რა არის თავისუფლება, არქ.რაფაელ კარელინი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რა არის თავისუფლება, არქ.რაფაელ კარელინი |
saria-giorgi |
Mar 25 2008, 10:31 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 |
ეს სრულიად გაუგებარი ცნება როგორ უნდა განისაზღვროს?
თავისუფლება-ეს გადაწყვეტილების მიღების საშუალება და უფლებაა ადამიანისა,გამომდინარე იმ შინაგანი სურვილიდან,რომელიც შესაძლებელია იყოს ინტელექტუალური,მგრძნობელობი ი ან უხეშად ინსტიქტური ანუ საშუალებაა იმისა,რომ ჩვენი სურვილები განვახორციელოთ.მაგრამ ჩვენი ინტელექტუალური ზრახვები მერყევია,რადგან არამდგრად წარმოდგენებსა და შეფასებებს ემყარება. ჩვენს ინსტიქტებს რაც შეეხება,ამაში ოდნავ თუ განვსხვავდებით ამებისაგან,რომელიც ერთ მთლიან მუცელს წარმოადგენს. რისი რეალიზება შეგვიძლია?თავისუფლება რომელ''მხეცს''უნდა მივანიჭოთ? თავისუფლებაზე მოსაუბრეებს ავიწყდებათ,რომ ამისათვის გარკვეული კულტურაა საჭირო:უპირველესად,ადამიანის ადმი პატივისცემის უნარი,ურომლისოდაც შეუძლებელია მისდამი სიყვარული. თავისუფლება-ეს გამარჯვების ტრიუმფია სულიერ ცხოვრებაში.ამის გარეშე თავისუფლება ცინიკოსის დაცინვა ან მოძალადის მხეცური ეშვების ღრჭენა იქნება. კინიკოსებისთვის თავისუფლება ქილიკშია,ადამიანი რასაც საპირფარეშოში აკეთებს,ისინი ქუჩაში აკეთებენ. ქრისტიანობა გვიჩვენებს,თუ რაშია თავისუფლება-ეს იმის საშუალებაა,რომ ადამიანმა თავისი მთავარ მოწოდებას მისდიოს და განახორციელოს მასში ჩადებული პოტენციალი-ხატება და მსგავსება ღმრთისა. თავისუფლება-ეს გულის გათავისუფლებაა ყოველი უცხოსაგან. თავისუფლება-ეს მარადისობიდან გადმოდინებული ნათელია.ადამიანი საკუთარ თავს ღმერთში ჰპოვებს და თავისთავადი ხდება. თავისუფლება-ეს გამოსვლაა ქმნილი,განივთებული,დაკომპლექ სებული,ვნებიანი მდგომარეობიდან,ის ღმრთაებრივ სრულყოფასთან ზიარებაა. ერთადერთი თავისუფლება ქრისტიანობამ განგვიცხადა.ეს ღმერთთან ჰარმონიაში ყოფნის თავისუფლებაა,ეს სულის გათავისუფლებაა ყოველივე უცხოსაგან-ვნებებისაგან,როგორც სულის მტკივნეული კორძებისაგან,მრავალი ფსიქიკური კომპლექსისაგან,რომელიც კრუნჩხვასავით არყევენ და კუმშავენ გონებას.თავისუფლება იხსნება იქ,სადაც მთავრდება დრო,ხოლო მარადისობა მარადიულში გაცხადდება. როგორც ვთქვით,თავისუფლება,ეს არის მხოლოდ შინაგან წინააღმდეგობათა მოხსნა და ადამიანში ტრიმეტრიის ერთიანობის აღდგენაა,ასევე(და მეტადავ)სულის ჩართვაა ღმრთაებრივი ყოფიერების უმაღლეს თავისუფლებაში.წმ.პავლე მოციქული წერს:''დიდი სასყიდლით ხართ გამოსყიდულნი,ნუ იქნებით კაცთა მონანი,''უწინარეს ყოვლისა,საკუთარი ''მე''-ს,შავბნელი ვნებების მონა. ვნებები-ეს ჩვენ არ ვართ,ეს სულში შთავარდნილი აჩრდილია დემონისა,ეს სულის ბნელი ორეულია.თავისუფლება მხოლოდ ღმერთშია.ჭეშმარიტი სინანული სულის დაბადებაა,ზიარება კი-აღდგომა მკვდრეთით. მაცხოვარი ბრძანებს:''სცანთ ჭეშმარიტება და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქვენ.'' -------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
მნათე |
May 16 2008, 12:20 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა ეპიტემია ვის დავადე მიჩვენე.თავის გასამართლებლად წერო აბდა-უბდა ეს პასუხი არ არის.ვიცი გეწყინება,მაგრამ გაცილებით მტკივნეულია როდესაც ბრალს გდებენ უსაფუძვლოდ.როგორადაც გინდა ისეთად მიმიჩნიე,სიყვარული ღმრთისგან მოდის,ტყვილი იქნება გითხრა გაგიჟებით მიყვარხარ ,არა,მაგრამ ღმრთის შეწევნით ვცდილობ არ მძულდე სხვას თუ ვერაფერს ვაკეთებ.ადამიანში ცოდვა გძულდესო გვასწავლიან მამები და არა პიროვნება.რას ნიშნავს ''მას შემდეგ მამების სწავლება უბრალოდ გეცოდინება ისე, როგორც ეკლესია შეიმეცნებს... თვარა სამარისკენ ვინ ვის გაუძღვება, კარგად იცი...? დაულაგებელი რომელი წინადადება ნახე და რა გაძლევს იმის საფუძველს,რომ ყოველ დაპოსტვისას მლანძღო. უკვე აღარ ვთვლი საჭიროდ შეცდომებზე მიგითითო,რა სარგებლობა მოგიტანა პირიქით აგრესია გამოიწვია.ყველას ვთხოვ შენდობას ვისაც ვაწყენინე და გაუგებრობაში ჩააგდო ჩემმა ნაწერებმა,მაგრამ გთხოვთ გაუგებრობის აღმოსაფხვრელად მომმართეთ და პასუხს გაგცემთ შეძლებისაებრ. მკითხველმა განსაჯოს თუ რომელ კითხვისნიშანს გაეცა პასუხი მნათესგან. ქრისტე აღდგა! ჩემო კარგო, შენ ან სიტყვებით თამაშობ, ან უკანასკნელით აწყობილ წინადადებებთან ისეთივე მწყრალად ხარ, როგორც პათოსთან, რომელსაც გაწონასწორებული ქვია.... ვლაპარაკოობ ერთს, საუბრობ მეორეს, ვამბობ მესამეს, მპასუხობ მეოთხეს... ეპიტემია დაადე არა მხოლოდ მას, ვინც თავისუფლების შენეულ განსაზღვრებას და მეტადრე, წმიდა მამების შენეულ გაგებასა და ეგზეგეზას ეწინააღმდეგება, არამედ მას, ვისაც ცილისმწამებელი უწოდე მარტივ ჭეშმარიტებაზე - რომ სიყვარული ადამიანებს ძვირად თუ გაგვაჩნია საკუთარი თავისადმი და მით უფრო სხვისადმი... ვინ ხარ შენ, როდესაც ეკლესიის მოწინააღმდეგეობას მწამებ? ვინ ხარ შენ, როდესაც ჩემს აზრს აცხადებ ანტიეკლესიურად? რა უფლება გაქვს? ჯერ ეს ერთი უზრდელობაა, მეორეც არანაირ ავტორიტეტს არ წარმოადგენ და უნდა იცოდე, ყოველი ასეთი გამოხტომა გაღიზიანებას გამოიწვევს... თავმდაბლობა მხოლოდ ტონში და იწილო-ბიწილოში კი არ არის საჭირო. ვიმეორებ: ციტატა მას შემდეგ, რაც მამების სწავლება უბრალოდ გეცოდინება ისე, როგორც ეკლესია შეიმეცნებს... თვარა სამარისკენ ვინ ვის გაუძღვება, კარგად იცი...? შეურაცხყოფაა ეს? იცი რამდენი ასეთი ციტატა დაგიციტირებია? უამრავი.. რა გიყო, ბიბლიის გამოყენებას მაინც არ ამიკრძალავ იმედია არაფერში გამოგვადგება ეს აბსტრაქტული "წმიდა მამები", არაფერში! თუ არ დაწერ კონკრეტულად და მითუფრო, თუ არ განმარტავ!... ათასეულ ფაქტს მოგიყვან, სადაც მამები საპირისპიროს წერენ, მორალურსა თუ არამორალურს, ზნეობრივსა თუ საღვთისმეტყველოს... მთავარია არ გაცდე ქრისტიანული დოგმატიკისა და სიყვარულის ჩარჩოებს, მთავარია გწამდეს არა ბრმად, არამედ ხედვით და ცოდნით, სხვა შემთხვევაში ნებისმიერი უსაგნო და მით უფრო რაღაც მგზნებარე, კომბლიანი ჯვრით ხელდამშვენებული პათოსი ზედმეტია... ციტატა უკვე აღარ ვთვლი საჭიროდ შეცდომებზე მიგითითო,რა სარგებლობა მოგიტანა პირიქით აგრესია გამოიწვია.ყველას ვთხოვ შენდობას ვისაც ვაწყენინე და გაუგებრობაში ჩააგდო ჩემმა ნაწერებმა,მაგრამ გთხოვთ გაუგებრობის აღმოსაფხვრელად მომმართეთ და პასუხს გაგცემთ შეძლებისაებრ. იგივე მინდა გითხრა, ჩემი საუბრის ტემბრი ვერ არის ამოფარებული რაღაც დინჯ პათოსს, საუბარში გამოყოლა კი ნამდვილად არ იცი.. ზოგადად არათანმიმდევრულობით გამოირჩევი, ჩემი პოსტის არც ერთ თემასთან სიახლოვეს მყოფ წინადადებაზე არ გიპასუხია, დარბიხარ წინ და უკან და ჭკუას არიგებ იქ, სადაც აშკარად დირეს უჩანს პირი... ჭეშმარიტად აღდგა, სიყვარულისა და მშვიდობის უფალი! არანაირი პირადი დამოკიდებულება, მხოლოდ აზრობრივი -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
saria-giorgi |
May 16 2008, 04:30 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 |
ჩემო კარგო, შენ ან სიტყვებით თამაშობ, ან უკანასკნელით აწყობილ წინადადებებთან ისეთივე მწყრალად ხარ, როგორც პათოსთან, რომელსაც გაწონასწორებული ქვია.... ვლაპარაკოობ ერთს, საუბრობ მეორეს, ვამბობ მესამეს, მპასუხობ მეოთხეს... ეპიტემია დაადე არა მხოლოდ მას, ვინც თავისუფლების შენეულ განსაზღვრებას და მეტადრე, წმიდა მამების შენეულ გაგებასა და ეგზეგეზას ეწინააღმდეგება, არამედ მას, ვისაც ცილისმწამებელი უწოდე მარტივ ჭეშმარიტებაზე - რომ სიყვარული ადამიანებს ძვირად თუ გაგვაჩნია საკუთარი თავისადმი და მით უფრო სხვისადმი... ვინ ხარ შენ, როდესაც ეკლესიის მოწინააღმდეგეობას მწამებ? ვინ ხარ შენ, როდესაც ჩემს აზრს აცხადებ ანტიეკლესიურად? რა უფლება გაქვს? ჯერ ეს ერთი უზრდელობაა, მეორეც არანაირ ავტორიტეტს არ წარმოადგენ და უნდა იცოდე, ყოველი ასეთი გამოხტომა გაღიზიანებას გამოიწვევს... თავმდაბლობა მხოლოდ ტონში და იწილო-ბიწილოში კი არ არის საჭირო. ვიმეორებ: შეურაცხყოფაა ეს? იცი რამდენი ასეთი ციტატა დაგიციტირებია? უამრავი.. რა გიყო, ბიბლიის გამოყენებას მაინც არ ამიკრძალავ იმედია არაფერში გამოგვადგება ეს აბსტრაქტული "წმიდა მამები", არაფერში! თუ არ დაწერ კონკრეტულად და მითუფრო, თუ არ განმარტავ!... ათასეულ ფაქტს მოგიყვან, სადაც მამები საპირისპიროს წერენ, მორალურსა თუ არამორალურს, ზნეობრივსა თუ საღვთისმეტყველოს... მთავარია არ გაცდე ქრისტიანული დოგმატიკისა და სიყვარულის ჩარჩოებს, მთავარია გწამდეს არა ბრმად, არამედ ხედვით და ცოდნით, სხვა შემთხვევაში ნებისმიერი უსაგნო და მით უფრო რაღაც მგზნებარე, კომბლიანი ჯვრით ხელდამშვენებული პათოსი ზედმეტია... იგივე მინდა გითხრა, ჩემი საუბრის ტემბრი ვერ არის ამოფარებული რაღაც დინჯ პათოსს, საუბარში გამოყოლა კი ნამდვილად არ იცი.. ზოგადად არათანმიმდევრულობით გამოირჩევი, ჩემი პოსტის არც ერთ თემასთან სიახლოვეს მყოფ წინადადებაზე არ გიპასუხია, დარბიხარ წინ და უკან და ჭკუას არიგებ იქ, სადაც აშკარად დირეს უჩანს პირი... ჭეშმარიტად აღდგა, სიყვარულისა და მშვიდობის უფალი! არანაირი პირადი დამოკიდებულება, მხოლოდ აზრობრივი იგივეს ვეტყვი მკითხველს გადაამოწმეთ ჩემი და მისი ნაწერები.ვინ ვის ეხება.კითხვას არ ვსვავ,არც პასუხს ვაძლევ.ამ უხეშ ფორმებზე.დასკვნები,როგორც ყოველთვის მკითხველმა უნდა გამოიტანოს.არ არის აუცილებელი "შურისგებას-შურისგებით მიუზღო" არც ერთ მის მიერ წამოჭრილ საკითხებს დამაკმაყოფილებელი საფუძველი არ აქვს ჩემთან მიმართებაში. დასვით თავად მკითხველმა თუ რომელი საკითხი იყო არასწორი და შევეცდები პასუხი თქვენ გაგცეთ. რაც შეეხება მნათეს დაეკითხოს თავის მოძღვარს მამა სიმონს.მე პირადად ვეკითხები ჩემ მოძღვარს იმ საკამათო საკითხებზე რაც აქტუალურია და ვცდილობ მისი დარიგებით ვიხელმძღვანელო. რა კითხვა წამოჭერი და რომელი დარჩა უპასუხოდ?პირიქით შენს პასუხს ველოდები,იმ საკითხებთან დაკავშირებით რაც ეხება."წვერის და ეპ.მიერ კვერთხის ტარებას"თუ რომელ მს.კრებაში განიხილეს. -------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 11:55 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი