![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
sergi_glaxa |
![]()
პოსტი
#1
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 ![]() |
დღესდღეისობით საღვთო წერილი ოთხ სახარებას წარმოგვიდგენს, რომელიც კანონიკურად არის მიჩნეული და რომელშიც მაცხოვრის ამ ქვეყნიური ცხოვრება, მსახურება და ღვაწლია ასახული.
თითოეული სახარების ავტორი თავისებურად აღგვიწერს უფლის ცხოვრებას და თითოეული მათგანი თავისებურად საინტერესოა. არის საკითხები რომელიც ერთ სახარებაში გვხვდება და მეორეში არა, ან ერთში სრულადაა და მეორეში არასრულად გადმოცემული. მივყვეთ ამაზე საუბარს და დარწმუნებული ვარ ბევრ საინტერესოს აღმოვაჩენთ. |
![]() ![]() |
sergi_glaxa |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 ![]() |
მათე- თორმეტმოწაფეთაგან ერტ ერთი. ამიტომაც იგი არის თვითმხილველი იმ ფაქტებისა რაც მის სახარებაშია ჩაწერილი. მის სახარებაში ყურადღება უფრო მეტად გამახვილებულია იესოს სწავლებებზე ცატა სასუფევლის შესახებ.
მარკოზი- სავარაუდოდ პეტრე მოციქულის სულიერი სვილი (1პეტტრე 5:13) მიჩნეულია, რომ მარკოზმა პეტრესგან მონათხრობის მიხედვით დაწერა ეს სახარება. ლუკა- ექიმი, პავლეს თანამშრომელი (კოლ. 4:14) მიიჩნევა, რომ ლუკას ერთად ააქვს შეკრებილი იესოს მიერ მოხდენილი საქმეების თვითმხილველთა მონათხრობი. უნდა აღინიშნოს რომ იესოს შობის დეტალები არსად ისე დეტალურად არ არის აღწერილი როგორც ლუკას სახარებაში. შეიძლება იმის გამო რომ ლუკა ექიმი იყო... იოანე- ერთერთი მოწაფეთაგანი თორმეტთაგან. ამიტომაც თვითმხილველი ამ სახარებაში ჩაწერილი ფაქტებისა . რადგანაც იოანემ სხვა სახარებების ავტორებზე დიდხანს იცოცხლა, შესაძლოა მან იცოდა ამ სახარებებში ჩაწერილის შესახებ და მან თავის სახარებაში ისეთი საკითხების შესახებ დაწერა, რომელიც წინა სახარებებში არ იყო ჩაწერილი. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd June 2024 - 04:17 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი