შიშები (ფობიები), მეცნიერ-რელიგიური ახსნის მცდელობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
შიშები (ფობიები), მეცნიერ-რელიგიური ახსნის მცდელობა |
nana_007 |
May 20 2008, 08:33 PM
პოსტი
#1
|
I need a hero... ჯგუფი: Members პოსტები: 642 რეგისტრ.: 9-April 08 წევრი № 4,509 |
მოკლედ, დიდი ხანია მინდოდა ამაზე თქვენთან საუბარი და როგორც იქნა გადავწყვიტე თითქმის ყველას ალბათ, აქვს რაღაც შიშები ბავშვობიდან ან მერე შეძენილი, ფობიის დონეზეც კი. მე პირადად მაქვს, რაც ასაკის ერთად იმატებს, თან ძალიან მწვავე ფორმებში, რაც თავი მახსოვს ეს ფობია მაწამებს და სიმართლე გითხრათ, რაღაცით ზღუდავს ჩემი ინტერესების, მოწონების, ჰობის თუ საერთოდ ნორმალური ცხოვრების ხარიხსს. ხშირად მიოცნებია, რომ ნეტავ როგორ იქნება, რომ არ მეშინოდეს და შევნატრი იმათ, ვისაც ეს ფობია (ნამდვილად ფობია და არა რაიმე მყისიერი შიში) არ აქვს. მოკლედ, თქვენ რას იტყვით, შეიძლება თუ არა ამის მეცნიერული ახსნა ან თუნდაც რაიმე სულიერ მდგომარეობასთან ხომ არ არის დაკავშირებული (ფსიქოლოგიურ-რელიგიურს ვგულისხმობ). გავრცელებულია აზრი, რაც მე მსმენია, რომ თითქოს ეს ფობიები ყალიბდება რაიმე ცხოვრებისეული შემთხვევის , გამოცდილების ან უწყვეტი დაშინების შედეგად. ჩემს შემთხხვევაში ეს ასე არ არის...
მოკლედ, მაინტერესებს თქვენი აზრი თორემ მე ალბათ მაინც არ მეშველება არაფერი, ისეა გამჯდარი ეს ოხერი ფობია პ.ს. აქვე დავსძენ, რომ ხშირად როცა ამაზე ვფიქრობ, მგონია რომ ერთადერთი მაშინ ვიქნები გულადი ამ შიშის წინააღმდეგ, თუ ეს "საფრთხე" ჩემს შვილებს შეეხება. დაწერეთ თქვენი აზრი და მეც შემოგიერთდებით, იქნებ გავამხილო კიდეც რაა -------------------- Мне, как сказку, приговор читал судья,
А за окнами вовсю апрель свистел, Говорили, что эта та статья Мне начертит номерочек на кресте... Am I pretty -then cut me in the face... Am I stronger -break my neck in disgrace... Am I smarter - kill me and eat my brain...Am I braver- kill me and eat my heart... Geadelt ist, wer Schmerzen kennt Vom Feuer das in Lust verbrennt , Ein Funkenstoss in ihren Schoss, Ein heisser Schrei : "Feuer frei"! Когда счастье моё мусорами разбито... |
nana_007 |
May 21 2008, 01:39 AM
პოსტი
#2
|
I need a hero... ჯგუფი: Members პოსტები: 642 რეგისტრ.: 9-April 08 წევრი № 4,509 |
ციტატა ანუ გველთან პირისპირ ''შეხვედრამ'' ამ ფობიისგან მიხსნა..უცნაურია თითქოს,მაგრამ ესეა smile.gif სალი. მეც მიფიქრია მაგაზე და მეგობრებიც მეუბნებიან, რომ მაგალითად ფსიქოლოგთან მივიდე, იქ "შემაჩვევენ", მაგრამ ამის წარმოდგენაც მზარავს. ახლა ცხადია, როცა "საშიშროებას" ვხედავ,კი არ ვიბნევი ან მეკარგება აზროვნების უნარი: პირიქით, ვავითარებ დიდ სისწრაფეს ( ), ვეძებ სასწრაფო გამოსავალს... მაგრამ სალომე, მე მგონია, მასე ხშირი შეჩეხვებიც კი არ მიშველის, პირიქით, უფრო დავიზმენდები... რა ვიცი, ბავშვობაში "ვვარჯიშობდი" , მარა უშედეგოდ თქვა დავწერე უკვე. ისე,ხომ გითხარით, არის სიტუაციები ჩემს აზროვნებაში შექმნილი, რომლის დროსაც უნდა შემეძლოს ამ ფობიის გადალახვა და "ბრძოლა", თუ ეს საშიშროება ჩემს ახლობლებს ეხება, მაგ დროს ვერაფერი ვერ გამაჩერებს, იქნება ხელითაც შევეხო კიდეც...სხვისი დაცვითი ინსტიქტი ბავშვობიდან მქონდა, ვიდრე საკუთარი თავის... ანუ-> ნუ გეშინია, მეც მეშინია <---- ეკატო, მიწისძვრის შიში ბევრად მარტივია დამიჯერე, იმიტომ, რომ მაგას ვერც გამოიწვევ, ვერც "შეხვდები" და ალბათობაც მცირეა , რომ მაგ სიტუაციაში მოხდე. მაგრამ აი, რომ აიკვიატო, ახლა მიწისძვრა იქნება და შენობაში ვერ გაჩერდე, ეგ იქნება უკვე მართლა ფობია... მადლობა ყველას, რომ წერთ გამოცდილებებს maZiebeli, გელოდებით საინტერესო იქნება -------------------- Мне, как сказку, приговор читал судья,
А за окнами вовсю апрель свистел, Говорили, что эта та статья Мне начертит номерочек на кресте... Am I pretty -then cut me in the face... Am I stronger -break my neck in disgrace... Am I smarter - kill me and eat my brain...Am I braver- kill me and eat my heart... Geadelt ist, wer Schmerzen kennt Vom Feuer das in Lust verbrennt , Ein Funkenstoss in ihren Schoss, Ein heisser Schrei : "Feuer frei"! Когда счастье моё мусорами разбито... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 06:19 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი