციზმის თაობაზე. 12)ვატიკანის1962-1965წ.წ კრების მიერ მიღებული კათოლიკეთა ახალი დოგმატური სწავლება. 13)ახალი დოგმატის არსი და მისი დასაბუთება. 14)ქრისტეანებისა დაიუდეველების"სულიერი ნათესაობა". 15)ქრისტეანეთა და მაჰმადიანთა"სულიერი სიახლოვე". 16)ქრისტეანეთა და წარმართთა"სულიერი სიახლოვე" 17)არაქრისტეანთა ცხონებისათვის. 18)ვატიკანის მეორე კრების ახალი წესები და ქრისტეანობასთან მათი წინააღმდეგობანი. 19)რომაული-კათოლიციზმი ვატიკანის მე-2 კრების შემდეგ. 20)ცხონება და სულიერი ცხოვრება რომაულ კათოლიციზმში. 21)მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიათა შეერთების თაობაზე. 22)უნიები და უნიატობა. 23)ეკუმენიზმი 24)ბალამანდის შეთანხმება. 25)დასკვნა -------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
![]() ![]() |
დავით ივერიელი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Illuminatus ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 ![]() |
ციტატა საქართველო ეკლესია არის არა "დამოუკიდებელი კონსტანტინოპოლის ეკლესიისგან", არამედ მასთან ევქარისტიით შეკრული, ავტოკეფალური (და არა სრულიად დამოუკიდებელი) ეკლესია. სწორედაც რომ, არა მხოლოდ კონსტანტინოპოლის ეკლესიამ შეაჩვენა კათოლიკური მწვალებლობა, არამედ ყველა ჭეშმარიტმა, მართლმადიდებელმა, მართლაღმსარებელმა ქრისტეანმა. ეს ქრისტეანები, ეს კრებული იყო სწორედ ქრისტეს ეკლესია, რომელიც არა მარტო კონსტანტინეპოლში, არამედ მთელ მსოფლიოში იყო და მათ შორის საქართველოშიც. ვინაიდან, ქართულ ეკლესიას რომ არ დაეგმო კათოლიციზმი, მაშინ მრწამსში ჩვენთანაც იქნებოდა "და დისაგან" (ღმერთმა გვაშოროს ეს სულის წარმწყმედელი უშვერება). ჩვენ, მართლმადიდებლები კი, მართლმადიდებლობის ზეიმზე, ერთიანად ვგმობთ ყველა მწვალებლობას, მათ შორის რომაულ პაპიზმსაც.ბოლოს კი შეგეკითხები: ამ მარხვაში, საქართველოში, ჩვენს ეკლესიაში, წმ. გრიგოლ პალამას ხსენება იდღესასწაულე? იმედია, ამ კითხვაზე დადებითი პასუხი გაქვს. ამიტომაც, მეორე კითხვასაც დაგისვამ: რატომ დღესასწაულობს მსოფლიო ეკლესია და მათ შორის საქართველოს ეკლესია წმ. გრიგოლ პალამას ხსენებას? ვინ იყო ეს წმიდანი? ![]() მე სააღდგომოდ ვმარხულობდი და არა საპალმოდ ![]() -------------------- მერე რა რომ . . .
|
seminaristi |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 5-July 07 მდებარ.: წალენჯიხის რ-ნი. სოფ.საჩინო წევრი № 2,395 ![]() |
![]() ევქარისტიულ კავშირში რომ არ ვყოფილიყავით კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან, ჩვენი პატრიარქი მსოფლიო იერარქთან არ ილოცებდა. რომის პაპის აქ ყოფნისას კი ერთობლივი ლოცვა არ ყოფილა. მგონი, პატრიარქის ამ ქმედებებში ცხადად ჩანს, თუ ვისთან აქვს ჩვენს ეკლესიას ევქარისტიული კავშირი და ვისთან არა. ეკუმენური მოძრაობიდან გამოსვლა კი არ ნიშნავს მათთან ევქარისტიული კავშირის გაწყვეტას, რადგან მათ მრწამსში ცვლილება არ შეუტანიათ, ანუ არ იზიარებენ რომაულ კათოლიციზმს. ციტატა მე სააღდგომოდ ვმარხულობდი და არა საპალმოდ ![]() წმიდანის სახელდების ასეთ ცინიკურ პრიზმაში გატარება მართლმადიდებელს არ ეკადრება. აი, ერთ-ერთი მიზეზიც სარწმუნოებაში შენი ბუნდოვნებისა. ფსალმუნის სიტყვებს გაგახსენებ: "ვინ აღვიდეს სახლსა უფლისასა ანუ ვინ დადგეს ადგილსა წმიდასა მისსა, უბრალოი ხელითა და წმიდაი გულითა, რომელმან არა აღიღოს ამაოებასა ზედა სული თვისი და არცა ეფუცოს ზაკვით მოყუასსა თვისსა, ამან მოიღოს კურთხევაი უფლისაგან და წყალობაი ღმრთისაგან მაცხოვრისა მისისა". ცინიზმისა და ღმრთისმეტყველების შეთავსება კი ისევე შეუძლებელია, როგორც ნათლისა და ბნელისა. -------------------- "Где нет православия, там нет спасения!" (Св. Игнатий (Брянчаниновь))
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:34 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი