აბორტის ცოდვა "არა კაც კლა" |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აბორტის ცოდვა "არა კაც კლა" |
ზებედე |
Dec 25 2006, 10:40 PM
პოსტი
#1
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
მუცლადმყოფი ბავშვის დღიური 5 ოქტომბერი დღეს დაიწყო ჩემი ცხოვრება, თუმცა მშობლებმა არაფერი იციან. მე გოგონა ვარ, მე ქერა თმები და ცისფერი თვალები მექნება, ყველაფერი უკვე დადგენილია, ისიც კი, რომ ყვავილები მეყვარება 19 ოქტომბერი ზოგიერთები თვლიან, რომ მე ჯერ ადამიანი არ ვარ, მაგრამ მე ნამდვილი ადამიანი ვარ, ისევე როგორც პურის ნამცეცი, ისიც ხომ ნამდვილი პურია, ჩემი დედიკო ცხოვრობს, ესე იგი მეც ვცხოვრობ. 23 ოქტომბერი მე უკვე პირის გაღება შემიძლია. წარმოიდგინეთ, ერთი წლის შემდეგ სიცილი მეცოდინება, შემდეგ კი ლაპარაკს ვისწავლი. მე უკვე ვიცი, რომ ჩემი პირველი სიტყვა იქნება "დედა" 25 ოქტომბერი დღეს ჩემმა გულმა ძგერა დაიწყო. 2 ნოემბერი ყოველდღიურად ცოტათი ვიზრდები, ჩემი ხელები და ფეხები ფორმას ღებულობენ. 12 ნოემბერი მე თითები გამეზარდა-სასაცილოა, რა პაწაწები არიან, შემიძლია თითებით დედას თმებს მოვეფერო. 20 ნოემბერი დღეს ექიმმა დედიკოს უთხრა, რომ მე აქ ვცხოვრობ, მისი გულის ქვეშ. ალბათ დედა ძალიან ბედნიერია. 23 ნოემბერი ალბათ დედა და მამა ფიქრობენ, თუ რა დამარქვან. 10 დეკემბერი მე თმები მეზრდება, ლამაზი და ბრწყინვალე. 13 დეკემბერი მე უკვე ცოტას ვხედავ, როდესაც დედა ქვეყნად მომავლენს, ის ნათელი მზიანი და ყვავილებით სავსე იქნება. 24 დეკემბერი საინტერესოა, დედას თუ ესმის ჩემი გულისცემა? იგი ისე თანაბრად ძგერს. დედა შენ ჯანმრთელი გოგონა გეყოლება. 28 დეკემბერი დღეს მე ჩემმა დედიკომ მომკლა. -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
ხათუნა |
Jan 3 2007, 04:04 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 365 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 412 |
ნუ მიწყენთ ჩემო კარგებო მაგრამ უკვე ძალიან ბევრ თემაში ვხვდები ასეთ სიტუაციას, თაივდან ყველა თავის აზრს გამოთქვამს, მერე ერთმანეთის აზრს არ ვეთანხმებით, ვღიზიანდებით და ვიწყებთ კამათს და საკმაოდ აგრესიულს.
მე არავის ვასწავლი ჭკუას მაგრამ ფორუმის აზრი სწორედ ისაა, რომ ყველა წევრმა თავისი შეხედულება დააფიქსიროს, მერე სხვამ წაიკითხოს და ა.შ. (მე თვითონ ერთ ერთი საკმაოდ სერიოზული ფორუმის ადმინისტრატორი ვარ და არც თუ პატარა გამოცდილებით) და კიდევ ერთი რჩევა მოდერებს. მოდერობა იმას არ ნიშნავს რომ საკუთარი შეხედულებისამებრ წაშალო ის პოსტი რომელიც არ მოგეწონება (თუ ის დადგენილ წესს არ არღვევს) ძალიან მომეწონა თავიდან თქვენი ფორუმი რამოდენიმე ღამეც კი გავათენე თქვენი თბილი პოსტების კითხვაში მაგრამ მეჩვენება რომ ამ ბოლო დროს კინკლაობამ მოიმატა და ასე არასაინტერესო გახდება. მაპატიეთ თუ გაწყენინეთ, ნამდვილად არ მინდოდა მართლა ძალიან მომწონხართ და არ მინდა რომ ეს ფორუმი გაფუჭდეს. ------------------------------------------------------------ რაც შეეხება ამ თემას. ვთვლი რომ სწორი ფორმითაა გახსნილი, ფოტოებიც უნდა იყოს რომ კიდევ ერთხელ შეგვახსენოს ყველას ის საშინელება რასაც 90% ქალებისა, ზოგი ნებით ზოგი კი სხვისი დაძალებით სჩადის. მერწმუნეთ კარგად ვიცი ეს რა საშინელებაა და მხოლოდ აღსარებაში თქმა რომ არ შველის სულის ტკივილს. ორი კი არა 100 ფოტო უნდა დავდოთ აქაც და ყველგან სადაც ხელი მიგვიწვდება რომ იქნებ 100 დან ერთი სიცოცხლე მაინც გადარჩეს. -------------------- აცხოვნე უფალო, და შეიწყალე სულიერი მამა მოძღვარი მასწავლელი ჩემი, რომელი მარადის იღვიძებს და იღწვის სულისა ჩემისათვის და ლოცვითა მისითა მომანიჭე შენდობა შეცოდებათა ჩემთა.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th June 2024 - 12:58 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი