ერასმუს მუნდუსი, ქართველი სტუდენტები საბერძნეთში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ერასმუს მუნდუსი, ქართველი სტუდენტები საბერძნეთში |
იოანა |
May 11 2008, 01:25 AM
პოსტი
#341
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
ჩემო კარგებო, ვინც მიცნობთ იცით და ვინც არ მიცნობთ ახლა გაიგებთ, რომ გაცვლითი პროგრამით ვიმყოფები საბერძნეთში, კერძოდ თესალონიკში
ერასმუსი ევროკავშირის მასშტაბით არის უდიდესი გაცვლითი პროგრამა. მის დანამატს წარმოადგენს ერასმუს მუნდუსი, რომელიც შეიქმნა ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტებისთვის. პროგრამა ამოქმედდა 2007 წელს. საქართველოდან მასში ჩართულია სამი უმაღლესი სასწავლებელი: ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სტუდენტები, რომლებიც ამჟამად ვიყოფებით თესალონიკში, პროგრამების მონაწილეთა პირველ ნაკადს წარმოვადგენთ. დღეს თესალონიკის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში კონკურსის წესით შერჩეული 30-მდე ქართველი სტუდენტი სწავლობს, როგორც ბაკალავრები და მაგისტრანტები, ასევე დოქტორანტები და პოსტ-დოქტორანტები. პროგრამა ასევე ითვალისწინებს აკადემიური პერსონალის გაცვლას. ერასმუს მუნდუსის მთვარაი მიზანი არის სამხრეთ კავკასიელ ახალგაზრდებს შორის ურთიერთობების დათბობა და გაღრმავება. უნდა აღინიშნოს რომ პროგრამა თავის მიზანს ნელ-ნელა ახორციელებს მინდა მოგითხროთ ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტების ბერძნულ თავგადასავალზე ფოტოების დახმარებით. იმედია თემა საინტერესო გამოვა თესალონიკის სიმბოლო - თეთრი ტაუერი, რომელსაც მოფერებით ქართველი სტუდენტები "ტოშიბას ბატარეას" ვეძახით საბერძნეთის ის ნაწილი, რომლის მთავარ ქალაქად თესალონიკი ითვლება არის ისტორიული მაკედონია, სადაც დაიბადა და გაიზარდა დიდი ალექსანდრე მაკედონელი. თავად ქალაქის შექმნის შესახებ არსებობს ასეტი ლეგენდა, რომ ქალაქი აასენეა ალექსანდრე მაკედონელის სიძემ, დის ქმარმა, საყვარელი მეუღლის - ქალბატონ თესალონიკას პატივსაცემად. ესეც ალექსანდრე მაკედონელი -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
k@the |
May 27 2008, 01:48 AM
პოსტი
#342
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
იოანა
ველოდებოდი შენ გამოჩენაას გაიხარე ანა! გილოცავთ! მოგვიყევი აბა რა მოიმოქმედეთ. რა ლამაზები ხართ სურათზე ყველანი, თან ფერებში გადაწყვეტილები -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
იოანა |
May 27 2008, 02:59 PM
პოსტი
#343
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
იოანა ველოდებოდი შენ გამოჩენაას გაიხარე ანა! გილოცავთ! მოგვიყევი აბა რა მოიმოქმედეთ. რა ლამაზები ხართ სურათზე ყველანი, თან ფერებში გადაწყვეტილები გაიხარე, ქეთ დარბაზში გვქონდა იმიტირებული ქართული სუფრა, სადაც ქართულ კაბაში გამოწყობილი ბაღათურიას ქალი იჯდა და ჩოფლიანის და გულისაშივილის ვაჟკაცები ჩოხებში. სხვა მოცეკვავეებიც ფორმებიში იყვნენ, ჩვენ კი ყვენალი როგორც სურათზე ნახეთ დროში ფერებში. ყველა სკამზე დროშა გადავკიდეთ სასაჩუქრედ და ასევე მაგიდებზე იდო ბუკლეტები. პროგრამა ასეი იყო: ჰიმნი, მისალმება ხუთ ენაზე: ქართულად, ინგლისურად, ბერძნულად, აზერბაიჯანულად და სომხურად, რამაც დარბაზი ძალიან გაახალისა, შემდეგ გავუშვით სლაიდის სახით ლეგენდა საქართველოს შექმნაზე, მოყვა ერისიონის კლიპი "შატილის ასულო", მერე ვიმღერეთ სულიკო, შემდეგ იყო ისტორიული მიმოხილვა, სლაიდი საქართვეოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებზე, შემდეგ იყო პრეზენტაცია (გულისხმობს საუბარს + სლაიდს) ქრისტიანობაზე, შემდეგ პრეზენტაცია თბილისზე, ცეკვა დაისი, პრეზენტაცია საქართველოს ბუნებაზე და კლიმატზე, აჭარული, პრეზენტაცია უმაღლეს განათლებაზე (თბილისის, ბათუმის და თელავის უნივერსიტეტებზე), იმერული მგზავრული, პრეზენტაცია აფხაზეთზე და ოსეთზე, მრეზენტაცია ქართულ ტრადიციებზე, მთიულური, სლაიდი Fილდ ტრიპზე (მოგვიანებით დავწერ ამაზე), დამშვიდობება ისევ ხუთ ენაზე და მრავალჟამიერი. შემდეგ დაიწყო მეორე ნაწილი, რაც გულისმობდა ქართულ საჭმელ-სასმელს სტუმრები იყვნენ ქართველები მათ შორის ჩვენი ელჩი და კონსული, ბერძნები, სომხები, აზერბაიჯანელები და რამდენიმე ევროპელი ერაზმუსელი. ბერძნებმა გვითხრეს, ასეთ კარგ ორგანიზებას და ყველაფრის ასე კარგად წარმოჩენას არ მოველოდითო, მათთვის ყველაზე მეტად შთამბეჭდავი ქართული ცეკვები აღმოჩნდა. ხალხი, რომელიც თვლის რომ ჯუნგლებიდან ვართ, მგონი მართლა გაოგნებული დავტოვეთ. ასევე ძალიან მაღალი შეფასებაებები იყო სომხებისგან და აზერებისგან იმ განსხვავებით რომ არ გაკვირვებიათ და ამბობდნენ რომ ქართველებისგან ასეთი კარგი პრეზენტაცია მოსალოდნელი იყოო. 3 ივნისს სომხებს აქვთ სომხეთის დღე, ოქტომბერში კი აზერბაიჯანელებს. შეჯიბრების სული რათქმაუნდა მაინც ტრიალებს. იმდენად სასიამოვნოა საკუთარი ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენა, რომ ორივე ერს დიდი წარმატებას ვუსურვებ ახლა შევეცდები რამდენიმე სურათი შევარჩიო და დავდო. ქართველებს სურათების გადასაღებად არ გვეცალა და არც ბევრი გვაქვს და არც ხარისხიანი. იმედია აზერი და სომეხი მეგობრები მოგვაწვდიან ესეც დარბაზი სტუმრების მოლოდინსი -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 11:19 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი