შიშები (ფობიები), მეცნიერ-რელიგიური ახსნის მცდელობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
შიშები (ფობიები), მეცნიერ-რელიგიური ახსნის მცდელობა |
nana_007 |
May 20 2008, 08:33 PM
პოსტი
#1
|
I need a hero... ჯგუფი: Members პოსტები: 642 რეგისტრ.: 9-April 08 წევრი № 4,509 |
მოკლედ, დიდი ხანია მინდოდა ამაზე თქვენთან საუბარი და როგორც იქნა გადავწყვიტე თითქმის ყველას ალბათ, აქვს რაღაც შიშები ბავშვობიდან ან მერე შეძენილი, ფობიის დონეზეც კი. მე პირადად მაქვს, რაც ასაკის ერთად იმატებს, თან ძალიან მწვავე ფორმებში, რაც თავი მახსოვს ეს ფობია მაწამებს და სიმართლე გითხრათ, რაღაცით ზღუდავს ჩემი ინტერესების, მოწონების, ჰობის თუ საერთოდ ნორმალური ცხოვრების ხარიხსს. ხშირად მიოცნებია, რომ ნეტავ როგორ იქნება, რომ არ მეშინოდეს და შევნატრი იმათ, ვისაც ეს ფობია (ნამდვილად ფობია და არა რაიმე მყისიერი შიში) არ აქვს. მოკლედ, თქვენ რას იტყვით, შეიძლება თუ არა ამის მეცნიერული ახსნა ან თუნდაც რაიმე სულიერ მდგომარეობასთან ხომ არ არის დაკავშირებული (ფსიქოლოგიურ-რელიგიურს ვგულისხმობ). გავრცელებულია აზრი, რაც მე მსმენია, რომ თითქოს ეს ფობიები ყალიბდება რაიმე ცხოვრებისეული შემთხვევის , გამოცდილების ან უწყვეტი დაშინების შედეგად. ჩემს შემთხხვევაში ეს ასე არ არის...
მოკლედ, მაინტერესებს თქვენი აზრი თორემ მე ალბათ მაინც არ მეშველება არაფერი, ისეა გამჯდარი ეს ოხერი ფობია პ.ს. აქვე დავსძენ, რომ ხშირად როცა ამაზე ვფიქრობ, მგონია რომ ერთადერთი მაშინ ვიქნები გულადი ამ შიშის წინააღმდეგ, თუ ეს "საფრთხე" ჩემს შვილებს შეეხება. დაწერეთ თქვენი აზრი და მეც შემოგიერთდებით, იქნებ გავამხილო კიდეც რაა -------------------- Мне, как сказку, приговор читал судья,
А за окнами вовсю апрель свистел, Говорили, что эта та статья Мне начертит номерочек на кресте... Am I pretty -then cut me in the face... Am I stronger -break my neck in disgrace... Am I smarter - kill me and eat my brain...Am I braver- kill me and eat my heart... Geadelt ist, wer Schmerzen kennt Vom Feuer das in Lust verbrennt , Ein Funkenstoss in ihren Schoss, Ein heisser Schrei : "Feuer frei"! Когда счастье моё мусорами разбито... |
ნაინა |
May 22 2008, 06:04 AM
პოსტი
#2
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
nana_007
ციტატა დიდი ობობები , მაგ. "შავი ქვრივი" და მსგავსები შხამიანები არიან და ამდენად საშიშნიც. აი სწორედ ეგ ობობა, ეგრეთ წოდებული ,,შავი ქვრივი'' გახდა ჩემი ფობიის მიზეზი. ობობების შიშს არაქნოფობია ეწოდება. დაახლოებით 17-18 წლის წინ დამეწყო, მანამდე ობობას დანახვაზე არანაირი რეაქცია არ მქონდა. ზაფხულზე, სოფელში დასასვენებლად ჩასული ჩემს ბიძაშვილს ვეხმარებოდი სახლში ფანჯრების დაწმენდაზე, გარედან ვწმენდდით, იმერეთის სახლები კი გეცოდინებათ, შუშაბანდს რომ ეძახიან, პატარ-პატარა, ფიგურებიანი ფანჯრებით რომაა. დავინახე დიდი შავი ობობა, ზურგზე თეთრი ჯვარით, ბიძაჩემმა ცოცხი გაუსვა არ მოვკლავ, ისე ჩამოვიყვანო, აშკარად ვიგრძენი სადღაც ზურგზე რომ დამეცა, არსად არააო კი მიმტკიცებდნენ, მაგრამ რაღაც საშინელი გრძნობა მქონდა და ბოლოს კისერზე რომ ამოცოცდა აი მაშინ დამემართა ისტერიკა, რა საშინელი შეგრძნება იყო ვერ გადმოგცემთ. ბიძაჩემმა სასწრაფოდ კი მომაშორა, შეეშინდა არ გიკბინოსო, შხამიანიაო. კბენაზე და შხამზე ფიქრის თავიც არა მქონდა, ციებიანივით მაკანკალებდა, კარგა ხანს ვერ დამაწყნარეს, მერე სიცხეც მომცა, 2 დღე 39-40 გრადუსი მქონდა, თუ ჩამეძინებოდა სიზმარშიც კი ვხედავდი როგორ მაცოცდებოდნენ მოზრდილი ობობები სხეულზე და ატირებული ვიღვიძებდი. ჩემებიც კარგად დავაფრთხე მაგ დროს აი მაგ დღის შემდეგ საშინლად მეშინია ობობების, თუნდაც პატარა იყოს, რომ დავინახავ ზუსტად ისეთი გრძნობა მიჩნდება როგორც მაშინ და კანკალი მეწყება. ძალიან ცუდი გრძნობაა, დამღალა უკვე -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 05:13 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი