IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> "კათოლიციზმის შესახებ", რა დოგმატური ცთომილებებია კათოლიკეებთან
saria-giorgi
პოსტი May 7 2008, 03:57 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 407
რეგისტრ.: 4-July 07
მდებარ.: q.walenjixa
წევრი № 2,386



ნელ-ნელა გამოვაქვეყნებ თუ რა ცდომილებებია ლათინებთან.ეხლა კი სათაურებს შემოგთავაზებთ და ჩემი თხოვნა იქნება ვიმსჯელოთ იმაზე თუ რა საკითხი იქნება იმის მიხედვით.მოვლენებს არ დავასწროთ.
1)ლათინთა უმნიშვნელოვანესი ახალსწავლებები ვატიკანის მე-2 კრებამდე.
2)რომის პაპის პირველობის თაობაზე.
3)დოგმატი პაპის უცდომელობის(შეუმცდარობის)თაო
ბაზე.
4)სწავლება სულიწმიდის გამომავლობის თაობაზე.
5)სწავლება პირველქმნილ ცოდვაზე.
6)წმიდათა ზეჯეროვანი დამსახურებებისა და ინდულგენციების თაობაზე.
7)დოგმატები ქალწულ მარიამის უბიწოდ ჩასახვისა და მისი სხეულებრივი ამაღლების თაობაზე.
8)წმიდა საიდუმლოებებში გადახვევების თაობაზე.
9)ხმიადის გამოყენება"წმიდა ზიარებისას"კათოლიკურ ეკლესიაში.
10)ორღანის თაობაზე.
11)მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა მამათა გამონათქვამები კათოლიციზმის თაობაზე.
12)ვატიკანის1962-1965წ.წ კრების მიერ მიღებული კათოლიკეთა ახალი დოგმატური სწავლება.
13)ახალი დოგმატის არსი და მისი დასაბუთება.
14)ქრისტეანებისა დაიუდეველების"სულიერი ნათესაობა".
15)ქრისტეანეთა და მაჰმადიანთა"სულიერი სიახლოვე".
16)ქრისტეანეთა და წარმართთა"სულიერი სიახლოვე"
17)არაქრისტეანთა ცხონებისათვის.
18)ვატიკანის მეორე კრების ახალი წესები და ქრისტეანობასთან მათი წინააღმდეგობანი.
19)რომაული-კათოლიციზმი ვატიკანის მე-2 კრების შემდეგ.
20)ცხონება და სულიერი ცხოვრება რომაულ კათოლიციზმში.
21)მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიათა შეერთების თაობაზე.
22)უნიები და უნიატობა.
23)ეკუმენიზმი
24)ბალამანდის შეთანხმება.
25)დასკვნა


--------------------
[indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
saria-giorgi
პოსტი May 16 2008, 05:23 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 407
რეგისტრ.: 4-July 07
მდებარ.: q.walenjixa
წევრი № 2,386



ქვეთავი მე-3 "სწავლება სულიწმიდის გამომავლობაზე".


ნიკეა-კონსტანტინეპოლის სარწმუნოების სიმბოლო(325-381წ.)მართლმადიდებელი სარწმუნოების ურყევი საფუძველი,მრწამსი,გვეუბნება:"მრწამს...და სულიწმიდა,უფალი დაცხოველსმყოფელი,რომელი მამისაგან გამოვალს."სულიწმიდის მამისაგან გამომავლობის სწავლება ეკლესიას თვით იესუ ქრისტემ აუწყა,მოციქულებმა დაამოწმეს და მს.კრებებმა დაამტკიცეს.
კათოლიკური ეკლესია გვაუწყებს,რომ სულიწმიდა"მამისაგან და ძისაგანაც"გამოვალსდამატება "ძისაგანაც"-"ფილიოკვე" მრწამსში პაპმა ბენედიქტ მე-8 1014წელს,მსოფლიო საეკლესიო კრებაზე განხილვის გარეშე ოფიციალურად თვითნებურად შეიტანა.ეს დამატება"და ძისაგან"პირველად მიიღეს 589წელს ტოლედოში ესპანეთის ეკლესიის ადგილობრივ კრებაზე.ამის მიზეზი იყო შემდეგი:ამ კრებაზე გადაწყვიტეს ვესტ-გუთების(გერმანული წარმოშობის ტომები)არიანულ წვალებიდან მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე მოქცევა.არიანული მწვალებლობის მთავარი სწავლება რაკი არ იზიარებს მამის და ძის თანასწორობას,ესპანელმა ღმრთისმეტყველებმა გადაწყვიტეს დაემატებინათ''და ძისაგან'',რათა მამა და ძე მათი აზრით თანასწორი ყოფილიყვნენ;ამით კი დაამდაბლეს სულიწმიდა,რითაც მეორე მწვალებლობაში ჩავარდნენ.კარლოდ დიდი მოთხოვნის მიყხედავად რომის პაპმა ლეონ მე-3 ეს დამატება არ მიიღო.იმპერატორ კარლოს დიდს ამ მოქმედებით სურდა ბიზანტიისაგან თავისი ქვეყნისა და ეკლესიის დამოულიდებლობისათვის განსაკუთრებულად გაესვა ხაზი.
''ფილიოკვეს''მომხრენი თავიანთ მოძღვრებას იმით ამრთლებენ,რომ ძე ერთარსია მამისა და შესაბამისად ყველაფერი,რაც მამისთვის ჩვეულია,ძესაც ახასიათებს.
ჩვენ ვამბობთ,რადგან ძეს მამასავით აქვს ყველაფერი,გარდა უშობელობისა(ძე შობილია უწანარეს ყოველთა საუკუნისა) და სულიწმიდის გამომავლობისა;ისევე,როგორც სულიწმიდას მამასავით აქვს ყველაფერი,გარდა ძის შობისა.ამიტომაც,როგორც შეუძლებელია ითქვას,რომ ძე შობილია მამისაგან და სულიწმიდისაგან,ასევე შეუძლებელია ითქვას,სულიწმიდა გამოვალს მამისაგან და ძისაგან.
სხვა რაგუმენტიც მოჰყავთ კათოლიკებს:მკვდრეთით აღდგომილი მაცხოვარი მიმართავს მოციქულებს:''შეჰბერა მათ და ჰრქუა:მიიღეთ სული წმიდაი.უკეთუ ვიეთნიმე მიუთევეთ ცოდვანი,მიეტევნენ მათ;და უკეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ,შეპყრობილ იყვნენ''(ინ.20.22-23.)
ეს განმარტება არასწორია.მკვდრეთით აღდგომილი მაცხოვარი ამ სიტყვებს აღდგომიდან ამაღლებამდე წარმოთქვამს.ხოლო ჯვარცმამდე ქრისტე ბრძანებს:''უკეთუ მე არა წარვიდე,ნუგეშინის-მცემელი იგი არა მოვიდეს თქვენდა''.(ინ.16.7).''და მე ვკითხო მამასა ჩემსა და სხვაი ნუგეშინის-მცემელი მოგივლინოს თქვენ''.(ინ.14.16)''ხოლო რაჟამს მოვიდეს ნუგეშინის-მცემელი იგი,რომელი მე მომავლინო თქვენდა მამისა ჩემისა მიერ,სული ჭეშმარიტებისა,რომელიმამისაგან გამოვალს,მან წამოს ჩემთვის''მოყვანილი მუხლებიდან ჩანს,რომ სულიწმიდა მოციქულებზე გარდამოვლენილ იქნება თვით მამის მიერ,მხოლოდ ქრისტეს ამაღლების შემდეგ.
კათოლიკეთა მოყვანილი მუხლით სინამდვილეში მოციქულებმა მიიღეს ძალი და ხელმწიფება სულიწმიდის ერთი ნიჭისა,სულიერი ნიჭებიდან ერთ-ერთისა-მადლი ცოდვათა შენდობისა,რადგან სულიწმიდის მადლი მრავალია და აქ მათ მიიღეს ერთი მადლი.მანამდე ქრისტემ მოციქულებს მიჰმადლა მკვდართა აღდგინებისა და სნეულთა კურნების მადლები;ისევე,როგორც ძველ აღთქმაში წინასწარმეტყველთ-წინასწარმეტყველებისა და წმიდა წერილის წერის ნიჭები.
მთელი სისავსით კი სულიწმიდა აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს გარდამოვიდა და მოციქულებს დაადგრა ცეცხლის ენების სახით.ამ დღეს მოციქულებმა''ყოველთა სასწაულთა და ძალთა და ენათა მადლი მიიღეს,რამეთუ მიუწდომელ არს მადლი სულისა წმიდისა და მრავალსახენი არიან ნიჭნი მისნი''(წმ.იოანე ოქროპირი407.წ)ძველი ეკლესია სულიწმიდაზე ასწავლიდა,რომ მხოლოდ მამისაგან გამოვალს.მე-2მს.ეკლესიის კრების წმიდა მამებმა დაადგინეს:''და სულიწმიდა,უფალი და ცხოველს-მყოფელი,რომელი მამისაგან გამოვალს.''ასევე შედის სარწმუნოების სიმბოლოში-მრწამსშიც.''ხოლო ვინც პირველთქმული კეთილმსახურების სჯულს არ შეითკბობს და არ შეუდგება,იქადაგებს და ხელს მიჰყოფს მის შებრუნებასა და უკუღმა შემოტრიალებას,შეჩვენებულ იყოს ძემოთ მოხსენებული წმიდა ღმერთშემოსილი მამებისა და ქრისტეანთა კრებულისაგან და ისინი,როგორც უცხოები,გაძევებულ და განგდებულ უნდა იქნენ,რადგან ჩვენ არც არაფრის შემატებასა და არც არფრის დაკლებას ვიღებთ ჩვენს თავზე;ნუ გადავალთ სარწმუნოების პირველ განჩინებულ საზღვარს ან რომელიმე სიტყვას''.(მე-6მს.კრების პირველი კანონი.)
''ფილიოკვე''არა მარტო იმის პრეცენდენტია,რომ კარი გაუღოთ ღმრთაებრივ სწავლების საწინააღმდეგო ცვლილების შემოტანას ქრისტიანული სარწმუნოების არსში,არამედ მას აქვს აგრეთვე საყურადღებო დოგმატური მნიშვნელობა:
ა)კათოლიკური სწავლებით,თუკი სულიწმიდა გამოდის როგორც მამისაგან,ასევე ძისაგან,მაშინ მას ჰქონია ორი მიზეზი:ღმრთაებრივი ბუნება კი არის მარტივი დასამების ერთ პირს არ შეიძლება ჰქონდეს ორი საწყისი.მათ შემთხვევაში კი გამოდის,რომ ყოფილა ორი სულიწმიდა:ერთი მამისაგან გამოსული და ერთი ძისაგან.აქედან გამომდინარე,ყოფილა არა სამება არამედ ოთხება:მამა,ძე და ორი სულიწმიდა,რაც ეწინააღმდეგება წმიდა წერილს და არის მკრეხელობა.
ბ)''თუკი ვაღიარებთ მამისაგან და ძისაგან სულიწმიდის გამომავლობას,მაშინ გამოდის,რომ მამისაგან იშვება ძე და გამოდის სულიწმიდა,ძისაგან გამოდის სულიწმიდა,ე.ი წმიდა სამებაში მამა და ძე იქნებიან აღმატებულნი მოქმედებისანი,სულიწმიდა დაკლებულ იქნება ერთპატივისაგან,რადგან მამა და ძე გამოავლენს სულსა,სულიწმიდა კი ვეღარ მოქმედებს,ეს არ არის რა,თუ არა სულიწმიდის დამდაბლება და მისი გმობა''.

გ)ისინი ვინც წმიდა წერილს ეწინააღმდეგებიან და გმობენ,რადგან წმიდა წერილი წმ.წინასწარმეტყველთა და მოციქულთა მიერ,სულიწმიდის ნიჭით დაიწერა.ამგვარად,როდესაც წმ.წერილში კათოლიკეებს შემოაქვთ სახარებისათვის უცხო სწავლება,ეწინააღმდეგებიან მას და გმობენ მის ავტორს-სულიწმიდას..სახარების მიხედვით კი:''ყოველი ცოდვაი და გმობაი მიეტეოს კაცთა,ხოლო სულისა წმიდისა გმობაი არა მიეტეოს კაცთა.''(ინ.12.31.).''ხოლო რომელმან თქვას გმობაი სულისა წმიდისათვის,არა აქუს მიტევებაი უკუნისამდე,არამედ თანა-მდებ არს საუკუნოისა სასჯელისა''(მკ.3.29)(აქ სულიწმიდის გმობით გარდაცვლილები იგულისხმებიან,რომლებიც ამ ცოდვის ოუნანიებლად გარდაიცვალნენ.)''ფილიოკვე''გახდა 1054 წელს მართლმადიდებლობისაგან დასავლეთის ეკლესიის ჩამოშორების ერთი უმთავრესი მიზეზი.ქრისტეანების მიერ''ფილიოკვეს''მიღება და და პაპის მეთაურობის აღიარება აუცილებელი პირობა იყო უნიათა შედგენისა და პრაქტიკულ საქმიანობაში(უნიები აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიათა''გაერთიანების''ხელშეკრულებებია).
კათოლიკური სწავლება ეწინააღმდეგება ღმრთაებრივ ჭეშმარიტება და წარმოადგენს ცრუ-ღმრთის მგმობ და ერეტიკულ სწავლებას;გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ადამიანის სულს.ქრისტეს სიტყვების თანახმად მისი მიმდევარი თანამდებია ჯოჯოხეთისა''საუკუნოისა სასჯელისა''(მკ.3.29)რადგანაც არის სულიწმიდის მგმობელი.


--------------------
[indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
saria-giorgi   "კათოლიციზმის შესახებ"   May 7 2008, 03:57 PM
marine   ნელ-ნელა გამოვაქვ...   May 7 2008, 04:56 PM
sergi_glaxa   მოკლედ ჩემი თხოვნა...   May 7 2008, 06:04 PM
saria-giorgi   მოკლედ ჩემი თხოვნ...   May 8 2008, 10:36 AM
sergi_glaxa   ნეტარ არიან რომელნ...   May 7 2008, 07:24 PM
სარდიონ   [color=#CC0000][size=6]ნეტარ არი...   May 8 2008, 11:33 AM
sergi_glaxa   მაგაშია საქმე, ვინ ...   May 8 2008, 03:11 PM
seminaristi   [color=#CC0000][size=6]ნეტარ არი...   May 8 2008, 04:38 PM
kato_Bato   :wub: იმსჯელეთ სიყვარ...   May 7 2008, 07:43 PM
დავით ივერიელი   და შენ რა იცი ცდომ...   May 7 2008, 10:24 PM
მარიამი   და შენ რა იცი ცდომი...   May 7 2008, 10:41 PM
თათარაშვილი   და შენ რა იცი ცდომი...   May 16 2008, 12:13 AM
saria-giorgi   თავი1 ლათინთა უმნი...   May 8 2008, 10:49 AM
saria-giorgi   ქვეთავი პირველი ...   May 8 2008, 11:32 AM
saria-giorgi   ქვეთავი მეორე დოგ...   May 8 2008, 12:39 PM
დავით ივერიელი   არა ახლა ზუსტად ფი...   May 8 2008, 04:05 PM
saria-giorgi   არა ახლა ზუსტად ფი...   May 8 2008, 05:00 PM
seminaristi   არა ახლა ზუსტად ფი...   May 8 2008, 05:06 PM
kato_Bato   კორექტულად ისაუბრ...   May 8 2008, 05:11 PM
saria-giorgi   კორექტულად ისაუბრ...   May 8 2008, 05:13 PM
დავით ივერიელი   შიიტიზმმა მოიკიდა ...   May 8 2008, 05:31 PM
seminaristi   seminaristi საქართველოს...   May 10 2008, 10:40 AM
კანონისტი   დავით ივერიელი :არ...   May 8 2008, 05:48 PM
ალექსანდრე   დავით ივერიელი აი...   May 9 2008, 10:43 PM
saria-giorgi   გაგრძელება "პაპი...   May 10 2008, 11:06 AM
დავით ივერიელი   :D თუ ევქარისტიულ კ...   May 11 2008, 11:19 PM
seminaristi   :D თუ ევქარისტიულ კ...   May 14 2008, 05:14 PM
sergi_glaxa   პაპი რა თქმა უნდა ც...   May 14 2008, 05:18 PM
saria-giorgi   პაპი რა თქმა უნდა ც...   May 14 2008, 05:22 PM
sergi_glaxa   saria-giorgi ანუ პატრიარქს...   May 14 2008, 05:24 PM
saria-giorgi   saria-giorgi ანუ პატრიარქ...   May 15 2008, 10:53 AM
კანონისტი   sergi_glaxa თავისთავად   May 14 2008, 06:43 PM
sergi_glaxa   saria-giorgi გეთანხმები ...   May 15 2008, 11:55 AM
saria-giorgi   დღეს თუ მოვიცალე გ...   May 15 2008, 12:43 PM
დავით ივერიელი   აბა რატომ გამოვიდ...   May 16 2008, 12:05 AM
მნათე   ცინიზმი? ვფიქრობ უ...   May 16 2008, 12:06 AM
მნათე   სიმართლისთვის ამ...   May 16 2008, 12:21 AM
თათარაშვილი   სიმართლისთვის ამა...   May 16 2008, 12:24 AM
მნათე   არქიმედეს წარმარ...   May 16 2008, 12:27 AM
თათარაშვილი   არქიმედეს წარმართ...   May 16 2008, 12:32 AM
მნათე   დარწმუნებული ხარ ...   May 16 2008, 12:41 AM
saria-giorgi   ქვეთავი მე-3 ...   May 16 2008, 05:23 PM
saria-giorgi   ე''სულიწმიდის'...   May 17 2008, 12:18 PM
saria-giorgi   ქვეთავი-4 სწავლება ...   May 29 2008, 10:41 AM
saria-giorgi   ქვეთავი -5 [u]წმიდათა...   May 29 2008, 11:39 AM
saria-giorgi   ქვეთავი მე-6 დოგმატ...   Jun 2 2008, 11:33 AM


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 12:26 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი