სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| marine |
Mar 27 2008, 02:30 PM
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,168 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
დიდად პატივცემულო მიხეილ სერგის ძევ, პატივცემულო დეპუტატებო!
მოგმართავთ თქვენ იმის გამო, რომ ყრილობაზე თბილისის 1989 წლის 9 აპრილს ტრაგიკული ამბების განხილვისას გამოსულთა სიტყვებში რამდენჯერმე მოიხსენიეს ჩემი სახელი. იმისათვის, რომ ნათელი წარმოდგენა გქონდეთ სიტუაციაზე, მინდა გაცნობოთ: 8 აპრილს ღამით შემატყობინეს, რომ თბილისში დემონსტრანტთა დასაშლელად შემოყვანილია ჯარები და შექმნილი ვითარება უაღრესად საშიშია. ღამის 3 საათზე მივაშურე მთავრობის სახლს და გამზირზე მყოფნი გავაფრთხილე, რომ საფრთხე რეალურია; ვთხოვე, იქვე წმიდა გიორგის ტაძარში შესულიყვნენ სალოცავად. დემონსტრაცია მშვიდობიანი იყო, დემონსტრანტები არავის არავითარ საფრთხეს არ უქმნიდნენ და ვერცერთი მათგანი ვერ წარმოიდგენდა, რომ მათ წინააღმდეგ შეიძლებოდა ხელკეტები, ხელბარები და მომწამვლელი ქიმიური გაზები გამოეყენებიათ. დემონსტრანტები მუხლმოდრეკილი მისმენდნენ. ჩემი სიტყვის შემდეგ ხანგრძლივი დუმილი ჩამოვარდა. შემდეგ ერთ-ერთმა დემონსტრანტმა თავაზიანად მიპასუხა, რომ ფიცი აქვთ დადებული, ფეხი არ მოიცვალონ აქედან 14 აპრილამდე. მე, თუმცა არ ვიცოდი, რა მოხდებოდა, შემზარავი წინათგრძნობა დამეუფლა და ამიტომ გადავწყვიტე მათთან ერთად დავრჩენილიყავი და მათი ხვედრი გამეზიარებინა. ცენტრალურ პრესაში არაერთხელ დაიწერა, თითქოს დემონსტრანტებს ჩემთვის შეურაცხყოფა მოეყენებინოთ და ჯარებმა ჩემი დაცვის მიზნით, გამომიყვანეს. ეს სწორი არ არის. პირიქით, როცა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ტანკები დაიძრნენ, ჩემს წინ ახალგაზრდებმა კედელი აღმართეს, რათა ხიფათი არა შემმთხვეოდა რა. მათვე შეუერთდა ადგილობრივი მილიცია. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომელზეც ყრილობაზე ილაპარაკა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალმა, გენერალ - პოლკოვნიკმა როდიონოვმა, თითქოს დემონსტრანტებს ჩემთვის ხელიდან გამოეგლიჯოთ მიკროფონი და მე სიტყვა ვერ დამემთავრებინოს, მართალი არ არის. ასეთი ფაქტი არ მომხდარა. ეს ვიდეოფირიდანაც ჩანს. მინდა ვთქვა, რომ, საერთოდ, გენერალ როდიონოვის გამოსვლამ თავისი ტენდენციურობითა და ფაქტების ცრუ გაშუქებით შეურაცხყო ქართველი ერი და ეს ხელს ვერ შეუწყობს ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობის განმტკიცებას. მწამს, სიმართლე გაიმარჯვებს. მხოლოდ ეს იქნება იმის თავდები, რომ ისეთი შემზარავი ფაქტი, როგორიც თბილისში მოხდა, არასოდეს და არსად აღარ განმეორდება. გწყალობდეთ ყველას ღმერთი მშვიდობისა, სიყვარულისა და სიმართლისა. დიდი პატივისცემით ილია II სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი * * * გული სისხლის ტბა, თვალები უმზეო, გონება დაბინდული, რაო, საქართველოვ, შემოგევლე, რატომ ხარ გარინდული. რა გვაქვს სატირალი, არ გადაშენებულა შენი მოდგმა, მთები ჩამოშალა აჭარაში შენი შვილებისათვის ჩვენმა მოთქმამ. ნაწილი უფალთან გაფრინდა ზეცაში შენს გადასარჩენად, თავისუფლებისათვის ისევე დავდგეთ მტრის წინ ასაჩეხად. /ხეებზე გაკრული ლექსებიდან/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| მნათე |
Apr 8 2008, 07:09 PM
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ტკივილი მართლაც დიდია... ისინი ჩემს თავისუფლებას შეეწირნენ
-------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
| orthodox-georgia |
May 17 2008, 06:54 PM
პოსტი
#3
|
![]() ---- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 |
ტკივილი მართლაც დიდია... ისინი ჩემს თავისუფლებას შეეწირნენ ისინი ახალი საქართველოს გმირები არიან -------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
marine 9 აპრილის ტრაგედია Mar 27 2008, 02:30 PM
Amuza ჩემი თანასოფლელიც ... Mar 27 2008, 02:46 PM
marine
ჩემი თანასოფლელიც... Mar 27 2008, 02:47 PM
Rozoma marine
ეს წერილი ვის სა... Mar 27 2008, 02:52 PM
KAIROS
ვისია ეს დალოცვილ... Mar 27 2008, 02:53 PM
marine
მაგ დროს სულ პატარ... Mar 27 2008, 03:02 PM
marine იარონ სინათლეში
... Mar 27 2008, 05:01 PM
tamara უცნაური რაღაცეები ... Mar 27 2008, 06:58 PM
marine ... ახლა საჭიროა უფრ... Apr 8 2008, 05:06 PM
yipiani gio აცხოვნოს ღმერთმა მ... Apr 8 2008, 09:21 PM
ქავთარაძე 9 აპრილი დიდი ტკივი... Apr 8 2008, 09:26 PM
Amuza გახსენება
ვუძ... Apr 8 2008, 09:35 PM
q-e-T-i ღმერთმა აცხონოს თა... Apr 8 2008, 09:37 PM
TikoE 9 აპრილი იყო და ყოვე... Apr 8 2008, 09:56 PM
makiki დღეს ამინდიც როგორ... Apr 9 2008, 09:29 PM
არაგველი დღე იყო უღმერთოდ მ... Apr 23 2008, 09:37 AM
tiko282
დავიჯერო არავის გ... Apr 23 2008, 09:24 PM
milana
არ დაიჯერო :)
გაგვი... Apr 22 2009, 01:13 AM
xornabujeli
დიდად პატივცემულო... Apr 24 2008, 12:47 AM
abo tamara
დარიშხანი მძიმ... Apr 24 2008, 01:21 AM
tamara
tamara
დარიშხანი მძიმ... Jun 2 2008, 05:40 PM
tiko282 არაგველი
მოვძებნე ... Apr 30 2008, 01:49 PM
Misha_kartveli 9 აპრილი საქართველ... Jun 2 2008, 08:57 AM
veriko7 ეს დღე ყველა ჩვენგ... Jun 2 2008, 05:59 PM
Lego ერთ-ერთი დაღუპულთა... Jun 2 2008, 06:06 PM
მატასი ცათა სასუფეველი და... Apr 9 2009, 11:04 PM
likka იმდროს ორივე, მამა... Apr 9 2009, 11:11 PM
sable ისე ეს დღე ტრაგედი... Apr 10 2009, 03:08 AM
ქავთარაძე
ამ კაცის სახელის გ... Apr 10 2009, 12:37 PM
ana.anu უდაოა ის,რომ 9აპრილ... Apr 10 2009, 07:58 PM
ა ნ უ კ ა პატარა ვიყავი სამწ... Apr 10 2009, 09:27 PM
Belief 3 წლის ვიყავი ბევრი... Apr 18 2009, 05:59 PM
tamara http://s53.radikal.ru/i141/0903/ce/42169cec0637.jp... Apr 18 2009, 06:59 PM
Belief tamara
ვერ ვხვდები რუს... Apr 18 2009, 07:38 PM
tamara Belief
ამ ადგილას დაიღ... Apr 18 2009, 09:04 PM
Belief tamara
კი ბევრ ადგილას ... Apr 21 2009, 04:03 PM
tamuna_18 ყველაზე მეტად ვიდე... Apr 21 2009, 11:55 PM
უჩა tamuna_18
ხო მართალი ხარ.
... Apr 21 2009, 11:58 PM
tamuna_18 ესე მგონია რამდენჯ... Apr 22 2009, 12:00 AM
უჩა tamuna_18
იმედია აღარასდ... Apr 22 2009, 12:06 AM
ბადრი 22 წელი შესრულდა საბ... Apr 9 2011, 05:12 AM
zura.bi http://s014.radikal.ru/i329/1104/c3/3ec091b393a1.j... Apr 9 2011, 09:21 AM
orthodox-georgia
+1 Apr 9 2011, 06:26 PM
marine გმირების სიმღერა
... Apr 8 2015, 11:04 PM
marine რუსთაველს და იმ 9 აპ... Apr 9 2015, 12:15 PM
marine ფიქრები 9 აპრილის წ... Apr 8 2016, 11:22 PM
marine "მე შევესწარი ცხრ... Apr 1 2017, 10:41 AM
marine "ერთი ამბავი გამა... Jul 11 2018, 04:17 PM
marine "მე ვგრძნობდი, რო... May 24 2019, 06:29 PM
marine "ყველაზე მძიმე მდ... Jun 2 2019, 03:05 PM
marine "9 აპრილი - რაოდენ ... Aug 7 2019, 09:45 PM
marine "მრავალტანულ საქ... Aug 17 2019, 03:27 PM
marine "გოდება გვმართებ... Aug 17 2019, 08:46 PM
marine "იმ ღამეს საქართვ... Dec 5 2022, 08:35 PM
marine "1989 წლის დიდი მარხ... May 10 2025, 05:52 PM
marine "საერთოდ, ცხოვრებ... Jul 14 2025, 08:50 PM
marine "საერთოდ, ცხოვრებ... Jul 14 2025, 08:50 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th December 2025 - 06:04 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი