პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
Irine |
Aug 25 2006, 09:00 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
ყველას ძალიან გთხოვთ, აქ დავწეროთ ნაწყვეტები პატრიარქის ქადაგებებიდან
ბედნიერის ის ადამიანი, რომელსაც ღვთის იმედი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს რწმენა, სიყვარული და სასოება. როცა ადამიანი კარგავს ყოველივე ამას, როცა საკუთარი ნებით მოქმედებს და სურს, თავისი ძალით მოიწყოს ბედნიერი ცხოვრება, ამ შემთხვევაში, ხშირად უფალი ადამიანს ან ერთს რაიმე მძიმე განსაცდელს უგზავნის. განსაცდელი ადამიანს იმიტომ კი არ მოევლინება, რომ ღმერთს მისი დასჯა სურს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ადამიანს რწმენა მოეცეს. უფალი ამ განსაცდელით ცდილობს ადამიანს თუ ერს ჭეშმარიტი სარწმუნოება დაუბრუნოს. * * * თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს. * * * ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი თქვენგანი მადლით სავსე გავიდეს ტაძრიდან. * * * ღრმა აზროვნებასთან ზიარება ბავშვს მეტად გაუადვილებს სხვა საგნების ათვისებას. ამასთან, ჩვენ აღვზრდით ნამდვილად ჭკვიან ახალგაზრდებს, რომლებიც იცხოვრებენ და იმოქმედებენ არა მხოლოდ ემოციებით, თავისუფალნი იქნებიან მაქსიმალიზმისაგან და ჩვენზე უფრო გონიერად, რწმენითა და სიმართლით წარმართავენ ცხოვრებას. * * * მე მხატვარი არ ვარ, მაგრამ ხატვის დროს ვისვენებ. ძალიან მძიმეა ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა, მასაც სჭირდება დასვენება, და ხატვა ამაში ძალიან მეხმარება. * * * თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლება ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი... * * * ჩვენ უპირველესად გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც შორს არიან ღვთისა და ეკლესიისაგან. მიმაჩნია, რომ ყველაზე გაჭირვებული სწორედ ისაა, ვინც ურწმუნოა, გზასაცდენილი და სხვასაც აცდენს. * * * როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება. -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
თეკლა |
Aug 30 2006, 02:24 PM
პოსტი
#2
|
დაკარგული :) ჯგუფი: Members პოსტები: 238 რეგისტრ.: 22-August 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 105 |
ზოგიერთი მშობელი არასწორად ზრდის თავის შვილებს: არ ასწავლის შრომას,თითქოსდა ენანება თავისი შვილი შრომისათვის. სინამდვილეში ამით ფაქტიურად ღუპავს მას. თქვენ მშრომელი, მლოცველი და მოსიყვარულე შვილები უნდა გაზარდოთ. შვილების თანდასწრებით არასდროს განიკითხოთ ვინმე _ მეზობელი იქნება თუ ნათესავი, ვინაიდან თქვენი შვილები მერე უარესს მოიმოქმედებენ. შვილებს მაგალითად მხოლოდ სიყვარული და სიკეთე უნდა აჩვენოთ. აი, ამაშია ბედნიერება. გისურვებთ, რომ მომავალში ბევრი სიკეთე აკეთოთ, ვინაიდან ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, ჭეშმარიტი სარწმუნოება, სიკეთე და სიყვარული გადაგვარჩენს
ჩვენ ძალიან დიდი ყურაღებით უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს _ ურთიერთობას მამებსა და შვილებს შორის. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა დღევანდელ პირობებში შვილები ასწავლიან მშობლებს ჭეშმარიტ სარწმუნოებას იმიტომ, რომ მშობლები ურწმუნოების პერიოდში არიან გაზრდილები. ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა შვილი იზრდება ქრისტიანულ, ეკლესიურ ოჯახში, მაგრამ ისეც ხდება, რომ შვილი ვერ ღებულობს რწმენას, სიკეთეს, სიყვარულს, თავმდაბლობას, მორჩილებას და სულ სხვა გზით მიდის. ამ სემთხვევაში ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, ჩვენ კვლავ შეგვიძლია მისი მოქცევა, მაგრამ არა მუქარით, ცემით და ჩხუბით, არამედ სიკეთით, ისევ შთაგონებით, სიყვარულით; ისევ უფროსმა უნდა გამოიჩინოს სიბრძნე და თავისი თავმდაბლობითა და სუყვარულით მოაქციოს თავისი შვილი. რა თქმა უნდა კარგია ცოდნის მიღება და სამსახური, მაგრამ იგი შვილების აღზრდას ვერ შეედრება. თუ ქალი სამსახურს ოჯახზე მაღლა აყენებს, ე.ი. მას დედობრივი სიყვარული აკლია, თუ მას ოჯახიდან განთავისუფლება სურს,ე.ი. ის მეუღლე აღარაა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ცოდნის მიღება საჭიროა, უფრო მეტიც, აუცილებელია, დედა განათლებული იყოს, მაგრამ ეს ცოდნა და განათლება, პირველ რიგსი თავის შვილებს უნდა მოახმაროს.დედამ უნდა ასწავლოს შვილებს წერა-კითხვა, პირჯვრის გადაწერა, ლოცვები, შთაუნერგოს ღვთისა და მოყვასის სიყვარული. რა შეიძლება იყოს ამაზე დიდი და საპატიო მოღვაწეობა? დღეს ერთ-ერთი უმძიმესი პრობლემაა ღირებულებათა გაუფასურებაც. ადამიანებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, არწმუნებენ, თითქოსდა სამშობლოს სიყვარული, უფროსისადმი პატივისცემა, პატიოსნად ცხოვრება(ენისა და სარწმუნოების დაცვა) და სხვა ჩვენი ერისათვის დამახასიათებელი ტრადიციები მოძველდა; არადა, როგორ შეიძლება მოძველდეს ის რაც მარადიულ ღირებულებებს წარმოადგენს. -------------------- გამითბეთ გული, გამიღიმეთ და გულში ჩამიკარით...ღმერთო ყოვლისმომცველი სიყვარულით ამავსე...
მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:44 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი