IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მოძღვრება სახელმწიფოსა და მთავრობის შესახებ, მართლმადიდებლური სწავლება
კანონისტი
პოსტი Apr 13 2007, 06:26 PM
პოსტი #1


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მართლმადიდებელი ეკლესიის თითოეული მრევლი არის რომელიმე სახელმწიფოს მოქალაქე

ზოგს ისეთ სახელმწიფოში უწევს ცხოვრება, სადაც მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიაა, ზოგან სხვა აღმსარებლობაა სახელმწიფო რელიგია, ზოგან თითქმის დევნიან ქრისტიანებს, ზოგან სრული თავისუფლებაა, ზოგან ქრისტიანულ კურსს ატარებს სახელმწიფოს ხელისუფლება, ზოგან პირიქით

ასეთ ფონზე მნიშვნელოვანია, როგორია დედაეკლესიის სწავლება ამ საკითხთან დაკავშირებით?

დავწეროთ აქ, რაც ვიცით


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი May 27 2008, 02:03 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,987
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ჟურნალ "კარიბჭის" ახალ ნომერში (N10, 15-28 მაისი, 2008) არის მღვდელ ლევან მათეშვილის ძალიან საინტერესო სტატია სათაურით "რა შემთხვევაში დავემორჩილოთ მთავრობას?"

ყველას გირჩევთ, რომ შეიძინოთ და წაიკითხოთ "კარიბჭის" ეს ნომერი, ამ თემაში კი იმ ამონარიდებს დავდებ, რომლებიც ყველაზე მეტად მომეწონა:



"ღმერთმა მახვილი მთავრობას გადასცა სამართავად და არა მოქალაქეებს - რევოლუციებისათვის. მახვილი მიეცა ნოეს უწესრიგო მოქალაქეების მოსათოკად (დაბ. 9:6; 6-11). მსგავსადვე, პავლემ უთხრა რომალებს - დამორჩილებოდნენ ნერონს, რადგანაც "ის ღვთის მსახურია... ტყუილად როდი ატარებს მახვილს" (რომ. 13:4). აქ კვლავ მთავრობაა ის ობიექტი, რომელმაც უნდა გამოიყენოს მახვილი ქვეშევრდომებზე და არა მოქალაქეები, რომლებმაც მახვილი სახელმწიფოს წინააღმდეგ უნდა აღიღონ.

ღმერთი გვაფრთხილებს, არ შევუერთდეთ რევოლუციონერებს. წმინდა წერილი გარკვევით აცხადებს: "შვილო, უფლისა და მეფის გეშინოდეს და მეამბოხეთ ნუ გაეკარები" (იგავ. 24:21). ვინაიდან ეს გაფრთხილება მოგვიწოდებს, გვეშინოდეს ღვთისა და მისგან დადგენილი მეფისა, ეს არის ბრძანება აშკარა, არ შევუერთდეთ ამბოხს მთავრობის წინააღმდეგ.

ღმერთი მკვეთრად კიცხავს რევოლუციებს. ბიბლიაში რევოლუციის მრავალი მაგალითია, თუმცა ისინი დაგმობილია ღვთისგან. კორახმა ამბოხი მოაწყო მოსეს წინააღმდეგ და მიწამ უყო პირი კორახსა და მის მომხრეებს (რიცხვ. 16). მსგავსადვე დამარცხდა აბესალომის ჯანყი დავითის წინააღმდეგ. აბესალომი მოკლეს (2 მეფე. 15). იერობოამმაც აუმხედრა ჩრდილოეთის ათი შტო სამხრეთელი იუდას შტოს, რაც ღმერთმა მკაცრად დაგმო (3 მეფ. 12)."



"მიანდე ღმერთს ტირანების მოვლა და არ აუჯანყდე მათ. ღმერთმა სუვერენულად დაადგინა ისინი, და ის ასევე სუვერენულად დაამხობს მათ (დან. 4:17).

იესომ გააფრთხილა თავისი მოწაფეები მახვილის აგრესიული გამოყენების წინააღმდეგ, როდესაც თქვა, "თავის ადგილას ჩააბუნე ეგ მახვილი, ვინაიდან ყველა მახვილის ამღები მახვილითვე დაიღუპება" (მათ. 26:52). ის არ იყო წინაარდეგი მახვილის თავდასაცავად გამოყენებისა (გამოსვ. 22:2), მაგრამ არსებული ხელისუფლების მსახურის ხელყოფა სხვა საქმე იყო (მათ. 26:51)
"


/გაგრძელება იქნება/

გამოთქვით თქვენი აზრიც smile.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
კანონისტი   მოძღვრება სახელმწიფოსა და მთავრობის შესახებ   Apr 13 2007, 06:26 PM
მნათე   კონსტანტინე დიდი...   Apr 13 2007, 06:28 PM
marine   ჟურნალ "კარიბჭის...   May 27 2008, 02:03 PM
ქავთარაძე   ?   May 27 2008, 02:07 PM
marine   "მიხედავად იმისა,...   May 27 2008, 02:11 PM
მარიამი   "მიხედავად იმისა...   May 27 2008, 02:22 PM
marine   არადა ბოლო საუკუნ...   May 27 2008, 02:26 PM
შოთაძე   marine აუ არ მესმის რა, ...   May 28 2008, 12:57 AM
kato_Bato   მარიამი იმიტომ ვა...   May 27 2008, 02:23 PM
ქავთარაძე   ამაზე გამეცით რა ვ...   May 27 2008, 02:24 PM
მარიამი   ამაზე გამეცით რა ვ...   May 27 2008, 02:27 PM
ქავთარაძე   მარიამი აი აქ ერთი ...   May 27 2008, 02:31 PM
კანონისტი   შევაერთე :)   May 27 2008, 02:39 PM
marine   "მაშინ, აბა, რა ვქნ...   May 27 2008, 02:40 PM
staywhite   შოთაძე არანაირი ც...   May 28 2008, 01:16 AM
შოთაძე   შოთაძე არანაირი ც...   May 28 2008, 01:33 AM
staywhite   მე გერმანიის მოქალ...   May 28 2008, 01:27 AM
staywhite   იმპერიები, დიქტატუ...   May 28 2008, 01:47 AM
შოთაძე   დღეს საქართველოში...   May 28 2008, 01:53 AM
marine   გავაგრძელებ ამონა...   May 28 2008, 10:08 AM
marine   "გახსოვდეს, შენი ...   Jul 22 2008, 11:32 AM
kmunebi   ის რომ საქართველის...   Jul 22 2008, 10:44 PM
marine   "სულელმა საზოგად...   Jul 23 2008, 10:28 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th July 2025 - 03:06 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი