![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
თათარაშვილი |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() გამვლელი მემბერი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 ![]() |
რამოდენიმე კითხვა გამიჩნდა.
არსებობს ევოლუცია? ან თუ არსებობს რა საჭიროა ევოლუცია? რატომ შექმნიდა ღმერთი რამეს, რასაც განვითარება და შეცვლა დასჭირდებოდა? დინოზავრების ევოლუცია? ანდა სხვა დიდი ცხოველების ევოლუცია? რა საჭირო იყო? მათი ევოლუცია? |
![]() ![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ევოლუცია თავისებური განვითარებაა და არ ღირს სახეობათა ცვლილებაზე ხშირი აპელირება, რახან სამყარო დროში შეიქმნა და შესაბამისად შესაქმეს 7 "დღეც" იმ პერიოდში მიმდინარეობდა. როცა ჯერ კიდევ არ არსებობდა ასტრონომიული დღე, ჩვენ სავსებით სამართლიანად მოვიაზრებთ "დღეში" ეპოქას... ანუ 7 ეპოქას, რომლიც დიფერენციაცია არც თუ საჭირო რამედ მესახება...
უნდა ითქვას ისიც, რომ ეპოქალური ქმნადობა მხოლოდ ღმერთის გონებაში კი არ მიმდინარეობდა, არამედ მატერიაში... მატერიალური მეტამორფოზა ანუ ევოლუციაა, სწორედ უფლის მოქმედებისა და "ათასი დღე ვითარცა ერთის" საოცრებათა გამამჟღავნებელი.... ევოლუციური მოძღვრების საწინააღმდეგოდ, ეკლესიაში (როგორც კათოლიკურში, ასევე მართლმადიდებლურში) ძირითად არგუმენტად იშველიებენ მსოფლიო კრების ერთ-ერთ კანონს, რომლის მიხედვითაც ადამიანი მოკვდავად არ შექმნილა, ხოლო ევოლუცია მის მოკვდავობას უშვებს, ეს ჩემი აზრით ცოტა გადაჭარბებულია, რადგან ადამიანი იქმნება მაშინ, როდესაც მოზელილი "თიხა" შეუერთდება და განუყოფელ თანაარსებობაში შევა სულთან - მაშასადამე შეიქმნება ადამიანი! იგივეს ამბობს იოანე დამასკელი, როდესაც გარკვევით გამოკვეთს ადამიანის რაობას "არაცა სული და არცა ხორცი, არამედ ორივეა ადამიანი" ანუ არ შეიძლება იგივე ჰომო ერექტუსს ვუწოდოთ ადამიანი, რადგან მას ჯერ კიდევ არ აქვს პიროვნების ნიშან თვისებები, ის აშკარა ცხოველია... შეიძლება მსჯელობა იმაზე, თუ რა პერიოდში შეუერთდა მომზადებულ სხეულს სული, ანუ რა პერიოდში შეიქმნა ადამიანი, მაგრამ ცხადი ერთია, ქრონოლოგიურად, როგორც ბიბლიური შესაქმე, ასევე თანამედროვე ბიოლოგიური მონაცემები გარკვევით ამბობენ: ადამიანი არის ევოლუციის ბოლო პროდუქტი. ხსენებული თეორია საკმაოდ პოპულარული და ანგარიშგასაწევია, რომელსაც მართალია გვერდით ახლავს უამრავი "თუ", "მაგრამ" "შესაძლოა" "ან იქნებ" და ა.შ მაგრამ აშკარად ყველაზე გამართულია.... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th August 2025 - 10:02 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი