IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> საეკლესიო ბიბლიოთეკა, შენიშვნები და სურვილები
death
პოსტი May 24 2008, 05:20 PM
პოსტი #1


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



მოკლედ არ მინდა ეს პოსტიც კრიტიკული გამომივიდეს, მაგრამ ჩემი შენიშვნები უნდა დავწერო biggrin.gif თან აზრთა გაცვლა-გამოცვლა უფრო დაეხმარება ამ საიტის შემქნელებს, საიტის დასახვეწად. იმედია არ იქნება აქ ანათემას გადაცემები და სხვა მსგავსი არაკომპეტენტური შეფასებები.

1) ვებ-სივრცეში მართლაც არ არსებობს ქართული საეკლესიო ბიბლიოთეკა, მაგრამ არსებოს უამრავი რუსული. ამიტომ რუსული ტექსტების მოძიება იქიდანაც შეგვიძლია. ჩვენი სახელმწიფო ენა არის ქართული, არა რუსული ან ინგლისური, არამედ ქართული!!! ამიტომ არათუ სასურველია, არამედ აუცილებელია, რომ ეს ბიბლიოთეკა იყოს ქართულენოვანი. მაგრამ იმის გამო, რომ ქართულად ბევრი არაფერი მოგვეპოვება, ამიტომ დაშვებია ტექსტები დაიდოს რუსულ და ინგლისურ (და არამარტო რუსულ, რადგან ინგლისური ჩვენთან რუსულზე არანაკლებ პოპულრულია) ენებზე მაგრამ უკეთესი იქნება, თუ ეს უნდა მოხდება, საიტის ცალკე ვერსიის შექმნის სახით.

2) ამ საიტზე არის მენიუ "არქივი", რომლის დანიშნულებასაც საერთოდ ვერ ვხვდები. ბიბლიოთეკა უნდა იყოს თემატური, სადაც არ იქნება არანაირი არქივი. რა საჭიროა ეს არქივი? დავდოთ ყველა ტექსტი კატეგორიების მიხედვით, როგორც ეს ყველა ნორმანულ ი-ბილიოთეკებში ხდება და არა როგორც სხვადასხვაგვარ ვარეზ საიტებზე.

3) საიტს აქვს ტიპიური ვარეზ საიტის სახე. ანუ როდესაც ირჩევ მარცხენა ფრეიმის ერთერთ განყოფილებს, საიტზე არსებული ლიტერატურა გამოდის "news"-ის სახით, სადაც მოცემულია საწყისი ინფორმაცია ამათუიმ "ნიუსზე", ხოლო სრულიად ნახვისთვის საჭიროა ლინკ "დაწვრილებით"-ზე დაწკაპუნება. ეს ყველაფერი ძალზედ არაპროფესიონალურია, რაც საიტს ძალზედ მოუხერხებელს ხდის. მესმის რომ კაი საიტის შექმნა დიდ დროსაც მოითხოვს მაგრამ ნიუს სკრიპტის ჩასმა მსგავს საიტში სრულიად გაუმართლებელია. ამიტომ კარგი იქნება თუ განყოფილებაში მოთავსებული ლიტერატურა მოცემული იქნება სიების სახით. როგორც მაგალითად ეს არის ამ საიტზე: http://www.pravbeseda.ru/library/

4) ტექსტები საიტზე ატვირთულია ვორდში, რაც მოუხერხებელს და არამიმზიდველს ხდის ტექსტებს წასაკითხად. კარგი იქნება თუ გვერდები დაფორმატდება html ფორმატში, სადაც მაგალითად CSS-ის და დინამიური html-ის გამოყენებით გვერდი მიიღებს უფრო სრულყოფილ სახეს. აი მაგალითად, როგორც ჩემს მიერ გაკთებული "უხილავი ბრძოლა": http://rapidshare.com/files/84572033/UXILAVI_BRZOLA.rar.html

5) კარგი იქნება თუ პირველ რიგში ლიტერატურის არჩევისას უფრო პრიორიტეტული იქნება, სასულიერო "კლასიკა" და თანამედროვე თეოლოგების სტატიები და ნაშორემები, მათი ჩვენს რეალობასთან სიახლოვის გამო.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ თემის გახსნის მიზანი არ არის რაიმეს შეგნებული კრიტიკა, როგორც ეს აღიქვეს ჩემს მიერ გახსნილ ერთერთ თემაში, არამედ დახვეწის სურვილი.

მეც ჩემი მხრივ დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით ამ საიტის დახვეწასა და განვითარებაში.

კარგი იქნება თუ შევიმუშავებთ მუშაობის ერთ პრინციპს.


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
დათიკო
პოსტი May 26 2008, 08:39 PM
პოსტი #2


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



death
ციტატა
რითიც შევძლებ თქვენს გვერდით ვიქნები ეხლა ვნახე ჩემს კომპიუტერში რამოდენიმე საინტერესო წიგნი. გაუვუგზავნი კაიროს და მერე ატვირტოს ის რასაც საჭიროდ ჩათვლის

გაიხარე smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2025 - 10:47 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი