შიშები (ფობიები), მეცნიერ-რელიგიური ახსნის მცდელობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
შიშები (ფობიები), მეცნიერ-რელიგიური ახსნის მცდელობა |
nana_007 |
May 20 2008, 08:33 PM
პოსტი
#1
|
I need a hero... ჯგუფი: Members პოსტები: 642 რეგისტრ.: 9-April 08 წევრი № 4,509 |
მოკლედ, დიდი ხანია მინდოდა ამაზე თქვენთან საუბარი და როგორც იქნა გადავწყვიტე თითქმის ყველას ალბათ, აქვს რაღაც შიშები ბავშვობიდან ან მერე შეძენილი, ფობიის დონეზეც კი. მე პირადად მაქვს, რაც ასაკის ერთად იმატებს, თან ძალიან მწვავე ფორმებში, რაც თავი მახსოვს ეს ფობია მაწამებს და სიმართლე გითხრათ, რაღაცით ზღუდავს ჩემი ინტერესების, მოწონების, ჰობის თუ საერთოდ ნორმალური ცხოვრების ხარიხსს. ხშირად მიოცნებია, რომ ნეტავ როგორ იქნება, რომ არ მეშინოდეს და შევნატრი იმათ, ვისაც ეს ფობია (ნამდვილად ფობია და არა რაიმე მყისიერი შიში) არ აქვს. მოკლედ, თქვენ რას იტყვით, შეიძლება თუ არა ამის მეცნიერული ახსნა ან თუნდაც რაიმე სულიერ მდგომარეობასთან ხომ არ არის დაკავშირებული (ფსიქოლოგიურ-რელიგიურს ვგულისხმობ). გავრცელებულია აზრი, რაც მე მსმენია, რომ თითქოს ეს ფობიები ყალიბდება რაიმე ცხოვრებისეული შემთხვევის , გამოცდილების ან უწყვეტი დაშინების შედეგად. ჩემს შემთხხვევაში ეს ასე არ არის...
მოკლედ, მაინტერესებს თქვენი აზრი თორემ მე ალბათ მაინც არ მეშველება არაფერი, ისეა გამჯდარი ეს ოხერი ფობია პ.ს. აქვე დავსძენ, რომ ხშირად როცა ამაზე ვფიქრობ, მგონია რომ ერთადერთი მაშინ ვიქნები გულადი ამ შიშის წინააღმდეგ, თუ ეს "საფრთხე" ჩემს შვილებს შეეხება. დაწერეთ თქვენი აზრი და მეც შემოგიერთდებით, იქნებ გავამხილო კიდეც რაა -------------------- Мне, как сказку, приговор читал судья,
А за окнами вовсю апрель свистел, Говорили, что эта та статья Мне начертит номерочек на кресте... Am I pretty -then cut me in the face... Am I stronger -break my neck in disgrace... Am I smarter - kill me and eat my brain...Am I braver- kill me and eat my heart... Geadelt ist, wer Schmerzen kennt Vom Feuer das in Lust verbrennt , Ein Funkenstoss in ihren Schoss, Ein heisser Schrei : "Feuer frei"! Когда счастье моё мусорами разбито... |
maZiebeli |
May 23 2008, 02:10 AM
პოსტი
#2
|
დავითი ჯგუფი: Members პოსტები: 1,094 რეგისტრ.: 16-August 06 მდებარ.: თქვენთან წევრი № 67 |
ძალიან ვწუხვარ, რომ დიდი სურვილის მიუხედავად ვერ ვაქტიურობ როგორც იტყვიან, თავს ზემოთ ძალა არაა... 4-5 საათი მძინავს ბოლო ხანს, მაგრამ მეტს მაინც ვერ ვასწრებ.
ის ფობიები, რაც აქაა ჩამოთვლილი, ჩემში ისეთივე გრძნობებს აჩენენ, როგორსაც მონადირეში მოულოდნელად გამოჩენილი მელა თუ ტახი ობობებთანაც ბევრი შემირიგებია (ნამდვილ ფობიას ვგულისხმობ), სიბნელესთანაც, სიმაღლესთანაც და ა. შ. ბევრი ვიფიქრე, რა შეიძლება დაიწეროს ჩემგან ისეთი, რაც წაადგება ვინმეს... ალბათ არის ასეთებიც, მაგრამ გამოცდილებიდან ვიცი, რომ ასეთ პრობლემებზე ინდივიდუალური მუშაობაა საჭირო, მქონია ჯგუფურიც, მაგრამ ჯგუფის წევრებთანაც უშუალო კავშირის საშუალებაა და მოულოდნელად გაჩენილ აზრს, ეჭვს, კითხვას და ა. შ. პასუხიც ეცემა. პოსტების დონეზე, მით უმეტეს, რომ არ მაქვს გარანტია იმისა, რომ ხვალაც მოვახერხებ რამეს დაწერას, ვერ ვრისკავ. იმდენი რამე დაგვიწერია ჩვენ-ჩვენი ფობიების შესახებ, მგონი შეიძლება მართლა შევიკრიბოთ ვისაც გვაინტერესებს მათგან გათავისუფლება. რაც შეეხება ქვეყნის გარეთ მყოფებს, მათ სკაიპით შემიძლია დაველაპარაკო, ასე შედეგიც იქნება და იატროგენიისგანაც დაცული ვიქნებით (იატროგენია - იატრო=ექიმი - ექიმის მიზეზით წარმოშობილი პრობლემაა). ხშირად უთქვამთ პაციენტებს, თუ როგორი შოკი იყო მათთვის ესა თუ ის განცხადება, რომელიც თავისი მკურნალი ექიმისგან გაიგეს. ამით ჩრდილი არ ადგებათ ცალკეულ ექიმებს, უფრო იმის თქმა მინდა, რომ საფრთხილო თემაა და მოვერიდები უშუალო კავშირის გარეშე წერას. ნანა, თუ მოიცალო, დამამატე სკაიპში (davidandghuladze) და რაც კითხვა დაისვა, ყველაზე გაგცემ პასუხს სიამოვნებით. -------------------- "...ეძიებდით და ჰპოოთ..." - მათე 7,7.
"...ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა..." - მათე 6,33. "აჰა ეგერა სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს" - ლუკა 17,21. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 05:04 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი