ქცევის კულტურა და ეტიკეტის დაცვა :) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქცევის კულტურა და ეტიკეტის დაცვა :) |
marine |
May 6 2008, 01:57 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ვფიქრობ, ეს თემა საინტერესო იქნება. მე ხელთ რა მასალებიც მაქვს ნელ-ნელა დავდებ და გაგაცნობთ ეტიკეტის დაცვის ნორმებს, თქვენც შემომიერთდით შეიძლება თემა სახალისოც გამოვიდეს
1. ნუ წარუდგენთ მანდილოსანს გასაცნობად მამაკაცს, კაცს წარუდგენენ ქალს მიუხედავად რანგისა. ასაკით უმცროსებს წარუდგენენ უფროსი ასაკის ადამიანებს. 2. ნუ შეეცდებით ხელის შეხებით მიიპყროთ მოსაუბრის ყურადღება. ქუჩაში ზრდილობიანი ადამიანი ქუჩას არ ანაგვიანებს, არ იფურთხება, ბავშვებს არ უყვირის, თითით არ უჩვენებს, ქუჩაში თვალს არ აყოლებს გამვლელ ქალს, მით უმეტეს, თუ მისი თანამგზავრი ქალია. თუ ქუჩაში ნაცნობი შეგხვდა, ნუ ჰკითხავ, თუ სად მიდის. ქალი წყვილში მარჯვენა მხარეს იკავებს. გასასვლელში მამაკაცი წინ ქალს ატარებს, მაგრამ თუ გასვლა გაძნელებულია (ხალხი, ვიწრო გასასვლელი) მაშინ მამაკაცი ქალს გზას უკაფავს და ხელსაც აშველებს. რათქმაუნდა, ქალს ყოველთვის უნდა მიეშველოს მამაკაცი მძიმე ტვირთის ტარებაში, მაგრამ ნამდვილად სასაცილოდ გამოიყურება იგი, თანამგზავრი ქლის ჩანთით, ჟაკეტით თუ ქოლგით ხელში. შემთხვევით გამვლელს არ შენიშნოთ: "თქვენი კოლგოტი გახეული" ან "თქვენს პალტოზე ტალახის შხეფია" - ეს მხოლოდ უტაქტობაა და არა კეთილი სამსახური, მაგრამ სრულიად მიზანშეწონილია უთხრათ უცნობ ქალბატონს, რომ მისი ჩანთა გახსნილია. ხოლო თუ უცნობი მამაკაცის ჯიბიდან ბოლი ამოდის, დაუყოვნებლივ ამცნეთ! /გაგრძელება იქნება/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 27 2008, 04:42 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ვაგრძელებ
თეატრში, კინოში მართალია, დღეს ჩვენს თეატრებს შედარებით ნაკლები მაყურებელი ჰყავს, მაგრამ თეატრი თეატრია და თავისი კანონები აქვს. რიგებს შორის მაყურებლისკენ სახემიმართულმა გაიარეთ. თუ დარბაზში ჯდება ორი წყვილი, ქალები შუაში უნდა დასხდნენ, მამაკაცები - ორივე მხარეს. სპექტაკლის (ან ფილმის მსვლელობის დროს) შეყვარებულებმა არ უნდა აიძულონ მათ უკან მსხდომი მაყურებლები, ერთდროულად ორ სანახაობას უცქირონ. დარბაზში კამფეტის, ნაყინის ან სხვა სასუსნავის ჭამა არ შეიძლება. თეატრში მიმავალმა ქალმა ბოროტად არ უნდა გამოიყენოს სუნამო. ბინოკლით მხოლოდ სცენას უყურებენ და არა მაყურებელს. დარბაზის დატოვება სპექტაკლის დამთავრებამდე უზრდელობაა, მაშინაც კი, თუ თქვენ არ მოგწონთ პიესა - ჩვენ ხომ სტუმრობის შემდეგ ყოველთვის ვემშვიდობებით დიასახლისს? ზემოთ ჩამოთვლილ "უსიამოვნებათა" გარდა კინოში კიდევ ერთი რამ გელით: სულსწრაფი მაყურებელი წინასწარ უამბობს თანამგზავრს "ახლა რა იქნება", თანაც, საკმაოდ ხმამაღლა. თქვენ შეგიძლიათ თავაზიანად გააჩუმოთ არამკითხე კომენტატორი. კინოში შეიძლება კანფეტის ან ბატიბუტის ჭამა, მაგრამ დანაგვიანების გარეშე. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 05:14 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი