![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
saria-giorgi |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 ![]() |
"ყველანაირი მშვიდობა როდია-საღმრთო მშვიდობა!რამეთუ არსებობს მშვენიერი უთანხმოებაც და არსებობს დამღუპველი ერთსულოვნებაც.უნდა გვიყვარდეს მხოლოდ ჭეშმარიტი მშვიდობა,კეთილმიზანდასახული და ღმერთთან მიმყვანებელი,რადგან საქმე როცა აშკარა უკეთურებასთან გვაქვს,მაშინ ცეცხლსა და მახვილსაც არ უნდა ვრიდოთ,არც დროისა და ხელმწიფის მოთხოვნებს დავემორჩილოთ,მით უმეტეს-არამც და არამც არ უნდა ვეზიაროთ მზაკვრულ დვრიტას,არ უნდა მივემთხვიოთ სენშეყრილს!ყველაზე დიდი ცოდვაა ღმერთზე მეტად გვეშინოდეს რაიმესი და ამ შიშის გამო ვღალატობდეთ ჭეშმარიტი სარწმუნოების სწავლება!"წმ.გრიგოლ ღმრთისმეტყველი სიტყვა მე-6 "მშვიდობის შესახებ."
ეკუმენიზმი საერთო სახელწოდებაა ყველა ფსევდოქრისტიანული მიმდინარეობისა და დასავლეთის ყველა ფსევდოეკლესიისა ერთად.მასში არის ყველა სახის ჰუმანიზმი,რომელიც სათავეს პაპიზმიდან იღებს.ყოველივე ამას კი აქვს ერთი,სახარებისეული განსაზღვრება-მწვალებლობა.მთელი ისტორიის მანძილზე სხვადასხვა მწვალებლობას სწორედ ის ახასიათბდა,რომ უმნიშვნელოდ თვლიდა ან ამახინჯებდა იესუ ქრისტეს ცალკეულ თავისებურებებს და ეს ახალი ევროპული წვალებანიც უარყოფენ,უგულვებელყოფენ ღმერთკაცს და მის დაგილას აყენებენ კაცს ამ პუნკტში,არც არის რაიმე განსხვავება პაპიზმს,პროტესტანტიზმსა და სხვა სექტებს შორის,რომელთა სახელილეგეონია. მართლმადიდებლური დოგმატი ეკლესიის შესახებ კათოლიკებმა უარყვეს და შეცვალეს მწვალებლური დოგმატით "პაპის უცდომელობის შესახებ",ხოლო მისგან გამომდინარეობს დანარჩენებიც:"ფილიოკვე","ეპიკლეზის"(სულიწმიდის გარდამოწვევის ლოცვა ლიტურგიის ჟამს)უარყოფა,ქმნული მადლის შემოღება,აზიმა(უცომოება,უფუა ი სეფისკვერის გამოყენება),"წმ.ინკვიზიცია"...პროტესტანტიზმი არის ნამდვილი და ერთგული პირმშო პაპიზმისა. სინანულის გარეშე,ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესიის მიღების გარეშე ამ წვალებათა მიმდევრებისთვის არაბუნებრივიცაა და უაზროც ლაპარაკი რაღაც"[b]ეკლესიათა გაერთიანებაზე"[/b],სიყვარულის დიალოგზე, ამიტომ მწვალებლებს ვერ ექნებათ წმ.საიდუმლოებები,ვერ ექნებათ წმ.ევქარისტია-საიდუმლოებათა საიდუმლოება,რამეთუ იგია თავი და თავი ეკლესიაში:თვით ღმერთკაცი იესუ ქრისტე,თვით ეკლესია,როგორც სხეული ქრისტესი."ინტერკომუნიო" წმიდა თეოდორე სტუდიელი წერს:"ზიარების მიღება მწვალებლისაგან განაშორებს კაცს ღმრთისაგან და ეშმაკის ხელში აგდებს მას.""მწვალებლური პური არ არის ხორცი ქრისტესი"."რა განსხვავებაც ნათელსა და ბნელს შორისაა,იგივე განსხვავებაა მართლმადიდებლურ და მწვალებლურ ზიარებას შორის.მართლმადიდებლური ზიარება განანათლებს კაცს,მწვალებლური-ბნელში ხვევს მას.პირველი ქრისტეს შეგვაერთებს,მეორე-ეშმაკს,პირველი განაცხოველებს სულს,ხოლო მეორე-ღუპავს." წმ.ათანასე დიდი ბრძანებს:"ჩვენ გვიპოყრია და ვიმარხავთ მხოლოდ ეკლესიის სარწმუნოებას,რომელიც უფალმა გვიბოძა,მოგვცა,მოციქულებმა გვიქადაგეს,მამებმა დაიცვეს.რამეთუ ეკლესია მას ზედა დაემყარა და ვინც მას განუდგება,ის არაა ქრისტეანი და არ შეჰფერის სახელი ქრისტეანის"(წერილი სერაპიონს1.28.). -------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
![]() ![]() |
nana_007 |
![]()
პოსტი
#2
|
![]() I need a hero... ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 642 რეგისტრ.: 9-April 08 წევრი № 4,509 ![]() |
ციტატა წიგნიდან მაქვს ამოღებული,ისე მთლიანად ამ საკითხს ეხება.500-გვერდზე ნაკლები არ არის,რამდენადაც მახსოვს."სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა" მე-5 ტომი.პროფესორი ედიშერ ჭელიძეც იღებდა მონაწილეობას ,რამდენადაც მახსოვს. დიდი მადლობა გიორგი ![]() თვით "ჰუმან(ისტ)ური ეკუმენიზმი " მაგხელა არაა და იმიტომ. ახლა გასაგებია, მადლობთ ![]() -------------------- Мне, как сказку, приговор читал судья,
А за окнами вовсю апрель свистел, Говорили, что эта та статья Мне начертит номерочек на кресте... Am I pretty -then cut me in the face... Am I stronger -break my neck in disgrace... Am I smarter - kill me and eat my brain...Am I braver- kill me and eat my heart... Geadelt ist, wer Schmerzen kennt Vom Feuer das in Lust verbrennt , Ein Funkenstoss in ihren Schoss, Ein heisser Schrei : "Feuer frei"! Когда счастье моё мусорами разбито... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th September 2025 - 02:30 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი