გოდერძი ჩოხელი ;(, საუბარი სიყვარულსა და ადამიანთა სევდაზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გოდერძი ჩოხელი ;(, საუბარი სიყვარულსა და ადამიანთა სევდაზე |
მატასი |
Nov 16 2007, 03:18 PM
პოსტი
#1
|
თამ... ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 |
კიდევ ერთი დიდებული ქართველი გამოგვაკლდა უფალმა აცხოვნოს და დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი... მისი ყველა მოთხრობა კლასიკაა... გული დამწყდა... საშინლად... -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
iisperiTOVLI |
May 24 2008, 04:10 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,989 რეგისტრ.: 25-April 08 წევრი № 4,650 |
ნიკოლოზი უცნაურია დროის მსვლელობა. რაც ერთ დროს კანონად და დოგმად ითვლება, რამდენიმე ხანში მთლიანად კარგავს თავის ძალას და სასაცილოც კია, თუმცა ყოველი მონაკვეთი ისტორიისა თავის დროზე ამტკიცებს თავის სიმართლეს და ერთადერთობას, თანაც ცდილობს თვითდამკვიდრებას. ყაზბეგში, ერთ-ერთი ფილმის გადაღებისასა, გადამღები ჯგუფის შემოქმედებით კოლექტივს ერთიმეორეში ჩხუბი მოუვიდა. რეჟისორი ამტკიცებდა, რომ გადასაღები სცენის დროს ხევისბერს უნდა გამოებრძანებინა თამარ მეფის ან რომელიმე ქართველი ერისკაცის სურათი. მხატვარი სხვა აზრისა იყო. მას საჭიროდ მიაჩნდა, რომ ამ შემთხვევაში ქრისტეს, წმინდა გიორგის ან რომელიმე მთის სალოცავის ხატი უნდა გამოებრძანებინა ხევისბერს. სცენარის ავტორი საბრძოლო დროშას მოითხოვდა (თუმცა მთლად ავტორი არ იყო, ავტორად ითვლებოდა). რომ ვერ შეთანხმდნენ, გაიკითხეს ხალხში და იმათ უკვე აღარაფერი იცოდნენ ძველი დროის შესახებ. ბოლოს ხალხმა ერთი ბებერი მოხევე გაიხსენა, სახელად ახალა. ახალა ას წელს გადაცილებული იყო. კარგა ხანი იყო, რაც ლოგინად ჩავარდნილს მზის სინათლე აღარ ენახა. თვალადაც აკლდა ახალას, სმენაც ღალატობდა. - ახლავე! - ჩასძახა მეზობელმა მოხევემ. - რაი? - ამოიჩიფჩიფა ახალამ. - ძველი დრო გახსოვს? - აბაიმე, რად არ მეხსომება?! - გაიკვირვა ახალამ. - აემეების ერთი რაიმ აინტერესებს ძრიალ, - კინოს ხალხზე მიუთითა მოხევემ ახალას. - რაი? - იკითხა ახალამ. - თაოდ გეტყვიან... ახალაი მოემზადა, ხელი მიიდო ყურთან. - სკითღეღა, - თქვა მოხევემ. - მოკვეთის დროს ხევისბერი რო დაარისხებდა, ის თუ გახსოვს? - ჩაჰყვირა რეჟისორმა ახალას. - ჰაი, ჰაი, რო მახსოვს, - დაიჩიფჩიფა ახალამ. - დარისხების დროს ეკლესიიდან რამე ხატს გამოაბრძანებდა ხოლმე ხევისბერი? - ჩაჰკითხა რეჟისორმა. - ჰაი, ჰაი, რო ხატსა! - თქვა ახალამ და პირჯვარი გადაიწერა. - მერე და ვინ იყო იმ ხატზე გამოსახული? - როგორ თუ ვინა? - გაიკვირვა ახალამ. - თამარ მეფე თუ დავით აღმაშენებელი? - ეეე, შენ რას კარნახობ, თვითონ თქვას, - გაბრაზდა მხატვარი. - იტყვის, როგორ არ იტყვის, - თქვა იქ მყოფმა ახალგაზრდა მოხევემ და ახალას ჩასძახა: - თქვი, ძიავ, თქვი. - რაი ვთქო? - დაავიწყდა ახალას. - ხატზე ვინ ეხატა? - როგორ თუ ვინა? - ისევ გაიკვირვა ახალამ. - ძიავ, ვინ ეხატაო, ვინაო? - ნიკოლოზი, - თქვა ახალამ. - ვინაა! - ახლა რეჟისორმა ჰკითხა. - ნიკოლოზი! - ისევ გაიმეორა ახალამ. მერე დუმილი ჩამოვარდა. ახალაი გაკვირვებით ათვალიერებდა „ახალ ხალხს“, რომელთაც ძლივს ხედავდა. ისე კი, დიდი სურვილი ჰქონდა დაენახა, რა ხალხი იყო, რომელთაც არ იცოდნენ, რომ ხატზე ნიკოლოზი ეხატა. რომ ვერ გაარჩია მის გარშემო მყოფნი, ეტყობა, თავი სიზმარში ეგონა და ხელი ჩაიქნია. მერე კედლისაკენ გადაბრუნდა. ვერ გაიგებდი, ვის ან რას შეაქცია ზურგი. -------------------- ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე.. და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება. ******************************************************************************** * ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა.. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 11:11 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი