IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მირზა გელოვანი , ბრწყინვალე პოეტი
Nanio
პოსტი Apr 3 2008, 11:30 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,799
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: პავლოვი
წევრი № 969



მოგეხსენებათ მირზა გელოვანის ცხოვრება ლადო ასათიანის მსგავსად ტრაგიკულად დასრულდა.
მირზა გელოვანი დაიბადა 1917 წლისს 2მარტს სოფელ ნაქალაქარში და გარდაიცვალა 1944წლის ივლისში. დაკრძალულია ბელორუსეთში.

აქვე ერთ პატარა ლექსს შემოგთავაზებთ:

დედამიწა შეიმოსა თეთრი სამოსელით,
თეთრ კარავებს დაემგვანენ ატეხილი მთები,
მახსოვს შენი გუნდაობა უხელთათმნო ხელით.
ახლაც მინდა შენი ნახვა, ახლაც მენატრები.

ეს სურვილი ძლიერია, როგორც ქარიშხალი,
სისპეტაკით შემოსილი, ვით ეს თოვლი წმინდა.
მომაგონდა შენს სახეზე პაწაწინა ხალი
და თუ შენი ღიმილი მსურს, შენი გულიც მინდა.

1935 წელი, (თიანეთი)


--------------------

მეკენდარია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
iisperiTOVLI
პოსტი May 24 2008, 04:15 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,989
რეგისტრ.: 25-April 08
წევრი № 4,650



თოვლი

თოვლი მოვიდა, ო, არა თეთრი,
სულ სხვანაირი თოვლი მოვიდა.
მგონია მოხვალ, შენ მოხვალ ერთი
და თოვლის სპეტაკ კუბოს მომიტან.

დამმარხე თოვლში, დამმარხე ქარში,
თორემ მომბეზრდა მიწა ბოროტი.
იჩქარე, ვიდრე თოვლივით წავშლი
შენზე ფიქრებს და შენზე მოლოდინს.

წახვედი როდის, ჰბრუნდები როდის -
დამწვარი თოვლის მსუბუქი ბოლი,
ჩემსკენ, ო, ჩქარა, გზაც აქეთ მოდის -
თოვლი, თოვლი, თოვლი.

მათოვდა წუხელ, ავად ვარ ახლა
და თვალზეც ბინდი ჩამორხეულა.
ამდენი ვნება, ამდენი დაღლა
სად დაიტიოს ჩვილმა სხეულმა.

თოვლი მოსულა. რომელ მხარეში,
სად გიღამდება დღე თოვლნარევი,
დავრჩი მზისა და თოვლის გარეშე,
ამ თოვლზე უფრო ნამტირალევი.

წახვედი როდის, ჰბრუნდები როდის -
დამწვარი თოვლის მსუბუქი ბოლი,
წამოდი ჩემთან, გზაც აქეთ მოდის -
თოვლი, თოვლი, თოვლი.



--------------------
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე..
და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.


********************************************************************************
*

ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
misdevs mela loms   მირზა გელოვანი   Apr 3 2008, 11:30 PM
misdevs mela loms   ისევ გზაში ვარ, სიჩ...   Apr 4 2008, 03:45 PM
kato_Bato   misdevs mela loms :მპუა: უსაყვ...   Apr 4 2008, 03:46 PM
misdevs mela loms   ჩემი ლექსები შენ ა...   Apr 4 2008, 03:50 PM
თამარი_ცქნაფო   *** მე მხოლოდ მახსოვ...   Apr 5 2008, 01:41 AM
ლილიანა   ბედმა უცნობი გზით ...   Apr 5 2008, 07:52 AM
ლილიანა   მე ვიცნობდი ერთ ქა...   Apr 5 2008, 08:03 AM
misdevs mela loms   ლილიანა თამარი_ცქნ...   Apr 5 2008, 01:47 PM
taicko   მომწონს ეს პოეტი.   Apr 5 2008, 10:27 PM
ketino   ცხრაკარა ჩემს ბავშ...   Apr 7 2008, 01:40 PM
tiko282   ცხრაკარა ჩემს ბავ...   Apr 7 2008, 02:52 PM
levan gelovani   ასეთი კარგი თემა ჯ...   Apr 7 2008, 06:08 PM
Nefertiti   ეს ლექსი ძალიან მი...   Apr 7 2008, 06:36 PM
misdevs mela loms   tiko282 აუ ძაან მაგარია...   Apr 8 2008, 01:22 PM
kh@tia   misdevs mela loms გაიხარე,კარ...   Apr 9 2008, 05:43 PM
misdevs mela loms   kh@tia ;) კიდევ დავდებ რ...   Apr 9 2008, 06:03 PM
piligrimi   ;) კიდევ დავდებ რამ...   Apr 9 2008, 06:23 PM
alter ego   "...მე დავბრუნდები,...   Apr 9 2008, 09:22 PM
tiko282   [size=2][color=#663366]მელოდე მე...   Apr 10 2008, 01:29 PM
kh@tia   აუ,მმმაგარია.ეს ლე...   Apr 11 2008, 02:00 PM
tiko282   http://i004.radikal.ru/0804/ff/952df8bebb25.jpg ...   Apr 11 2008, 02:50 PM
kh@tia   *** წახვალ ლოდინი გა...   Apr 15 2008, 04:38 PM
Nanio   მე ის გრიგალი ვერ წ...   Apr 21 2008, 12:26 PM
tiko282   დედას ჩემთვის რა ...   Apr 22 2008, 08:34 PM
kh@tia   დამშვიდება რისი გ...   Apr 27 2008, 07:48 PM
iisperiTOVLI   თოვლი თოვლი მოვიდ...   May 24 2008, 04:15 AM
xornabujeli   :) გაიხარეთ ამ თემის...   May 24 2008, 05:11 AM
Nefertiti   ძალიან კარგი თემაა...   May 30 2008, 09:17 PM
Nanio   xornabujeli ჩემნაირო :D   Jun 1 2008, 03:31 PM
chiamaialologi   მირზას ეს სიტყვები...   Jun 16 2008, 02:18 PM
T I K O   მირზას ეს სიტყვებ...   Jun 16 2008, 02:39 PM
iisperiTOVLI   მირზას ეს სიტყვებ...   Jun 19 2008, 10:31 AM
terra   დამაცადე,ნატყვიარ...   Mar 2 2010, 01:44 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th July 2025 - 10:43 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი