აბორტის ცოდვა "არა კაც კლა" |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აბორტის ცოდვა "არა კაც კლა" |
ზებედე |
Dec 25 2006, 10:40 PM
პოსტი
#1
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
მუცლადმყოფი ბავშვის დღიური 5 ოქტომბერი დღეს დაიწყო ჩემი ცხოვრება, თუმცა მშობლებმა არაფერი იციან. მე გოგონა ვარ, მე ქერა თმები და ცისფერი თვალები მექნება, ყველაფერი უკვე დადგენილია, ისიც კი, რომ ყვავილები მეყვარება 19 ოქტომბერი ზოგიერთები თვლიან, რომ მე ჯერ ადამიანი არ ვარ, მაგრამ მე ნამდვილი ადამიანი ვარ, ისევე როგორც პურის ნამცეცი, ისიც ხომ ნამდვილი პურია, ჩემი დედიკო ცხოვრობს, ესე იგი მეც ვცხოვრობ. 23 ოქტომბერი მე უკვე პირის გაღება შემიძლია. წარმოიდგინეთ, ერთი წლის შემდეგ სიცილი მეცოდინება, შემდეგ კი ლაპარაკს ვისწავლი. მე უკვე ვიცი, რომ ჩემი პირველი სიტყვა იქნება "დედა" 25 ოქტომბერი დღეს ჩემმა გულმა ძგერა დაიწყო. 2 ნოემბერი ყოველდღიურად ცოტათი ვიზრდები, ჩემი ხელები და ფეხები ფორმას ღებულობენ. 12 ნოემბერი მე თითები გამეზარდა-სასაცილოა, რა პაწაწები არიან, შემიძლია თითებით დედას თმებს მოვეფერო. 20 ნოემბერი დღეს ექიმმა დედიკოს უთხრა, რომ მე აქ ვცხოვრობ, მისი გულის ქვეშ. ალბათ დედა ძალიან ბედნიერია. 23 ნოემბერი ალბათ დედა და მამა ფიქრობენ, თუ რა დამარქვან. 10 დეკემბერი მე თმები მეზრდება, ლამაზი და ბრწყინვალე. 13 დეკემბერი მე უკვე ცოტას ვხედავ, როდესაც დედა ქვეყნად მომავლენს, ის ნათელი მზიანი და ყვავილებით სავსე იქნება. 24 დეკემბერი საინტერესოა, დედას თუ ესმის ჩემი გულისცემა? იგი ისე თანაბრად ძგერს. დედა შენ ჯანმრთელი გოგონა გეყოლება. 28 დეკემბერი დღეს მე ჩემმა დედიკომ მომკლა. -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
KAIROS |
Jan 2 2007, 11:44 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ფორუმი ნელნელა აზრს კარგავს!!!
ვიმეორებ უკვე ათასჯერ ნათქვამს, თუკი კამათი არ შეიძლება მაშინ რაღაა ფორუმი? სულ სხვაა წაიშალოს შუერაცხყოფები ან მსგავსი აუდგილობები, მაგრამ, კარგით რა, ჩვენ ჩვენს დროს ვუთმობთ ამ ფორუმს, ვაზროვნებთ, ვფიქრობთ, ვეძებთ... მერე ვაყალიბებთ იდეას, ფიქრს აქ ვდებთ, რათა ცუდი შეგვისწორონ, დასაზუსტებელი დააზუსტონ, კარგი კი ვინმემ მაინც მიიღოს... და ამ დროს შემოდიხარ და ყველაფერი ამ ნაშრომის ადგილას გვხდება ........................ ვეცადოთ, აღარ ვიკამათოთ.................................. მოდით, ახლა ასე დაგიწერთ, ძვირფასო მოდერებო და ადმინებო, ახლა თქვენ ეცადეთ, ......... პ ა ტ ი ვ ი ე ც ი თ ფორუმელთა ნ ა ა ზ რ ე ვ ს ! და თუკი ისინი არ შეიცავს შეურაცხყოფებს, მაშინ ................................... ნ უ შ ლ ი თ ! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th June 2024 - 03:39 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი