სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| მატასი |
Apr 26 2008, 03:05 PM
პოსტი
#1
|
![]() თამ... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 |
მეხუთე სახარებად წოდებული ტურინის სუდარა,
მასზე სასწაულებრივადაა აღბეჭდილი ის ვნებანი, რომელიც ჯვარცმულ მაცხოვარს მიაყენეს... გამოსახულება სუდარაზე გადავიდა ძლიერი გამოსხივების შედეგად, ნეგატივის სახით... ![]() ![]() მაცხოვრის სუდარა ამჟამად იტალიაში, ქალაქ ტურინში ინახება. -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
![]() ![]() |
| keti |
May 14 2008, 11:55 PM
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 170 რეგისტრ.: 10-November 06 წევრი № 444 |
ეს არის ნაწყვეტი მამა თეოდორე გიგნაძის ქადაგებიდან რომელიც დაიბეჭდა ჟურნალში "ქაროზი" რამდენიმე წლის წინ.
ტურინის სუდარის მიხედვით აქ დეტალურად არის აღწერილი როგორ აწამეს მაცხოვარი და რამ გამოიწევია მისი გარდაცვალება. საკმაოდ მძიმე წასაკითხია ერთ-ერთი თანამედროვე ღვთისმეტყველი ამ სუდარას უწოდებს მეხუთე სახარებას,რადგან მასზე სასწაულებრივადაა აღბეჭდილი ის ვნებანი,რომელიც ჯვარცმულს მიაყენეს... ტურინის სუდარას საუკუნეთა განმავლობაში დაატარებდნენ სხვადასხვა წმიდა ადგილებში, სხვადასხვა ტაძრებში, მას ეფინებოდა უამრავი მტვერი ყვავილებისა, ორჯერ იყო მოხვედრილი ხანძარში... ქსოვილი მოქსოვილია სელისგან, ასეთ ქსოვილს ქსოვდნენ ჩვენი ერის დასაწყისში. მასალა სწორედ ისეთია, როგორიც მოიპოვებოდა ახლო აღმოსავლეთში. მიკროსკოპული გამოკვლევებით დადგინდა, რომ მართალია, ქსოვილი სელისაა მაგრამ მის ბოჭკოებში შეინიშნება მცირეოდენი ბამბის ბოჭკოებიც.ეს იმ ტიპის ბამბაა, რომელიც ასევე ახლო აღმოსავლეთში მოიპოვებოდა და ვარაუდობენ, რომ ეს ტილო იმ დაზგაზეა მოქსოვილი, რომლითაც ბამბის ქსოვილები იქსოვებოდა. მის ბოჭკოებში 49 ტიპის ყვავილის მტვერია ჩარჩენილი, მათგან 80 პროცენტი გაშიფრულია, ისინი უმეტესად იერუსალიმსა და პალესტინაში იზრდება. ამას იმიტომ განვმარტავთ ასე დაწვრილებით, რომ დაინტერესებულ ადამიანს ავუხსნათ, სად შეიძლება დამზადებულიყო ეს სუდარა და რომელ ადგილას იმყოფებოდა პირველად. გარდა ამისა მასზე აღბეჭდილია ყვავილებიც , 28 სახის ყვავილია და აქედან 20 იზრდება უშუალოდ იერუსალიმში, ხოლო 8 მის გარშემო და ისინი ყვავილობენ მარტსა და აპრილში, სწორედ აღდგომის პერიოდში... სუდარაზე კიდევ ორი მონეტაა აღბეჭდილი (ძველად მონეტებს თვალებზე ადებდნენ მიცვალებულებს, რათა თვალები არ გახელოდათ) მარცხენა თვალზე დადებულია 29 წელს ტიბერიუს კეისრის დროს მოჭრილი მონეტა,მარჯვენაზე კი 30 წელს პილატეს მმართველობის დროს მოჭედილი მონეტაა აღბეჭდილი. ამ მონეტებზე წარწერა შეცდომითაა დაწერილი – აღრეულია ლათინური და ბერძნული ასოები. მოგვიანებით არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ასეთივე მონეტები და დასტურდება, რომ ეს მონეტები პილატეს დროინდელია. ჯვარცმას ჯერ კიდევ ციცერონი უწოდებდა ადამიანის წამების ყველაზე სასტიკ იარაღს. წმ. ონსტანტინე დიდმა – მოციქულთა სწორმა იმპერატორმა, აკრძალა ჯვარზე ადამიანთა წამება, მაგრამ შემდგომში ეს მეთოდი აღადგინეს გერმანელმა ნაცისტებმა, საკონცენტრაციო ბანაკებში, - ისინი იყენებდნენ ჯვარცმას ტყვეების მოსაკვდნინებლად და მერე დეტალურად აღწერდნენ, როგორ ხდებოდა ჯვარზე ადამიანის გარდაცვალება. მივუბრუნდეთ ისევ ტურინის სუდარას, - განვიხილოთ როგორ ჩანს გამოსახულება სუდარაზე და რას წარმოადგენს ეს სუდარა. სუდარა საკმაოდ დიდია – ორი სიგრძეა ადამიანის, მოოქროსფეროა, გამოსახულება გადასულია ნეგატივის სახით. სხვათა შორის სანამ ფოტოგრაფიას გამოიგონებდნენ, კაცობრიობამ არ იცოდა ნეგატივის არსებობა. ეს ბუნებაში არსებული რამ არის და მხოლოდ ფოტოგრაფიამ გააცნო ადამიანს, თუ რას წარმოადგენდა ნეგატივე (სულ 100 წლის წინ არის გადაღებული პირველი სურათი.) ბიზანტიურ იკონოგრაფიაში ნაპოვნია 4 საერთო შტრიხი სუდარასთან. ძალზე საინტერესოა ასევე, სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტრის მაცხოვრის ხატი - მეექვსე საუკინის მოზაიკა, რომელსაც 46 საერთო შტრიხი აქვს სუდარაზე არსებულ გამოსახულებასთან. ასევე ცნობილია მე-7 საუკუნეში იუსტინიანე მეორის დროს მოჭრილი ოქროს მონეტა, რომელზედაც მაცხოვრის პორტრეტია გამოსახული და სუდარის გამოსახულებასთან ამ სახეს 63 საერთო შტრიხი აქვს. გარდა ამისა, სუდარაზე აღინიშნება რაღაც ნიშნები, თითქოს ამომწვარი, რომელიც კუთხოვანი ფორმისაა და იკონოგრაფიასთან არავითარი კავშირი არ აქვს. სწორედ ასეთი გამოსახულებებია აღბეჭდილი მანუსკრიპტზე, რომელიც შეიძლებოდა მხატვარს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაეტანა, თუ მას ტურინის სუდარაზე ნახავდა. აქედან დასკვნა: ტურინის სუდარა დროთა განმავლობაში თანდათან გაფერმკრთალდა , - ასეული წლების წინ გამოსახულება მასზე უფრო მკვეთრი იყო. ძალზე საინტერესოა, როგორ მოხდა გამოსახულების აღბეჭდვა სელის ქსოვილზე. მეცნიერული ანალიზი ადასტურებს, რომ გამოსახულება სუდარაზე გადავიდა ძლიერი გამოსხივების შედეგად და მოხდა დეჰიდრაცია სელის ბოჭკოებისა, გამოსახულება უაღრესად მკვეთრია, თითოეული დეტალი იდეალურად ფოკუსირებულია, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ყოველი სხივი, რომელიც გამოდიოდა სუდარაში გახვეული სხეულიდან, იმართებოდა – ზებუნებრივი, ღვთაებრივი ხელი მართავდა.მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ გამოსხივების სიძლიერე, რომელიც სხეულიდან გამოდიოდა, შეიძლება შევადაროთ ატომური დაშლის შედეგად მიღებულ უდიდეს გამოსხივებას, ოღონდ – ძალიან, ძალიან მცირე ხნით. ვიმეორებ, რომ ტურინის სუდარაზე გამოსახულება სასწაულებრივად გადავიდა და მეცნიერებას მისი გამეორება არ ძალუძს. დასაწყისში აღვნიშნეთ, რომ ტურინის სუდარა მეხუთე სახარებაა და ბევრ რამეს მოგვითხრობს, ბევრ რამეს აზუსტებს წმიდა წერილიდან. Pირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ სუდარაზე გამოსახულია სრულყოფილი აღნაგობის მამაკაცი და პატოლოგ-ანატომებმა უაღრესად თანამედროვე აპარატურით დაადგინეს, რომ გარდაცვალება სუდარაში გახვევამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა. მეცნიერულმა გამოკვლევებმა დაადასტურა ისიც, რომ სხეული ქსოვილში იმყოფებოდა არა უმეტეს 40 საათისა, ეს არის 2-3 დღე... ტურინის სუდარის მიხედვით, წარბები დამსკდარი და დასიებულია, მარჯვენა ქუთუთო გახეულია და საკმაოდ ძლიერი ტრამვაა მარჯვენა თვალის ქვეშაც, ცხვირი დასიებულია, ტრამვაა მარჯვენა ლოყაზე, - მარცხენა ლოყასა და ნიკაპის მარცხენა მხარეს აღინიშნება დასიება, ცხვირის წვერი საკმაოდ ძლიერაა დაზიანებული, მარჯვენა ლოყაზე ძლიერი დარტყმის კვალია, სავარაუდოდ, 4-5 სმ-ის სისქის ჯოხია ძალიან ძლიერ დარტყმული, - სახე თითქმის დეფორმირებულია ამ დარტყმისგან. რასობრივი კუთვნილებაც კი უდიდესი სიზუსტით იშიფრება სუდარაზე, - ამას უნიჭიერესი მხატვარიც ვერ დახატავდა, - ეს არის სემიტური ტიპის სახე, თმები და წვერები გაყოფილია შუაზე, თმები გრძელია და უკან შეკრული. ამგვარი ვარცხნილობა დამახასიათებელი იყო ანტიკური ხანის ებრაელთათვის. აშკარად ჩანს, რომ ეკლის გვირგვინი ედგა ადამიანს, რომელიც გახვეული იყო სუდარაში. თავის არეში – თხემზე, შუბლზე, თავის ქალაზე აღენიშნება 30 საკმაოდ ღრმა ჭრილობა. ჩანს, რომ ეს გვირგვინი არის არა მარტო შუბლზე, სალტის სახით, არამედ – როგორც ქუდი – მთელ თავზე. მხრები აწეულია, - ასეთ მდგომარეობაში მოხდა გარდაცვალება, - ეს აშკარა ნიშანია იმისა, რომ გარდაცვალება მოხდა გაგუდვით, როგორც პატ-ანატომები ამტკიცებენ, - და შეიძლება ამას მოყვა კიდეც გულის გახეთქვა. სიმაღლე, ასაკი და წონაც კია დადგენილი ტურინის სუდარაზე გამოსახული მამაკაცისა. ეს არის 170-180 სმ-ის სიმაღლის ახალგაზრდა მამაკაცი, - წონა დაახლოებით 75-85 კილოგრამი და ასაკი – დაახლოებით 30-45 წელი. დაახლოებითი ზომებია, რადგან მთლად სწორედ არ იყო სუდარაში გახვეული – ფეხები ოდნავ მოხრილი აქვს და წელიც – ოდნავ გადრეკილი. სხეული დაზიანებულია მათრახის ცემით, რომლის ბოლოებშიც გარკვეული სიმძიმეები იყო მობმული, - ტყვიის, ან ფოლადის. სწორედ მგვარი ღვედებით ამათრახებდნენ დამნაშავეს ადრეულ საუკუნეებში – ეს იყო ხარის ძარღვებით მოქსოვილი მოკლე მათრახები. დაახლოებით 39-40 მათრახი დაარტყეს, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ თითო მათრახს 2-3 წვერი ჰქონდა და ეს დარტყმები უძლიერესი იყო, იმდენად მძიმე, რომ სპეციალურად არ არტყამდნენ გულის მხარეს, რათა გული არ გახეთქოდა. დადასტურებულია, რომ ორი ჯალათი ურტყამდა, ერთი – მაღალი, მეორე – დაბალი, განსასჯელი კი სამოცდაათიოდე სანტიმეტრის ბოძზე იყო ხელებით მიბმული და ეს ადამიანი ტკივილებისაგან მუხლებში იყო მოხრილი. ზურგის მარჯვემა მხარე ტრავმირებულია, ასევე – მარცხენა ბეჭიც, რომელიც ორჯერ არის ტრავმირებული მძიმე საგნით, - შესაძლოა მძიმე საგანი მოხვდა, ან რაღაც მძიმე საგანს ატარებდა, დაეცა და ამ საგანმა მიაყენა ტრავმა. (ვისაც სახარება წაუკითხავს, ყველამ იცის როგორ მიჰყავდათ უფალი გოლგოთის გზაზე). დაზიანებულია ორივე მუხლი, მარცხენა მუხლი გახეთქილია, - წაქცევის კვალი ჩანს. მაჯაზე დიდი ჭრილობაა, არა ხელის მტევანზე, არამედ მაჯაზე. ეს ჭრილობა შეესაბამება იმ სამჭვალების ზომას, რომლებითაც ჯვარზე მიაჭედებდნენ ხოლმე ადამიანებს რომის იმპერიაში. და ეს ჭრილობა უშუალოდ უფლის სამჭვალის ზომისაა, რაღაც კუთხოვანი ფორმა აქვს. გერმანელმა ნაცისტებმა აღმოაჩინეს, რომ თუ მტევნით მიაჭედებდნენ ტყვეს ჯვარზე, ხელის ფალანგები ვერ უძლებდა სხეულის სიმძიმეს და ადამიანი ვარდებოდა. ჯვარზე რჩებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაჯებით მიალურსმავდნენ. სუდარაზე მკვეთრად ჩანს, რომ მაჯიდან სისხლის ნაკადი მოედინება ორი მკაცრად განსაზღვრული კუთხით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მდგომარეობას იცვლიდა ჯვარცმული; წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლის ნაკადი ერთი კუთხით წამოვიდოდა. ჯვარცმულს მარჯვენა გვერდში დიდი ჭრილობა აღენიშნება 4,4X1,1 სმ. ზომის. ისიც დასტურდება, რომ ჭრილობა მიყენებულია გარდაცვალების შემდეგ. ამის დადგენა პათ-ანატომებს არ გაუჭირდებოდათ, რადგან ამ ჭრილობიდან გამოსულია არა სისხლი, არამედ – წიტელი მასა და შრატი განცალკევებით. (სახარებაში აღწერილია, რომ სისხლი და წყალი გადმოდიოდა მაცხოვარს გვერდიდან ). შეიძლება ითქვას, რომ ეს სითხე გულის პერანგიდანაა გადმოღვრილი, რაც შეიძლება მაშინ მომხდარიყო, თუ ჯვარცმულს გული გაუსკდებოდა და სითხე გულის პერანგში ჩაგროვდებოდა; - მხრებზე აღნიშნულია ხახუნის კვალი – ჯვარცმული რაღაც საგანს ეხახუნებოდა ხანგრძლივად, რამაც თავისი კვალი დატოვა... სახეზე – კონკრეტულად ცხვირზე, წვერებზე, მუხლებზე, ფეხებზე სისხლი შერეულია ერთი სახის მტვერთან; სავარაუდოა, რომ სიარულის დროს დაეცა და მიყენებულ ჭრილობებზე მტვერი აეკრა... სუდარაზე აღბეჭდილია გარდაცვლილის სხეულზე მიმდინარე 40 –საათიანი პროცესები, - თუ მეტ ხანს დარჩებოდა სხეული სუდარაში, მაშინ დაიწყებოდა ხრწნის შესაბამისი პროცესები, რაც ახლა არ აღინიშნება; განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ერთი ნიუანსი, - ნაწამები სხეული გახვეული იყო სუდარაში, ყველა ჭრილობა, სისხლის ყოველი წვეთი აღიბეჭდა ქსოვილზე, შემდგომ მოხდა ძლიერი გამოსხივება, რაც გადავიდა სხეულზე, ოღონდ სადაც ეს ლაქები იყო, იქ არ გადასულა. ე.ი. ჩვენ შემდეგი სურათი გვაქვს; არის ადამიანის უზუსტესი გამოსახულება, მაგრამ იქ, სადაც სისხლია გადმოღვრილი, ისევე დარჩა, გამოსხივება მას არ შეხებია, ბუნებრივია, სისხლს შეიშრობდა ქსოვილი, ორი-სამი დღის შემდეგ ეს ნაფენი, რომ ავიძროთ, გამხმარი სისხლი კანის ქსოვილებს დააზიანებს – კანი აიხევა. გასაოცარია, რომ სისხლის წვეთები , რომელიც ეხებოდა სხეულსაც და სუდარასაც, თავის ფორმას არ კარგავს. წვეთი ხომ სფეროსებური, ნახევარსფეროსებურია და გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ სხეული ისეა სუდარიდან გამქრალი, სისხლის წვეთის ფორმა შეცვლილი არ არის. რაც შეეხება უშუალოდ ჯვარცმას: - როდესაც მეომრები მივიდნენ წვივების გადასამტვრევად, აღმოჩნდა, რომ მაცხოვარი უკვე გარდაცვლილი იყო, მის მარჯვნივ და მარცხნივ ჯვარცმული ავაზაკები კი – არა. თუ რატომ გარდაიცვალა მაცხოვარი ადრე, ამასაც თავისი ახსნა აქვს. ტურინის სუდარის გამოკვლევა იმასაც ადასტურებს, რომ ის, ვინც სუდარაში იყო გახვეული, საკმაოდ მკვრივი აღნაგობის, ძლიერი მამაკაცი ყოფილა. საქმე იმაშია, რომ მაცხოვარი დაისაჯა ორჯერ და ფიზიკურად ძალიან იყო დასუსტებული. გვახსოვს მისი მძიმე განცდები გეთსიმანიის ბაღში – სისხლის წვეთები ჩამოსდიოდაო ლოცვის დროს ოფლის მაგივრად, - ვკითხულობთ სახარებაში. მედიკებმა იციან, რომ როცა ადამიანი ძლიერ განცდებშია, პერიოდულად კაპილარები წყდება და სისხლი მოჟონავს სხეულიდან ოფლთან ერთად. ეს ძლიერ ფიტავს ადამიანს და ძალზე მტკივნეული ხდება კანი. გარდა ამისა უფალს შეურაცხყოფდნენ, ურტყამდნენ, ამავე დროს, იგი ღამენათევი იყო და ნაპატიმრალი, - მთელი ღამე მეფესთან და პილატესთან დაატარებდნენ დაკითხვებზე, სცემდნენ, დასცინოდნენ. პილატეს არ სურდა მისი დასჯა და იფიქრა, თუ მას დავსჯი გამათრახებით, იქნებ ხალხის გული მოლბეს და სიკვდილით აღარ დასაჯონო; რომაული სამართლის მიხედვით, ადამიანს ორჯერ არ სჯიდნენ, დამნაშავე ისჯებოდა ერთი სასჯელით, მაგრამ პილატე მოტყუვდა, - გამძვინვარებული ხალხის გული არ მოლბა და მიუხედავად ისეთი სასტიკი დასჯისა, როგორიც იყო გამათრახება, მაინც გადაუცყვიტა დასჯა... ტურინის სუდარა ადასტურებს, რომ ის, ვინც გახვეული იყო სუდარაში, გარდაიცვალა გაგუდვით და სავარაუდოდ – გულის გასკდომითაც. ამას ადასტურებენ გერმანელი ნაცისტებიც, რომლებიც ხედავდნენ, რომ მათგან ჯვარცმული ადამიანები, კვდებოდნენ გაგუდვით. საერთოდ, სუნთქვა ხდება გულმკერდის კუნთების გაფართოებით, მოყვება გულმკერდის შიდა სივრცის გაფართოება, რის შედეგადაც ჰაერი შედის ფილტვებში, შემდეგ იკუმშება ეს კუნთები და ჰაერი გამოიდევნება . ჯვარცმის ჟამს ადამიანს იმგვარი მდგომარეობა უკავია, რომ მის კუნთებს აღარ აქვს უნარი ფილტვები გააფართოოს. იმისათვის, რომ მან ეს შეძლოს, უნდა დაეყრდნოს ფეხებს, წამოიწიოს ოდნავ და ჩაისუნთქოს. ჯვარცმულის წამოწევა შეუძლებელი ხდება, რადგან ორივე ხელი მილურსმული აქვს, ამიტომ ჯერ ერთი მხარი უნდა წამოიწიოს და ფეხებს დააწვეს, შემდეგ – მეორე (ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ სუდარაზე აღბეჭდილია გახეხილი მხრების ნაკვალევი და მაჯებიდან ჩამოსული სისხლის ორი ნაკადი, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ ძლიერი ტკივილის გამო ხელი სამსჭვალის ირგვლივ ტრიალებდა). უფალს უსასტიკესი ტკივილების გადატანა უხდებოდა, რათა დაყრდნობოდა სამსჭვალს, რომელიც მის წმიდა ფეხებში იყო გაყრილი. სუდარა ადასტურებს იმასაც, რომ მაჯებში გაყრილი სამსჭვალი პირდაპირ ნერვში იყო მოხვედრილი, სუდარაში გახვეულ ადამიანს ორივე ცერა თითი მოკეცილი ჰქონდა – ეს კი იმ შემთხვევაში ხდება, როცა ზიანდება მაჯაში გამავალი ნერვი, რომელიც ამოძრავებს ცერა თითს. (ამას ადასტურებენ გერმანელი ნაცისტებიც). წარმოვიდგინოთ კუნთოვანი სამსჭვალი, რომელზედაც ტრიალებს სხეული – ეს არის საშინელი, ენით აუწერელი ტკივილი, მაგრამ ამ უმნიშვნელო წამოწევებს რეფლექსურად აკეთებდა სხეული, რათა ესუნთქა. და, რადგან იგი ძლიერ იყო დასუსტებული ტანჯვის გამო,რომელიც ხშირად თავად იწვევდა სიკვდილს, სწორედ ამიტომ მისმა ორგანიზმმა ვეღარ შეძლო სუნთქვა, ვეღარ აიწია, რათა ჩაესუნთქა და გაგუდვით აღესრულა და, როგორც მედიკები ადასტურებენ – გულის გახეთქვითაც... |
_Matasi_ ტურინის სუდარა Apr 26 2008, 03:05 PM
seminarieli lela http://i017.radikal.ru/0804/e1/9fdabc87861e.jpg
h... Apr 26 2008, 03:21 PM
kavkasioni ერთი პერიოდი ცრუმე... Apr 26 2008, 04:09 PM
KAIROS კი ეგ ახალხანს მოხ... Apr 26 2008, 08:04 PM
მნათე
ცრუმეცნიერები არ ... Apr 26 2008, 10:27 PM
nana_007
ცრუმეცნიერები არ ... Apr 26 2008, 10:29 PM
abo და ბოლობოლო რა დად... Apr 26 2008, 10:31 PM
nino_ni ტურინის სუდარაზე ფ... Apr 26 2008, 10:34 PM
kavkasioni abo
ნუ კაროჩე იმ აპარ... Apr 26 2008, 10:37 PM
nino_ni kavkasioni
მართლა?ეს აღარ ... Apr 26 2008, 10:41 PM
kavkasioni nino_ni
კი, ამაზე უამრა... Apr 26 2008, 10:45 PM
abo kavkasioni
აი ეს კი მესიამ... Apr 26 2008, 10:49 PM
kavkasioni abo
ნუ ათეისტებთან კ... Apr 26 2008, 10:51 PM
abo kavkasioni
ათეისტების კი... Apr 26 2008, 11:54 PM
zedela საინტერესო თემააა.... Apr 27 2008, 04:23 PM
makiki
საინტერესო თემააა... Apr 27 2008, 08:56 PM
nino_ni მე ვიცი მაგ სუდარი... Apr 27 2008, 06:32 PM
milana ერთ დოკუმენტურ ფი... Apr 27 2008, 08:36 PM
seminarieli lela დადეთ მერე ჩვენც უ... Apr 27 2008, 08:38 PM
nino_ni seminarieli lela
მე არ მაქვს :( Apr 27 2008, 08:41 PM
tamara ტურისნის სუდარაზე ... Apr 27 2008, 08:58 PM
makiki ძალიან კარგი ფოტოე... Apr 27 2008, 08:59 PM
tamara Секрет раскрыт! Вся правд... Apr 27 2008, 09:52 PM
nino_ni tamara
ამ ბოლო სურათებ... Apr 27 2008, 10:01 PM
tamara nino_ni
თუ რუსული ცოტა ი... Apr 27 2008, 10:04 PM
nino-nino
nino_ni
თუ რუსული ცოტა ... Apr 27 2008, 10:09 PM
tamara http://www.hislbgc.orthodoxy.ru/biblioteka_turinsp... Apr 27 2008, 10:16 PM
nino-nino
http://www.hislbgc.orthodoxy.ru/biblioteka_turins... Apr 27 2008, 10:21 PM
nino_ni tamara
რუსული კი ვიცი,მ... Apr 27 2008, 10:25 PM
tamara ქართულად არაფერია... Apr 27 2008, 10:28 PM
nino_ni წავიკითხე :) ზუსტად ... Apr 27 2008, 10:33 PM
nino-nino ფილმს ვერ მივაკვლი... Apr 27 2008, 11:44 PM
abo ხალხო ადამიანს ასი... Apr 28 2008, 01:48 AM
kavkasieli მე მაქვს ეგ ფილმი ნ... Apr 29 2008, 05:38 PM
ilia003 http://img111.imageshack.us/img111/6640/qristedl6.... May 12 2008, 10:14 PM
nino_ni ilia003
ილია ეს მაცხოვრ... May 12 2008, 11:30 PM
tamara შაბათს
17 მაისს -
მზ... May 14 2008, 11:00 AM
_Matasi_ შაბათს "ჟურნალის... May 15 2008, 12:33 AM
tamara УЧЕНЫЕ УТОЧНЯТ ВОЗРАСТ ТУР... May 16 2008, 11:53 PM
milana ამსაღამოს იქნება მ... May 17 2008, 08:00 PM
ქავთარაძე მზეზე იყო ძალიან ს... May 17 2008, 09:51 PM
კავკასიელი ძალიან საინტერესო ... May 18 2008, 12:53 AM
tamara ვაიმე - ჩამეძინა!
:... May 18 2008, 11:37 AM
nino_ni გაიმეორეს :) May 19 2008, 11:30 PM
nino ni მე მაქვს ჟურნალისტ... May 25 2008, 04:07 PM
G_I_O_R_G_I_ nino ni
http://www.files.ge/
აქ შედი ... May 25 2008, 04:29 PM
nino ni http://files.ge/file/257874/jurnalistis-dg...sudar... May 25 2008, 06:27 PM
G_I_O_R_G_I_ nino ni
მადლობთ ეხლა ვნ... May 26 2008, 08:07 PM
აკაკი http://b.pix.ge/m/n2vu1.jpg
აი ესაა ... Dec 27 2010, 02:37 PM
მხევალი ნინო
http://b.pix.ge/m/n2vu1.jpg
აი ესაა... Dec 27 2010, 05:46 PM
მხევალი ნინო აკაკი
ისევ ხატად ... Dec 27 2010, 02:41 PM
ikanosi
რატომ? ის ხომ ცოცხა... Dec 27 2010, 02:53 PM
აკაკი არა რათქმაუნდა ეს ... Dec 27 2010, 02:58 PM
ikanosi
არა რათქმაუნდა ეს ... Dec 27 2010, 03:03 PM
აკაკი ikanosi
კი მაგრამ ეს ძვე... Dec 27 2010, 03:06 PM
terra http://www.youtube.com/watch?v=_N1uaPE8oAc...playe... Dec 27 2010, 05:23 PM
აკაკი http://www.youtube.com/watch?v=mxLxR2f5fVs
აი... Dec 27 2010, 06:39 PM
აკაკი Fj-ARMl2i2 Dec 27 2010, 09:10 PM
აკაკი წმინდა ნინოს ცხოვრ... Dec 30 2010, 06:55 PM
ikanosi
აქ კვართზეა საუბა... Dec 30 2010, 07:36 PM
marTalmadidebeli საინტერესო ფილმი გ... Jan 4 2011, 04:40 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th December 2025 - 04:40 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი