IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სასულიერო პირის, საერო ჩაცმულობა
თათარაშვილი
პოსტი May 18 2008, 11:14 PM
პოსტი #1


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



არ ვიცი (სიმართლე გითხრათ არც მიძებნია, ზარმაცი ვარ IPB-ს სურათი ) მსგავსი თემა თუ არსებობს ფორუმზე. თუ არის შთააერთეთ მოდერებმა. IPB-ს სურათი

ძალიან საინტერესოა.
რას ნიშნავს სასულიერო პირისათვის(მღვდლისათვის) ანაფორა და რამდენად დიდი როლი აკისრია მას?

რა დატვირთვა გააჩნია მას და არსებობს თუ არა რაიმე დადგენილი კანონი მის ტარება/არ არებასთან დაკავშირებით (სასულიერო პირისათვის)?

ისტორიულ/ტრადიციული დატვირთვა აქვს მას თუ რაიმე დოგმატური თუ კანონიკური?

და რამდენად მისაღებია როცა სასულიერო პირს სახლში თუ ქუჩაში საერო ტანსაცმელი (შარვალი) აცვია?

ვისაუბროთ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
შოთაძე
პოსტი May 18 2008, 11:23 PM
პოსტი #2


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



სასულიერო იერარქია ერული გახდა

მამა პაისი მთაწმინდელი


- წმიდაო მამაო, აუცილებელია, რომ ეკლესიის მსახური ზაფხულში, სიცხეშიც კი მანტიით იყოს მოსილი? მე ზაფხულობით მანტია რომ მაცვია, ერთიანად ოფლში ვიღვრები ხოლმე.

- აბა, როგორ? აი, რა მონაზვნობაა დღევანდელი მონაზვნობა!.. რას იტყვი!.. ღირსი ათანასე ათონელი მოღვაწეობისას სქელ ტანსაცმელსა და მძიმეზე მძიმე ჯვარს ატარებდა, ჩვენ კი... სადამდე დავეცით ჩვენ! ავსტრალიაში ყოფნისას ერთ ტაძარში მნათე ვნახე - შორტებში. „- ასე პლაჟზე დადიან და ზღვაში ბანაობენ“. - ვუთხარი მე. მან კი მიპასუხა: „- ასე უფრო მოსახერხებელია ჩემთვის“. აქედან იწყებენ, ნელ-ნელა ღრმად შედიან და ბოლოს იქამდეც მიდიან, რომ ამბობენ: „- მოდი, შესამოსლები გადავყაროთ, რომ მზეზე არ დაგვცხეს“. მანტია გიშლის? გადააგდე. გიშლის კუნკული, ბარტყული ოფლად იღვრები? ისინიც გადაყარე, რა მოხდა! დიახ, დიახ, ჩვენ აქეთკენ მივექანებით. ჩემო ძმაო, თუ ცხელა, ყველა ბერმა საკუთარ თავზე უნდა იფიქროს. შესამოსელის ქვეშ ნაკლები ტანსაცმელი ჩაიცვან.

- წმიდაო მამაო, შეიძლება ბერისათვის, რომ შესამოსელი გაიხადოს და მხოლოდ მანტიით იყოს შემოსილი?

- მღვდლებმა კი კაბები გაიხადონ და შარვლებით იყვნენ, არა? რა გიპასუხო ამაზე? მანტია ეს მონაზვნის შესამოსელია. მასში იმოსება ბერი, რომელმაც მცირე ან დიდი სქემა მიიღო. აღკვეცის დროს მანტიით ბერს მისი მიმრქმელი მოსავს. როდესაც ახლადაღკვეცილს შესამოსელს შემოსავს, მიმრქმელი თვით იხდის მანტიას და მოსავს მას. ალექსანდრიაში რომ ვიყავი, განმაცვიფრა იმან, რომ ზოგიერთი ადგილობრივი ქალი თავიდან ფეხებამდე შავად იყო ჩაცმული. ასეთია მათი ტრადიცია. და ეს იქაური სიცხის პირობებში! ჩვენ კი ისიც კი არ გვინდა, რომ გავუძლოთ შესამოსელებს, რომლითაც ჩვენმა მამებმა შეგვმოსეს.

- წმიდაო მამაო, ზოგიერთი გაურკვევლობაშია, განა შესამოსელი ღვთისმსახურად აქცევს კაცს?

- აბა, შეხედე ორ ზეთისხილის ხეს. ერთს ფოთლები აქვს, მეორეს - არა. ამ ორიდან რომელი მეტად მოგეწონება? ფოთლებიანი თუ - უფოთლებო? როდესაც პატიოსანი ჯვრის სენაკში ვცხოვრობდი, ერთხელ ჩემს ეზოში ქერქი შემოვაცალე ზეთისხილის ხეს და მივაწერე: „ხეებმა ტანსაცმელი შემოიძარცვეს. ვნახოთ, როგორ ნაყოფს მოიწევენ“. ხოლო იქვე: „- მღვდელი უსამოსელოდ - ჩაითვლება უზნეოდ“. იმ დროისათვის ცხარედ განისჯებოდა საკითხი, რომ ღვთისმსახურებს განმოსილებს ევლოთ და ამაზე კურთხევის მისაღებად ჩემთანაც ბევრი მოდიოდა!

- წმიდაო მამაო, ერთმა კაცმა ჩვენთან მოიყვანა განმოსილი მღვდელი, უნდა აგვეღო თუ არა კურთხევა მისგან?

- რა კურთხევა! ვინც არ უნდა ყოფილიყო იგი, ვინც ეს მღვდელი მოიყვანა, უნდა გეთქვათ: „უკაცრავად, ჩვენ წესად გვაქვს, რომ სასულიერო პირებს შესამოსელი მივცეთ, განა შეიძლება, რომ დედათა მონასტერში მღვდელი შარვლით მოდის? ეს უწესობაა“. თუ არც იმას რცხვენია, ვინც ის მოიყვანა და არც თვითონ მღვდელს, მაშინ რაა სასირცხვილო იმაში, რომ მას ანაფორა მისცეთ? ერთხელ აეროპორტში შევხვდი ახალგაზრდა არქიმანდრიტს - ერულ ტანსაცმელში, რომელიც საზღვარგარეთ მიფრინავდა. „- მე მამა ესა და ესა ვარ“. - გამეცნო იგი. „- ანაფორა სადღა გაქვს?“ - ვეკითხები და, რა თქმა უნდა, კურთხევაც არ ამიღია მისგან.

- ზოგიერთი კი, წმიდაო მამაო, ირწმუნება, რომ თუ უფრო თანამედროვე გახდება სასულიერო წოდება, ის მეტ სარგებლობას მოიტანს.

- როდესაც პატრიარქმა დიმიტრიმ ამერიკაში ყოფნისას პატიოსანი ჯვრის საღვთისმეტყველო სკოლა მოინახულა, მასთან ამერიკელი ღვთისმოსავი სტუდენტები მივიდნენ და უთხრეს: „თქვენო უწმიდესობავ, ჩვენს დროში სასულიერო წოდება უფრო თანამედროვე უნდა გახდეს“. პატრიარქმა კი უპასუხა: „- წმ. კოსმა ეთოლიელი ამბობს, რომ, როდესაც სასულიერო პირები საეროდ გადაიქცევიან, ერისკაცები გადაიქცევიან ეშმაკებად“. ხომ კარგად უპასუხა?! მას დიდებული ოთახი მოუმზადეს, ძვირფასი საწოლი, მდიდრული მორთულობა. ეს ყველაფერი რომ დაინახა, თქვა: „სად მომათავსეთ? ჯობია, რაიმე უბრალო საწოლი დამიდგათ, როცა სასულიერო პირი ერული გახდება, იგი ეშმაკობის კანდიდატად გადაიქცევა“.

- წმიდაო მამაო, შეიძლება, რომ ჩვენ უფრო უბრალო და მარტივი სამღვდელო კაბები ვკეროთ? ასე მოქარგული სამოსელი მოუხერხებელია!

- კარგს იზამთ, თუ შემკვეთებს ეტყვით: „- ჩვენ ასეთ უბრალო შესამოსლებს ვკერავთ, შეგვიძლია ისიც, რომ მრავალნაქარგიანი სამოსელი შევკეროთ, მაგრამ არ ვკერავთ, რადგანაც გვეშინია, ამით ადამიანები არ ვაცდუნოთ“. თანაც ამას ურწმუნოებიც იყენებენ. ჩვენამდე მოდის ხმები, რომ ხალხში ლაპარაკობენ: „- ჩვენ პურის ფული არა გვაქვს და მღვდლებს ნაირ-ნაირი შესამოსლები აცვიათ“. თუ უბრალონაქარგიან შესამოსლებს შეკერავთ, თქვენგან მას სერიოზული მამები იყიდიან. ხოლო ის მღვდლები, ვინც ერულად აზროვნებენ, თქვენგან რომ მრავალნაქარგიანი სამოსელი იყიდონ, თვითონაც მასხარებს დაემსგავსებიან და თქვენს კომპრომიტირებასაც შეძლებენ. ხოლო, აი, წმ. ტრაპეზის შესამოსელი და წმ. ჭურჭელის დაფარნები შეგიძლიათ, მდიდრული ნაქარგებით შეამკოთ. ეცადეთ, ჯვრებს და წმიდათა გამოსახულებებს სტიქარის, ფილონის და კაბების ქვედა ნაწილში ნუ ამოქარგავთ. ასეთ ადგილებში უბრალო, არასიწმიდეების ამსახველი ორნამენტები გამოიყენეთ. თორემ ღვთისმსახური შეიძლება, პირდაპირ ჯვარზე ან წმიდანის გამოსახულებაზე დაჯდეს და ეს კარგი არ იქნება.



--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
თათარაშვილი   სასულიერო პირის   May 18 2008, 11:14 PM
მნათე   უნდა არსებობდეს... ...   May 18 2008, 11:20 PM
შოთაძე   [center]სასულიერო იერა...   May 18 2008, 11:23 PM
თათარაშვილი   [center]სასულიერო იერა...   May 19 2008, 01:08 AM
შოთაძე   საინტერესო იყო :) მ...   May 19 2008, 01:17 AM
nana_007   შეიძლება, მაგრამ მ...   May 19 2008, 01:35 AM
KAIROS   პაისი მთაწმიდელი წ...   May 19 2008, 03:30 AM
კანუდოსელი   პაისი მთაწმიდელი ...   May 20 2008, 01:16 PM
lch   ჩემთვის მიუღებელი...   May 20 2008, 01:39 PM
sergi_glaxa   ჩემთვის მიუღებელი...   May 21 2008, 11:38 AM
თათარაშვილი   lch თემა არ გამიხსნი...   May 20 2008, 01:48 PM
კანონისტი   საინტერესო კანონე...   May 20 2008, 02:12 PM
მნათე   გელოდები, საეკლეს...   May 20 2008, 02:18 PM
lch   მნათე ვერ გავიგე, რ...   May 20 2008, 02:29 PM
კანონისტი   მნათე lch დეტალები PM-...   May 20 2008, 02:33 PM
KAIROS   რა იცი რა ხდება :D ი...   May 21 2008, 02:37 AM
კანუდოსელი   რა იცი რა ხდება მე ...   May 21 2008, 10:48 AM
KAIROS   Il profeto! dici anche a noi :D   May 21 2008, 11:14 AM
მხევალი ნინო   კანუდოსელი KAIROS აოფ...   May 21 2008, 11:17 AM
კანუდოსელი   კანუდოსელი KAIROS აოფ...   May 21 2008, 11:22 AM
თათარაშვილი   არ არის სახუმარო ს...   May 21 2008, 03:31 PM
lch   KAIROS ხო, შეიძლება ასე...   May 21 2008, 07:37 PM
სარდიონ   ადრე , კომუნისტები...   May 21 2008, 07:52 PM
neo   სარდიონ გეთანხმებ...   May 21 2008, 08:00 PM
სარდიონ   neoშენ მკაცრად უდგებ...   May 21 2008, 08:05 PM
მხევალი ნინო   სარდიონ რას გადაე...   May 21 2008, 08:35 PM
სარდიონ   სარდიონ რას გადაე...   May 21 2008, 08:43 PM
sergi_glaxa   მხევალი ნინო [size=2]ან...   May 22 2008, 11:15 AM
KAIROS   სიგარეტი არ მოწიო...   May 21 2008, 09:52 PM
nana_007   ახალგაზრდებო და კა...   May 21 2008, 09:56 PM
nana_007   პ.ს. ხო დამავიწყდა, ...   May 21 2008, 10:09 PM
veriko7   პ.ს. ხო დამავიწყდა, ...   May 23 2008, 10:43 AM
lch   მხევალი ნინო არა რ...   May 21 2008, 10:13 PM
კანუდოსელი   ამიტომ აჯობებს, თუ ...   May 22 2008, 11:51 AM
lch   sergi_glaxa ასეთი ლოგიკით...   May 22 2008, 01:25 PM
სარდიონ   ვისაც სიგარეტის ცო...   May 22 2008, 02:30 PM
მხევალი ნინო   ვისაც სიგარეტის ც...   May 22 2008, 02:33 PM
KAIROS   კაცო, ეგ ცოდვილიან...   May 22 2008, 02:33 PM
სარდიონ   KAIROS კარგია თუ არ იცი,...   May 22 2008, 02:36 PM
KAIROS   ასე ვერ განსაზღვრ...   May 22 2008, 03:03 PM
სარდიონ   ამიტომ ასეთ განსა...   May 22 2008, 03:59 PM
მნათე   კანონმა და კანონამ...   May 22 2008, 04:04 PM
nana_007   სიგარეტის თემა და...   May 22 2008, 04:44 PM
lch   [b]მხევალი ნინო [size=2]...   May 22 2008, 06:11 PM
შოთაძე   lch ადამიანი ნიკოტინ...   May 22 2008, 06:23 PM
sergi_glaxa   რა არის მანდ სასაც...   May 22 2008, 06:35 PM
nana_007   შოთაძე :მპუა: რა ეშ...   May 22 2008, 06:43 PM
lch   შოთაძე და რატომ გა...   May 22 2008, 09:11 PM
neo   ნანა, გეთანხმებით ...   May 22 2008, 09:15 PM
sergi_glaxa   ნანა, გეთანხმებით ...   May 23 2008, 09:43 AM
მნათე   უკაცრამად პასუხია ...   May 22 2008, 09:15 PM
lch   :lol: P.S. "ზოგჯერ...   May 22 2008, 09:33 PM
nana_007   ნანა, გეთანხმებით ...   May 22 2008, 09:46 PM
მამა ირაკლი   ისე გაოცებილი დავრ...   May 22 2008, 11:24 PM
მხევალი ნინო   ვინმე მადლიანმა გა...   May 23 2008, 10:24 AM
sergi_glaxa   ვინმე მადლიანმა გ...   May 23 2008, 10:52 AM
KAIROS   გაწმინდეთ თემა... კ...   May 23 2008, 10:55 AM
sergi_glaxa   გაწმინდეთ თემა... კ...   May 23 2008, 11:11 AM
კანონისტი   საშინლად ბევრი ოფტ...   May 23 2008, 12:40 PM


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th September 2024 - 12:08 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience