![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
k@the |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
გთავაზობთ ვიქტრინას პოეზიაში.
![]() წესები განისაზღვროს შემდეგნაირად: კითხვის ავტორს, უფლება აქვს პირველ ჯერზე კითხვაში დაწეროს რომელიმე პოეტის ლექსიდან უცვლელად ამოღებული: -» მხოლოდ ერთი სიტყვა -» მხოლოდ ერთი ტაეპი შემდეგ, ფორუმელებმა უნდა ეცადონ და გამოიცნონ ვინაა ავტორი, რა ქვია ლექსს და დაიწეროს ამ ლექსის სრული ვერია. კითხვის დასმიდან, 10 პოსტის განმავლობაში თუ ვერ იქნა გამოცნობილი კითხვა, კითხვის ავტორი წერს ამ სიტყვის შემცველ ტაეპს. ხოლო, თუ ტაეპი იყო დაწერილი, ამ ტაეპის შემცველ სტროფს. ანალოგიურად, მომდევნო 10 პოსტის განმავლობაში, თუ კითხვა ვერ იქნა გამოცნობილი, ტაეპის შემთხვევაში კითხვის ავტორი წერს მის შემცველ სტროფს, ხოლო სტროფის შემთხვევაში, კითხვის ავტორი წერს მთლიანად ლექსს და ასახელებს მის ავტორს. არ შეიძლება ახალი კითხვის დასმა, მანამ არსებობს გამოსაცნობი კითხვა! -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
![]() ![]() |
სოფი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
T I K O
ციტატა ეგ გალაკტიონის ლექსშია თბილისზე ![]() ![]() ციტატა მაგრამ... დარწმუნებული ხარ, რომ "და არ მშორდება ღვთისმშობლის ცქერა..." არის მანდ? ![]() თბილისი ქალაქზე ნელმა ალმა იფეთქა, სახლებზე ადის ფერადი ბოლი და კიბეებზე,ვით ვინიეტკა, დაფენილია დაფნის ფოთოლი. ჩნდება სინათლის ჩქარი ქაფები. გზებზე ქარივით მოქარავანე, და აიმართნენ,ვით ჟირაფები, მთა არსენალის და მთა სავანე. სიონი ჩემი ნათელს დამათოვს, მტკვარიც დაანთებს ნათელ ხარებას, ათოვს ხიდებს,ათოვს მადათოვს, ათოვს ზმანებებს და მწუხარებას. და მესიზმრები შენ,ვისაც ქერა სამოსი გმოსავს სნეულ ოცნებით და არ მშორდება ღვთისმშობლის ცქერა, სავსე ქართული პატიოსნებით. შემდეგ არაა არსად ახალი, ცა-ოკეანე,მთვარე-ნაფოტი, თბილისი ჩემთვის არის მაღალი გილიოტინა და ეშაფოტი. ნერონის ცეცხლზე იფიქრო კაცმა, მადონას გწვავდეს მზე უვედრები, და განიცადო ასეთი ჯვარცმა: უბედურება,რღვევა,ცხედრები, დახავსებული კარებით შევლა, სად ყვავილების ჩუმია შფოთი, და განიცადო ასეთი წყევლა: გილიოტინა და ეშაფოტი. -------------------- "Happiness only real when shared."
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th June 2025 - 01:15 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი