ძალა მოწყალებისა... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ძალა მოწყალებისა... |
marine |
Mar 21 2008, 12:00 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ვფიქრობ, ამ განყოფილებაში ერთი ასეთი თემა აუცილებლად უნდა იყოს, სადაც დავწერთ წმინდა მამათა, სათნო ადამიანებისა და ჩვენს შეხედულებებს მოწყალების, ქველმოქმედების შესახებ
ამჯერად ჩვენი საყვარელი პატრიარქის სიტყვებს გაგაცნოთ: საინტერესოა, რომ ძველებრაულად (ამ ენაზეა დაწერილი მათეს სახარება და ძველი აღთქმა) სიტყვა "მოწყალება" თანამედროვე გაგებასთან შედარებით გაცილებით ფართო მნიშვნელობას შეიცავს. იგი არ ნიშნავს გაჭირვებულის მხოლოდ შველას ანდა მძიმე მდგომარეობაში მყოფისათვის თანაგრძნობას. ის ასევე გულისხმობს სხვისი მდგომარეობის იმდენად ღრმად წვდომის უნარს, რომ შეგეძლოს მისი თვალებით დაინახო სამყარო, მისი გონებით გააანალიზო პრობლემები, განიცადო მისი განცდები... ეს კი სიბრალულზე მეტია. ეს არის არა მარტო თანაგრძნობა, არამედ საკუთარი თავის შეგნებული გაიგივება სხვა პიროვნებასთან იმდენად, რომ აღიქვამდე და გრძნობდე სამყაროს ისე, როგორც აღიქვამს მას ჭირში მყოფი. ეს არის ნიჭი სხვადყოფნისა. ღმერთმა მოგვმალდოს იგი. "იცხოვრე სხვისთვის, თუ გსურს ემსახურო შენს თავს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
sssimonika |
May 22 2008, 11:15 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 1-February 08 წევრი № 3,822 |
ერთხელ პატრიარქ იოანე მოწყალეს იკონომოსმა ამცნო, რომ მოწყალების სათხოვნელად ზოგჯერ კარგად ჩაცმული ადამიანებიც მოდიოდნენ და ჰკითხა, მათაც სხვებივით უნდა დავეხმაროთო? იოანემ უპასუხა: „თუ ქრისტეს მონა ხარ, მოიქეცი ისე, როგორც ქრისტემ გვიბრძანა: ისე გაეცი მოწყალება, რომ მთხოვნელს სახეში არ შეხედო. ჩვენ ჩვენსას კი არა, ქრისტესას გავცემთ; ქრისტეზე მდიდარი კი ვინ შეიძლება იყოს?“ მართლაც, პატრიარქი ბევრს გასცემდა, მაგრამ უფალი ყოველთვის გამოაჩენდა ხოლმე კეთილ ადამიანებს, რომელთა შემოწირულობებითაც თითქმის დაცარიელებული ხაზინა კვლავ ივსებოდა.
. ერთხელ პატრიარქ იოანესთან მოწყალესთან ერთი მდიდარი დიდებული მივიდა ლოცვა-კურთხევის მისაღებად. ნახა, რომ მის საწოლზე უხარისხო და უკვე ნახევრად გაცვეთილი საბანი იყო გადაფარებული. როცა შინ დაბრუნდა, მან წმიდანს ახალი, ოცდათექვსმეტ ოქროდ ღირებული ფარჩის საბანი გაუგზავნა. უფლის რჩეულს არ სურდა გულწრფელი შემომწირველის გაწბილება და იმ ღამით ის საბანი დაიხურა, მაგრამ როცა გამოეღვიძა, მოაგონდა გლახაკები, მწირები და უსახლკაროები და გადაწყვიტა, გაეყიდა ძვირფასი საჩუქარი. დილით ბაზარში შემთხვევით გასულმა მდიდარმა ბაზრობაზე გასაყიდად გამოტანილი თავისი საბანი ნახა, შეისყიდა და კვლავ გაუგზავნა მწყემსმთავარს. წმიდანმა მადლობით მიიღო ძღვენი, შემდეგ კი ისევ გასაყიდად გაგზავნა. დიდებულმა კვლავ შეისყიდა იგი და პატრიარქს დაუბრუნა. როცა ასე რამდენჯერმე განმეორდა, იოანემ შეუთვალა მდიდარს: „ვნახოთ, ვინ უფრო ადრე დაიღლება: მე, რომელმაც გადავწყვიტე გავყიდო, თუ შენ, რომელმაც დაიჟინე იყიდო და მე გამომიგზავნოო“. ასე გამოიყენა წმიდანმა დიდებულის მისადმი კეთილგანწყობა გლახაკთა სასარგებლოდ. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 07:59 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი