რატომ ვუწოდებთ, მოძღვართ მამებს?, მათე 23; 8-12 |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რატომ ვუწოდებთ, მოძღვართ მამებს?, მათე 23; 8-12 |
მნათე |
Apr 23 2007, 06:55 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ხოლო თქვენ ნუ იწოდებით: რაბი; რადგან ერთია მოძღვარი თქვენი, ქრისტე; ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ. და მამას ნურავის უწოდებთ თქვენ ქვეყანაზე, რადგან ერთია მამა თქვენი, რომელიც არის ზეცაში. ნურც იწოდებით წინამძღვრებად, რადგან ერთია წინამძღვარი თქვენი - ქრისტე. ხოლო უდიდესი თქვენ შორის იყოს თქვენი მსახური. ხოლო ვინც აიმაღლებს თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავს, ამაღლდება.
====================================================== მოკლედ, გვერდზე ფორუმზე ერთმა ათეისტმა წამოჭრა ზემოთ ხსენებული და წითლად შეფერილი, საკითხი, რომელთან შესახვედრად გულწრფელად ვიტყვი - მოუმზადებელი აღმოვჩნდი, დიდი სიამოვნებით მოვისმენდი ეგზეგეზას -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
guest |
May 28 2008, 12:33 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
argani
ციტატა რატომ? დავწერე მე რატომაც. ... აბა ბიძია დავუძახოთ? მოკლედ, თუ მოგწონს მიიღე, თუ არადა უძახე შენ რაც გინდა, ეგ შენი საქმეა... პ.ს. ჩემს მოძღვარს იმიტომ ვეძახი ჩვეულებრივ სახელს, რომ სანამ მოძღვარი გახდებოდა, ახლობელი იყო და დამრჩა ეს მეც და მასაც ჩვეულებად, მაგრამ აღსარების დროს აუცილებლად ვეუბნები "ოჩე"-ს, როცა მივმართავ. ახლა ჩვენს ქალაქში კი მისი დისშვილია მღვდელი, მამა ალეკსა . მამა ლეკსა ყმაწვოლობაში სულ ჩემთან იყო სტუმრად,სანამ აკადემიაში ჩააბარებდა მანამდეც და იყო ჩემთვის ალეკსა; ამიტომ დღეს მას მე კიდევ ალეკსას ვეძახი. მაგრამ ვიმეორებ: სხვა უცნობ სასულიერო პირებს სახელით ვერ მივმართავ, ელემენტარულად ზრდილობის გამო,სხვა თუ არაფერი. ბატონო-ს კიდევ ვერ ვეტყვი, ვიცი რა ტრადიციულად მოძღვრები მამებად იწოდებიან. საკმარისია განმარტება? პ.ს. ყველას ერთ ქვაბში მოხარშვაში - კი ის ვიგულისხმე, აქ განკითხვები რომ მიდის, ზოგი მოძღვარი თითქოს ზემოდან უყურებს მრევლს და ა.შ., თუ ასეთები არსებობენ, იმათ გამო ყველას ნუ მიაკრავთ იარლიყს - ესეც მეორე განმარტება და გამგებელი გაიგებს |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 08:20 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი