![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ნათია |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
"ადამიანები, ვინც გამოეხმაურებიან ნატვრის ავტორებს და ნატვრის ახდენაში დაეხმარებიან მათ, მოხსენიებული იქნებიან პატრიარქის მიერ აღვლენილ სადღესასწაულო წირვების დროს."
აი ჩვენი ქველმოქმედების შედეგიც "კვირის პალიტრა"-ში, ასევე დაიბეჭდა "ყველა სიახლე"-ში პარასკევის გამოცემაში, სამწუხაროდ დამავიწყდა, მალე დავდებ "კვირის პალიტრა" ![]() ჩვენს ფორუმსაც მოიხსენებს ლოცვებში ჩვენი უწმიდესი დიდი მადლობა ყველა ფორუმელს შეგიწიროთ უფალმა P.S ყველაზე მეტად მიხარია ამ ადამიანებს რომ დავეხმარეთ, მერე კი ჩვენი ფორუმის სახელი რომ დაფიქსირდა ![]() -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
![]() ![]() |
ნათია |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
2008 წლის მარტში გამოვიდა ახალი გაზეთის "სტუდენტური NEWS"-ის I ნომერი, სადაც ჩვენი ფორუმელი ნაზის მიერ გამოქვეყნებულია ფორუმის შესახებ სტატია...
შენიშვნა: - შეცდომებია ტექსტის აკრეფისას გაპარული და არ შეიჩნიოთ ![]() " ვინ არიან მართლმადიდებლური ფორუმის წევრები? ფორუმის წევრებში ათეისტებს და მუსლიმანებსაც მოიძიებთ ინტერნეტი ახალგაზრდობისთვის გართობის ერთ-ერთი აქტუალური და მოდური საშუალებაა. ნუ დაგეზარებათ, მოიძიეთ მართლმადიდებლური ფორუმი მისამართზე www.church.ge და მერწმუნეთ, გაგიჭირდებათ თავი დააღწიოთ მართლმორწმუნე ქრისტიანების არც თუ პატარა ოჯახს, რომელშიც უკვე 3500-ზე მეტი წევრია დარეგისტრირებული. წმინდა წერილი, საეკლესიო სამართალი, საუბრები რელიგიური საკითხების გარშემო, ჩვენი პატრიარქი, სიწმინდეები, ეკლესია-მონასტრები, საეკლესიო გალობა, საქართველოს ისტორია, მეცნიერება და განათლება, უცხოეთშიუ მყოფი ჩვენი თანამემამულეები, დაუსვით კითხვა მოძღვარს- ეს იმ თემების ნაწილი გახლავთ, რომლებიც ფორუმზეა განთავსებული, თუმცა church.ge-ს საქმიანობა, ვირტუალურმა სამყარომ ვერ დაიტია და ახლა ქველმოქმედებასაც ეწევა. ფორუმის დაარსებიდან ერთი წლის შემდეგ, 2007 წლის 18 ივლისს, მართლმადიდებლურ ფოურმ church.ge-ს საქველმოქმედო ფონდი შეიქმნა უწმიდესის ლოცვა კურთხევით, ორმაგი ენთუზიაზმით შეუდგნენ მოღვაწეობას ახალგაზრდა მართლმადიდებლები და არამარტო ისინი (ფორუმის წევრებში, ათეისტებს და მუსლიმნებსაც მოიძიებთ). ნათია ბოლქვაძე - საქველმოქმედო ფონდის ერთ-ერთი დამაარსებელი: -"ერთ დღეს, როდესაც ეს ფორუმი აღმოვაჩინე, სადაც ერთმანეთის მიმართ დიდი სიყვარული და პატივისცემა იგრძნობა, მივხვდი რომ ვიპოვე ის, რასაც დიდი ხანია ვეძებდი. იდეა ქველმოქმედებაზე უკვე არსებობდა. მე და ჩემმა ახლად შეძენილმა მეგობრებმა გიორგი ხითარიშვილმა და მარინე გელაშვილმა, იდეას ფრთები შევასხით, რა თქმა უნდა, ფორუმელების თანადგომით და დახმარებით. ფონდში არსებობს ფინანსების მართვის ჯგუფი, რომელიც განკარგავს ფონდის ბიუჯეტს. გვყავს ასევე სპონსორები, სამშენებლო კომპანია "არსი ავლაბარი" და ფარმაცევტული კომპანია GPC, რისთვისაც მათ კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას. არ დამავიწყდება ის დღე, როდესაც ფონდიდან პირველად თანხა მარტყოფის ბავშთა სახლს გამოვუყავით, ახალი წელი მათთან ერთად გავატარეთ. შობას ნუცუბიძეზე, ჩვილ ბავშთა სახლს ვეწვიეთ. გაზეთების "კვირის პალიტრის" და "ყველა სიახლის" ნატვრის ბარათებს church.ge-ს მისამართზე ვანთავსებთ. ვეძებთ სპონსორებს და შეძლებისდაგვარად ვეხმარებით ადამიანებს, ვისაც ჩვენი სჯერა. სხვათა შორის, უცხოეთში მცხოვრები ქართველები, ხშირად გვეხმაურებიან და ჩვენთან ერთად ცდილობენ გაჭირვებული ხალხის ოცნება რეალობად აქციონ." churhc.g-ს წევრები ხშირად მოგზაურობენ და მართლმადიდებლურ დღესასწაულებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ხვდებიან. გასული წლის სექტემბერში ტაო-კლარჯეთი მოილოცეს. მათ გეგმებში კიდევ ბევრი ქრისტიანული ადგილის მონახულება შედის. ![]() -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th July 2025 - 04:06 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი