მხატვრული ენის გენიალურობა, ლამაზი შედარებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მხატვრული ენის გენიალურობა, ლამაზი შედარებები |
KAIROS |
Feb 23 2008, 05:23 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
არა ვარ ფილოლოგი, არცა მაქვს პრეტენზია, მაგრამ ჩემს მოკრძალებულ ფიქრს და გრძნობას გაგიზიარებთ, მიყვარს რა ლიტერატურა ძალიან, მხიბლავს პროზა-პოეზიაში გადმოცემული ცოცხლად და ძლიერად, ნაზად და გულში ჩამწვდომად, ბრძნულად და დამაფიქრებლად თქმული აზრი თუ გრძნობა, მიტაცებს და თან მივყვები ულამაზესად აწყობილ რითმების ტალღოვანებას და სიტყვათა ნარნარის ჰარმონიულობას, მაგრამ საოცრად ვეტრფვი მხატვრული შედარებების სიღრმეს!
იქნებ აქ ლამაზი პარალელებზე, ლამაზ და კარგად დაჭერილ შედარებებზე ვისაუბროთ, ნელნელა შევამატებ როგორც მოვახერხებ და თქვენც ასევე, რადგან ეს ლიტერატურის ერთერთი ყველაზე ბასრი იარაღია, რომელიც ხშირად მიზანს წვდება. იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
iisperiTOVLI |
May 15 2008, 09:38 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,989 რეგისტრ.: 25-April 08 წევრი № 4,650 |
აღარ მაძინებდა მზერა ალმაცერი,
ხალიანი ტუჩი...მკლავი ანაცერი.. მზის და ცხელი ქვიშის ვნებით ატკეცილი ტალღებს მოაპობდა ტანი კალმახური. თვალებს ჩავკიდებდი წყალში ანკესივით და შინ ვბრუნდებოდი, როგორც გალახული.. ზღვა ღელავდა, თრთოდა, ტალღებს შლიდა მწვანედ, გახველ ნაპირზე და ღელვაც გაიტანე. განა ბევრი მინდა...ჰოი, დავიქანცე, ბევრი თეთრი ღამე ზღვასთან გადავფურცლე, მოვიდოდი მხოლოდ და შენს აცრილ მკლავზე თითებს დავაწყობდი, როგორც სალამურზე.... შოთა ნიშნიანიძე -------------------- ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე.. და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება. ******************************************************************************** * ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა.. |
T I K O |
May 19 2008, 04:48 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
გადასარევია.... ძალიან ორიგინალურია და ძალიან პოეტური..
ოთარ ჭელიძე "ცა როცა მემღვრევა შავ ზღვასავით და როცა მეწყება განსაცდელი, როდესაც შენს გარდა აღარსაით, არასგზით აღარ მაქვს გასაქცევი, ტკივილი ცოტახნით დამიამე, შენს ჭერად მიიღე ჩემი ჭერი, ძარღვებში სისხლივით დამიარე, თვალებში შუქივით შეიჭერი..... ...სხეულზე ცეცხლივით მომდებია სიცოცხლის უშენო დასასრული. და იწვის ბუხარში წუხანდელი წერილი, კუნძივით მობრიალე, სტრიქონებს ედება ჟრუანტელი: მარტო ვარ, მომხედე, მომიარე! ლურჯ კვამლად იერთებს საკვამური ლიცლიცა ღამეებს, საღამოებს და როგორც ვეება სალამური ოთახში აკვესებს საგალობლებს. ქარს მიაქვს ნაშთივით მწარე ბოლი და შენსკენ გადმოაქვს დაქსაქსული, ვით გულისჯიბიდან ვალიდოლი, აბებად გულისკენ გადასული...... ტკივილი ცოტახნით დამიყუჩე, შენს ჭერად მიიღე ჩემი ჭერი, ხომ ხედავ, კუნძივით გავირუჯე, ჰაერში კვამლივით შევიჭერი." და ოთარ ჭილაძე "ეცემა თოვლი,როგორც ცხოვრება, თოვლივით ჩუმი და შემპარავი... ეცემა თოვლი და დროს ბარდება ლამაზი,მაგრამ უკვე ყოფილი, როგორც შემკრთალი ჩვენი ლანდები სადღაც სივრცეში გადაჭდობილი." -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 04:38 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი