![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
death |
![]()
პოსტი
#1
|
![]() A P O L O G I S T ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 ![]() |
მოკლედ არ მინდა ეს პოსტიც კრიტიკული გამომივიდეს, მაგრამ ჩემი შენიშვნები უნდა დავწერო
![]() 1) ვებ-სივრცეში მართლაც არ არსებობს ქართული საეკლესიო ბიბლიოთეკა, მაგრამ არსებოს უამრავი რუსული. ამიტომ რუსული ტექსტების მოძიება იქიდანაც შეგვიძლია. ჩვენი სახელმწიფო ენა არის ქართული, არა რუსული ან ინგლისური, არამედ ქართული!!! ამიტომ არათუ სასურველია, არამედ აუცილებელია, რომ ეს ბიბლიოთეკა იყოს ქართულენოვანი. მაგრამ იმის გამო, რომ ქართულად ბევრი არაფერი მოგვეპოვება, ამიტომ დაშვებია ტექსტები დაიდოს რუსულ და ინგლისურ (და არამარტო რუსულ, რადგან ინგლისური ჩვენთან რუსულზე არანაკლებ პოპულრულია) ენებზე მაგრამ უკეთესი იქნება, თუ ეს უნდა მოხდება, საიტის ცალკე ვერსიის შექმნის სახით. 2) ამ საიტზე არის მენიუ "არქივი", რომლის დანიშნულებასაც საერთოდ ვერ ვხვდები. ბიბლიოთეკა უნდა იყოს თემატური, სადაც არ იქნება არანაირი არქივი. რა საჭიროა ეს არქივი? დავდოთ ყველა ტექსტი კატეგორიების მიხედვით, როგორც ეს ყველა ნორმანულ ი-ბილიოთეკებში ხდება და არა როგორც სხვადასხვაგვარ ვარეზ საიტებზე. 3) საიტს აქვს ტიპიური ვარეზ საიტის სახე. ანუ როდესაც ირჩევ მარცხენა ფრეიმის ერთერთ განყოფილებს, საიტზე არსებული ლიტერატურა გამოდის "news"-ის სახით, სადაც მოცემულია საწყისი ინფორმაცია ამათუიმ "ნიუსზე", ხოლო სრულიად ნახვისთვის საჭიროა ლინკ "დაწვრილებით"-ზე დაწკაპუნება. ეს ყველაფერი ძალზედ არაპროფესიონალურია, რაც საიტს ძალზედ მოუხერხებელს ხდის. მესმის რომ კაი საიტის შექმნა დიდ დროსაც მოითხოვს მაგრამ ნიუს სკრიპტის ჩასმა მსგავს საიტში სრულიად გაუმართლებელია. ამიტომ კარგი იქნება თუ განყოფილებაში მოთავსებული ლიტერატურა მოცემული იქნება სიების სახით. როგორც მაგალითად ეს არის ამ საიტზე: http://www.pravbeseda.ru/library/ 4) ტექსტები საიტზე ატვირთულია ვორდში, რაც მოუხერხებელს და არამიმზიდველს ხდის ტექსტებს წასაკითხად. კარგი იქნება თუ გვერდები დაფორმატდება html ფორმატში, სადაც მაგალითად CSS-ის და დინამიური html-ის გამოყენებით გვერდი მიიღებს უფრო სრულყოფილ სახეს. აი მაგალითად, როგორც ჩემს მიერ გაკთებული "უხილავი ბრძოლა": http://rapidshare.com/files/84572033/UXILAVI_BRZOLA.rar.html 5) კარგი იქნება თუ პირველ რიგში ლიტერატურის არჩევისას უფრო პრიორიტეტული იქნება, სასულიერო "კლასიკა" და თანამედროვე თეოლოგების სტატიები და ნაშორემები, მათი ჩვენს რეალობასთან სიახლოვის გამო. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ თემის გახსნის მიზანი არ არის რაიმეს შეგნებული კრიტიკა, როგორც ეს აღიქვეს ჩემს მიერ გახსნილ ერთერთ თემაში, არამედ დახვეწის სურვილი. მეც ჩემი მხრივ დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით ამ საიტის დახვეწასა და განვითარებაში. კარგი იქნება თუ შევიმუშავებთ მუშაობის ერთ პრინციპს. -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
სიკვდილ მაგ თემაზე არის უკვე თემა "ინიციატივა წიგნები ვირტუალურ ბიბლიოთეკას"
http://church.ge/index.php?showtopic=4362&hl= და იქ შეუერთდება ეგ თემა! ახლა პასუხები, ის რომ იქ რუსული წიგნებია იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ რუსულებია, არამედ ჩვენ ვაკეთებთ ნაკრებს, სხვადასხვა ენებზე საუკეთესო წიგნებს საკუთარი არქივიდან ან ინტერნეტ სივრციდან მოძიებულებს ვდებთ და ვაწყობთ განყოფილებების მიხედვით, დანარჩენი გასაგებია და ნელნელა დაიხვეწება , ასე რომ ცალკე თემა არაა საჭირო, ახლადდაბადებულს ყელში ნუ წვდები, დაეხმარე რჩევებით ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 10:49 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი