მათეს, მარკოზის, ლუკას და იოანეს სახარებები., მსგავსებანი და განსხვავებანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მათეს, მარკოზის, ლუკას და იოანეს სახარებები., მსგავსებანი და განსხვავებანი |
sergi_glaxa |
May 20 2008, 11:52 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 |
დღესდღეისობით საღვთო წერილი ოთხ სახარებას წარმოგვიდგენს, რომელიც კანონიკურად არის მიჩნეული და რომელშიც მაცხოვრის ამ ქვეყნიური ცხოვრება, მსახურება და ღვაწლია ასახული.
თითოეული სახარების ავტორი თავისებურად აღგვიწერს უფლის ცხოვრებას და თითოეული მათგანი თავისებურად საინტერესოა. არის საკითხები რომელიც ერთ სახარებაში გვხვდება და მეორეში არა, ან ერთში სრულადაა და მეორეში არასრულად გადმოცემული. მივყვეთ ამაზე საუბარს და დარწმუნებული ვარ ბევრ საინტერესოს აღმოვაჩენთ. |
sergi_glaxa |
May 20 2008, 12:28 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 |
იოანეს სახარებაში ვფიქრობ რომ მართლაც იოანეა ავტორი და მოვიყვან ამის მტკიცებულებებს
რამდენიმე მტკიცებულება, თუ რატომ სეიძლება იყოს იოანე იოანეს სახარების ავტორი: სავარაუდოდ ებრაელი იყო, რადგან კარგად იცნობს ებრაულ ტრადიციებს და საერთოდ მათ ყოფა ცხოვრებას, ავტორი სავარაუდოდ თვითმხილველია იმ ფაქტებისა რასაც წერს..იგი ხშირად სახელებით იხსენიებს ამ სახერების პერსონაჟებს..სავარაუდოდ პირადადაც იცნობდა მათ. ასევე ამ სახარების ავტორი მოწაფეთა რიგებიდან უნდა ყოფილიყო..ის კარგად ცნობდა მოწაფეებს ასევე აღსანიშნავია, რომ ადრეული ქრისტიანი მწერლების ეგნატესა ( A.D.107-115) და იუსტინეს ( 150) ნაწერებში ჩანს, რომ მათ იცოდნენ იოანეს სახარების შესახებ, თუმცა ისინი არაფერს ამბობენ მისი ავტორის შესახებ. იოანეს ავტორობასთან დაკავშირებით ყველაზე საფუძვლიან მტკიცებულებას ირინეოსი (A.D.140-203) იძლევა. ის ხაზს უსვამს, რომ სამი სახარების დაწერის შემდეგ “მაცხოვრის მოწაფემ იოანემ, რომელმაც ასევე თავი მიაყრდნო მაცხოვრის მკერდზე, თავად დაწერა სახარება ეფესოში, აზიაში ცხოვრების დროს” |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 02:09 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი