![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
მართლმადიდებელი ეკლესიის თითოეული მრევლი არის რომელიმე სახელმწიფოს მოქალაქე
ზოგს ისეთ სახელმწიფოში უწევს ცხოვრება, სადაც მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიაა, ზოგან სხვა აღმსარებლობაა სახელმწიფო რელიგია, ზოგან თითქმის დევნიან ქრისტიანებს, ზოგან სრული თავისუფლებაა, ზოგან ქრისტიანულ კურსს ატარებს სახელმწიფოს ხელისუფლება, ზოგან პირიქით ასეთ ფონზე მნიშვნელოვანია, როგორია დედაეკლესიის სწავლება ამ საკითხთან დაკავშირებით? დავწეროთ აქ, რაც ვიცით -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,987 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მაშინ, აბა, რა ვქნათ, როგორ ვუპასუხოთ ჩაგვრას? ბიბლია იძლევა ამის გზას.
ქრისტიანებისთვის პირველი და მთავარი - პასუხისმგებლობაა; სულ ერთია, სამართლიანი მთავრობა ჰყავს მას თუ უსამართლო, დემოკრატიული თუ მონარქისტული - დაემორჩილოს მის კანონებს (რომ. 13:1; ტიტ. 3:1). პეტრე წერდა: "დაემორჩილეთ ყოველ ადამიანურ დადგენილებას უფლის გულისთვის (1 პეტ. 2:13). ვინაიდან "ასეთია ნება ღვთისა: რათა კეთილის ქმნით დაადუმოთ უგუნურ ადამიანთა უმეცრება" (მუხ. 15). სამოქალაქო დაუმორჩილებლობა ცუდი მოწმობაა ქრისტეს მიმდევრისთვის. ქრისტიანები უნდა გამოჩნდნენ როგორც კანონქვემდებარე მოქალაქეები და არა მეამბოხეები. უსამართლო მთავრობაზე გავლენის საუკეთესო გზა - სულიერი მაგალითის ჩვენებაა და არა რევოლუცია. მხოლოდ მაშინ, როდესაც ის იკავებს ღვთის ადგილს, შეგვიძლია უარი ვთქვათ მორჩილებაზე და მაშინაც კი არ უნდა ავუჯანყდეთ." "ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა, შევცვალოთ უსამართლო მთავრობა, არის ლოცვა მათზე. ლოცვაა ის შემართული ნერვი, რომლის მეშვეობითაც უკან იხევს ძალა. ღმერთმა შეისმინა თავისი დაჩაგრული ხალხის ღაღადი წინა დროებაში (გამსვ. 2:23), და ის მოისმენს და უპასუხებს დღესაც." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 03:12 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი