ერასმუს მუნდუსი, ქართველი სტუდენტები საბერძნეთში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ერასმუს მუნდუსი, ქართველი სტუდენტები საბერძნეთში |
იოანა |
May 11 2008, 01:25 AM
პოსტი
#341
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
ჩემო კარგებო, ვინც მიცნობთ იცით და ვინც არ მიცნობთ ახლა გაიგებთ, რომ გაცვლითი პროგრამით ვიმყოფები საბერძნეთში, კერძოდ თესალონიკში
ერასმუსი ევროკავშირის მასშტაბით არის უდიდესი გაცვლითი პროგრამა. მის დანამატს წარმოადგენს ერასმუს მუნდუსი, რომელიც შეიქმნა ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტებისთვის. პროგრამა ამოქმედდა 2007 წელს. საქართველოდან მასში ჩართულია სამი უმაღლესი სასწავლებელი: ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სტუდენტები, რომლებიც ამჟამად ვიყოფებით თესალონიკში, პროგრამების მონაწილეთა პირველ ნაკადს წარმოვადგენთ. დღეს თესალონიკის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში კონკურსის წესით შერჩეული 30-მდე ქართველი სტუდენტი სწავლობს, როგორც ბაკალავრები და მაგისტრანტები, ასევე დოქტორანტები და პოსტ-დოქტორანტები. პროგრამა ასევე ითვალისწინებს აკადემიური პერსონალის გაცვლას. ერასმუს მუნდუსის მთვარაი მიზანი არის სამხრეთ კავკასიელ ახალგაზრდებს შორის ურთიერთობების დათბობა და გაღრმავება. უნდა აღინიშნოს რომ პროგრამა თავის მიზანს ნელ-ნელა ახორციელებს მინდა მოგითხროთ ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტების ბერძნულ თავგადასავალზე ფოტოების დახმარებით. იმედია თემა საინტერესო გამოვა თესალონიკის სიმბოლო - თეთრი ტაუერი, რომელსაც მოფერებით ქართველი სტუდენტები "ტოშიბას ბატარეას" ვეძახით საბერძნეთის ის ნაწილი, რომლის მთავარ ქალაქად თესალონიკი ითვლება არის ისტორიული მაკედონია, სადაც დაიბადა და გაიზარდა დიდი ალექსანდრე მაკედონელი. თავად ქალაქის შექმნის შესახებ არსებობს ასეტი ლეგენდა, რომ ქალაქი აასენეა ალექსანდრე მაკედონელის სიძემ, დის ქმარმა, საყვარელი მეუღლის - ქალბატონ თესალონიკას პატივსაცემად. ესეც ალექსანდრე მაკედონელი -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
Marabella |
May 19 2008, 01:55 PM
პოსტი
#342
|
ႫႠႩႠ ჯგუფი: Members პოსტები: 146 რეგისტრ.: 17-June 07 მდებარ.: Aachen წევრი № 2,215 |
იოანა
გირეკავდი მაგრამ ვერ მოგწვდი... ეხლა უკვე გერმანიაში ვარ, ჩავები ყოველდღიურ ქაოსში (ვცდილობ). საბერძნეთს "შეჩვეულმა" ვერ მოვზომე და ეხლა ისე ვარ ჩაცმული ვიყინები ! 26 მაისზე მითხრა მაგდამ! აბა თქვენ იცით, ღირსეულად რომ გააკეთებთ ამაში ეჭვიც არ მეპარება, გააშტერეთ ელინები! გისურვებ წარმატებებს! -------------------- არაკად თქმულა, თორმეტნი შიშველს ნიფხავს ხდიდნენ და ვერ გახადესო
-- თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს -- ...უცდომელი მხოლოდ ღმერთია! -- “და, აჰა, ესერა მე თქუენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, ამინ” -- ...უფლებას ყველამ უნდა სცეს პატივი. საქართველოს არასოდეს მიუტაცია სხვისი ტერიტორიები, მაგრამ თავისასაც არავის დაუთმობს. /ილია II/ |
იოანა |
May 27 2008, 01:24 AM
პოსტი
#343
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
26 მაისზე მითხრა მაგდამ! აბა თქვენ იცით, ღირსეულად რომ გააკეთებთ ამაში ეჭვიც არ მეპარება, გააშტერეთ ელინები! გისურვებ წარმატებებს! ვაიმეე, უმაგრესი იყო! უბედნიერესი ვარ და არამარტო მე, მთელი ერაზმუს მუნდუსის ქართველი სტუდენტები, ძალიან მაგარი საღამო გამოგვივიდა, ჩვენ თვითონ არ მოველოდით ისეთი იყო. არ შემიძლია გადმოვცე სიტყვებით. ღმერთმა არ მოაკლოს საქართველოს ისეთი წარმატებები (რათქმაუნდა უფრო დიდი მასშტაბებით) როგორიც დღეს ჩვენ აქ გვქონდა! მადლობა ღმერთს საქართველოს წარმოჩენის ამ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის და ასე კარგად წარმოჩენისთვის. ძალიან ბედნიერი ვარ -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 01:57 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი