მხატვრული ენის გენიალურობა, ლამაზი შედარებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მხატვრული ენის გენიალურობა, ლამაზი შედარებები |
KAIROS |
Feb 23 2008, 05:23 AM
პოსტი
#301
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
არა ვარ ფილოლოგი, არცა მაქვს პრეტენზია, მაგრამ ჩემს მოკრძალებულ ფიქრს და გრძნობას გაგიზიარებთ, მიყვარს რა ლიტერატურა ძალიან, მხიბლავს პროზა-პოეზიაში გადმოცემული ცოცხლად და ძლიერად, ნაზად და გულში ჩამწვდომად, ბრძნულად და დამაფიქრებლად თქმული აზრი თუ გრძნობა, მიტაცებს და თან მივყვები ულამაზესად აწყობილ რითმების ტალღოვანებას და სიტყვათა ნარნარის ჰარმონიულობას, მაგრამ საოცრად ვეტრფვი მხატვრული შედარებების სიღრმეს!
იქნებ აქ ლამაზი პარალელებზე, ლამაზ და კარგად დაჭერილ შედარებებზე ვისაუბროთ, ნელნელა შევამატებ როგორც მოვახერხებ და თქვენც ასევე, რადგან ეს ლიტერატურის ერთერთი ყველაზე ბასრი იარაღია, რომელიც ხშირად მიზანს წვდება. იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
nino_ni |
May 26 2008, 11:37 PM
პოსტი
#302
|
nino ჯგუფი: Members პოსტები: 1,653 რეგისტრ.: 22-March 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 4,293 |
არ ვიცი რამდენად იცნობთ თანამედროვე მწერლებიდან: გიორგი ზანგურს,მაგრამ მე ძალიან მომწონს მისი ლექსები და რამდენიმე ნაწყვეტს დავდებ
"ნისლისზღვიდან რიფებივით ამოყრილან სოფლები, სადაფისფერ ღრუბლებშია მზის ბაჯაღლოს მონეტა. ანგელოზი ემუქრება ზეცას წვიმის მოკრეფით გახსენება ამტკივდება გასულ სიმარტოვეთა" "ტვინის ნაოჭ ლაბირინთებს როცა ფიქრი მოიარს სურვილები ამიტაცებს შენთანყოფნის გარეშე" "შენ ხომ ზღვაში დაკარგულ მარგალიტის ფასი ხარ''-ლამაზია არა?! "ჩემი გულის ფეთქვის ხაზი კავკასიის ქედებია უშგულიდან ჯიხვის რქები,როცა მთვარეს ენაცვლება" -------------------- სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/
შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 11:52 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი