![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
მართლმადიდებელი ეკლესიის თითოეული მრევლი არის რომელიმე სახელმწიფოს მოქალაქე
ზოგს ისეთ სახელმწიფოში უწევს ცხოვრება, სადაც მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიაა, ზოგან სხვა აღმსარებლობაა სახელმწიფო რელიგია, ზოგან თითქმის დევნიან ქრისტიანებს, ზოგან სრული თავისუფლებაა, ზოგან ქრისტიანულ კურსს ატარებს სახელმწიფოს ხელისუფლება, ზოგან პირიქით ასეთ ფონზე მნიშვნელოვანია, როგორია დედაეკლესიის სწავლება ამ საკითხთან დაკავშირებით? დავწეროთ აქ, რაც ვიცით -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
ქავთარაძე |
![]()
პოსტი
#2
|
დაურეგისტრირებელი ![]() |
ციტატა ის არ იყო წინაარდეგი მახვილის თავდასაცავად გამოყენებისა ამაზე გამეცით რა ვინმემ პასუხიიი. ეს რას ნიშნავს? მაცხოვარს თავდასაცავად არ გამოუყენებია მახვილი. |
მარიამი |
![]()
პოსტი
#3
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
ამაზე გამეცით რა ვინმემ პასუხიიი. ეს რას ნიშნავს? მაცხოვარს თავდასაცავად არ გამოუყენებია მახვილი. ალბათ ეს იგულისხმება: 1. დაე, ყოველი სული უზენაეს ხელმწიფებას დაემორჩილოს, რადგანაც არ არსებობს ხელმწიფება თუ არა ღვთისაგან; ყოველი ხელმწიფება ღვთის მიერ დადგენილია. 2. ამიტომ, ვინც ეწინააღმდეგება ხელმწიფებას, ღვთის განჩინებას ეწინააღმდეგება; ხოლო წინააღმდგომნი თავიანთ თავზე თვითონვე მოიწევენ სასჯელს. 3. ვინაიდან მთავარნი კეთილის მოქმედთათვის კი არა, ბოროტმოქმედთათვის არიან საშიშნი. შენ გინდა, არ გეშინოდეს ხელმწიფებისა? კეთილი აკეთე და ნაქები იქნები მისგან. 4. რადგანაც ის ღვთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ თუ ბოროტს სჩადიხარ, გეშინოდეს, ვინაიდან ტყუილად როდი არტყია ხმალი, არამედ იმიტომ, რომ ღვთის მსახურია, რისხვით შურისმგებელი ბოროტმოქმედთა მიმართ. პავლე მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ, თავი 13. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 03:12 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი