ქალაქები, რომლებშიც ვცხოვრობთ/გვიცხოვრია, გავუზიაროთ... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქალაქები, რომლებშიც ვცხოვრობთ/გვიცხოვრია, გავუზიაროთ... |
k@the |
Feb 9 2008, 06:42 AM
პოსტი
#21
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
ამ თემის გახსნის მიზანი, არის იმ ქალაქების შესახებ ინფორმაციის გაზიარება, სადაც ახლა ჩვენ ვცხოვრობთ, ან ოდესღაც გვიცხოვრია.
ცხადია, ეს ქალაქები, ვერ შეგვიცვლიან საქართველოს მშობლიურ მხარეებს, თუმცა ამათაც ვეჩვევით და ჩვენებურად გვიყვარდება... აქაური ქუჩებიც ნაცნობი ხდება ჩვენთვის... თითოეულ ამ ქალაქთან, ჩვენი ტკბილ-მწარე მოგონებები გვაკავშირებს... ამ ქალაქებს კი, თავისი აწმყო და წარსული გააჩნიათ... ალბათ საინტერესო იქნება... -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
KAIROS |
May 26 2008, 03:14 AM
პოსტი
#22
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ეს ხედი სიცილიის შესასვლელშია გადაღებული, იქ მხოლოდ გემით თუ გადახვალთ, აი იმ გემით შესასვლელთანაა ეგ ხედი, დგას მადონას ძეგლი ( ღვთისმშობელი) ლათინური დალოცვით :" კურთხეულ იყავით თქვენ და ყველა ( აქაური) მოქალაქე", სურათი გადაღებულია დილით გამთენიისას... ახალი წელი ხდებოდა....
ახლა დიდი სიჩქარით ჩრდილოეთში წავიდეთ და .... ირლანდია! ეს კი წმინდა ირლანდიური ხელოვნებაა "აირიშ ჰაუზი" ოკეანის პირას, ქალაქ გალოვეიში ეს შვედეთიც: ეს შვედეთია, ძალიან ლამაზი, ხვეული და თეთრი ცათამბჯენი ქალაქ მალმოში, ზღვასთან აუ ირლანდია გამახსენდა და აი ირლანდიური ხელოვნება... სიმწვანე და " Irish Cross" ძველი მონასტერი, სწორედ სან პატრიკის დროინდელი ეს ყველაზე ცნობილი კელტური ჯვარის ასლია, სწორედ იქ სადაც იპოვეს ახლა ისევ სამხრეთი და ლამაზი ტოსკანური ქალაქი არეცო და ახლა ისევ ჩრდილოეთი და დანიისა და შვედეთის საზღვარი, დანიის, ჰამლეტის სასახლე , ეს ჰამლეტის სამახსოვრო დაფაა ამ დანიურ ციხესიმაგრეში ეს ციხესიმაგრის დეტალი ეს კი უცნობილესი გოლიათი,რომელსაც არასდროს "სძინავს", მუდამ მზადაა მტერს დახვდეს, იქვე "ლამფაც" უნთია... მოკლედ ამოვყარე ძველი სურათები ცოტა გერმანია გავიხსენოთ საქართველოს ქუჩა " ჯეორჯიენშტრასე" პოტსდამი, რა თოვლი იყო... თვით რაიხსტაგი პოსტდამერპლაცი შორიდან იტალია, ბარი, წმ. ნიკოლოზის საფლავი ძველი კარიბჭე, წმ. ნიკოლოზის გამოსახულებით შიგნითა კრიპტა და ტრაპეზი, რომლის შიგნით წმიდა ნიკოლოზის წმიდა საფლავია... ეს კი იმ გადასასვენებლის ნაშთია, რომლითაც 1089 წელს, იტალიის ქალაქ ბარში ჩამოასვენეს წმ. ნიკოლოზის ნეშტი ქალაქ მირონიდან, მუსულმანთა შემოსევის საშიშროების გამო. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 03:35 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი