მუზეუმი ღია ცის ქვეშ, 3 ფორუმელი ეთნოგრაფიულ მუზეუმში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მუზეუმი ღია ცის ქვეშ, 3 ფორუმელი ეთნოგრაფიულ მუზეუმში |
ეკატო |
May 18 2008, 04:22 PM
პოსტი
#1
|
ეკატერინე ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 |
ალბათ ყველამ იცის რომ თბილისშI არსებობს ისეთი მშვენიერი ადგილი, როგორიცაა მუზეუმი ღია ცის ქვეშ
თუ ვინმემ არ იცით ამის შესახებ, ვეცდები პატარა ფოტოექსკურსია ჩაგიტაროთ რამოდენიმე დღის წინ მე, უჩა, გური და კიდევ ერთი ჩემი მეგობარი (ფორუმელი არ არის) ვესტუმრეთ მუზეუმს და უამრავი ფოტოები გადავიღეთ. გადავწყვიტე ამ ფოტოებისთვის ცალკე თემა გამეხსნა, თან ცოდაც მომეყოლა კარმიდამო სამეგრელოდან, აბაშIს რაიონი, სოფელი ორტოფო, ე.წ. საჯალაბო სახლი. XVIII-XIX საუკუნეების მიჯნა. უჩა ამ სახლის ეზოში (ჩანთა არ შეიმჩნიოთ ) ესეც ჩვენ გური პაპარაცობს მიწურიატაკიანი ოთახის ცენტრში განთავსებულია შუაცეცხლი კერით კედლების გასწვრივ მოწყობილი იყო გრძივი ტახტები, რომელზედაც ოჯახის წევრები იძინებდნენ ოდა სახლი, ლანჩხუთის რაიონი, სოფელი აცანა. XIX საუკუნის მეორე ნახევარი ოდა სახლი შედარებით ახალი წარმოშობისაა და ფართო გავრცელებას პოულოლობს XIX საუკუნის მეორე ნახევარში, მისი ძირითადი ტიპოლოგიური ნიშნებია: დანაწევრებული საცხოვრებელი ფართობი, შემდგარი სამ ან მეტი, უმეტესად კვადრატული ფორმის ორ რიგად განლაგებული ოთახებისაგან. აქვთ ფართო აივანი ფასადის მხარეს. სახლი დგას ბოძებზე ან ქვითკირის კედლებიან ცოკოლის სართულზე სახლი თბება ბუხრებით, რომლებიც ხშირად მცენარეული ორნამენტებით ფორმდება. აქვთ ასაკეცი ტიხრები, რომლებიც საშუალებას იძლევა საჭიროების შემთხვევაში გაერთიანდეს ორი ან სამი ოთახი სამეურნეო ნაგებობები ოდა სახლის ეზოში ოდა სახლი აბაშის რაიონში, სოფელი მარანი, XIX საუკუნის მეორე ნახევარი. სახლის მფლობელი ყოფილა მღვდელი მელაძე სახლი სამ ოთახიანია, საკუჭნაოთი და მცირე ზომის დერეფნით, სასტუმრო ოთახის ჭერი ხის ჩუქურთმით არის შემკული ესეც ამ სახლის ინტერიერი Eesec am saxlis interieri უჩას ეს ნაბადი ძალიან მოეწონა საძინებელი ამავე სახლის ავეჯი ამ ნივთს საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს თურმე ძველად აქ ინახავდნენ მნიშვნელოვან საბუთებს (ოღOნდ დამავიწყდა ამას რა ქვია ) უჩა ამავე სახლის აივანზე ეს ფოტო ძალიან მომწონს, გურიმ გადაიღო ამ სახლის აივნიდან ხედი სახლის უკანა ეზოზე -------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 01:23 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი