რატომ ვუწოდებთ, მოძღვართ მამებს?, მათე 23; 8-12 |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რატომ ვუწოდებთ, მოძღვართ მამებს?, მათე 23; 8-12 |
მნათე |
Apr 23 2007, 06:55 PM
პოსტი
#161
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ხოლო თქვენ ნუ იწოდებით: რაბი; რადგან ერთია მოძღვარი თქვენი, ქრისტე; ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ. და მამას ნურავის უწოდებთ თქვენ ქვეყანაზე, რადგან ერთია მამა თქვენი, რომელიც არის ზეცაში. ნურც იწოდებით წინამძღვრებად, რადგან ერთია წინამძღვარი თქვენი - ქრისტე. ხოლო უდიდესი თქვენ შორის იყოს თქვენი მსახური. ხოლო ვინც აიმაღლებს თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავს, ამაღლდება.
====================================================== მოკლედ, გვერდზე ფორუმზე ერთმა ათეისტმა წამოჭრა ზემოთ ხსენებული და წითლად შეფერილი, საკითხი, რომელთან შესახვედრად გულწრფელად ვიტყვი - მოუმზადებელი აღმოვჩნდი, დიდი სიამოვნებით მოვისმენდი ეგზეგეზას -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
argani |
May 2 2008, 12:17 AM
პოსტი
#162
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 15-January 07 წევრი № 859 |
ციტატა რატომ ვუწოდებთ, მოძღვართ მამებს?, იმიტომ რომ დაგვავიწყდა იესოს შეგონება თავმდაბალი იყავითო. იმიტომ რომ ამპარტავნებამ მღვდლებს აამა მათს ხელზე მრევლის მთხვევა და სხვადასხვა მიწიერი პატივი, რომელსაც ისინი არათუ არ თაკილობენ, პირიქით იშნობენ. ციტატა ერთია მოძღვარი თქვენი, ქრისტე; ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ. და მამას ნურავის უწოდებთ თქვენ ქვეყანაზე, რადგან ერთია მამა თქვენი, რომელიც არის ზეცაში. ნურც იწოდებით წინამძღვრებად, რადგან ერთია წინამძღვარი თქვენი - ქრისტე. ხოლო უდიდესი თქვენ შორის იყოს თქვენი მსახური. ხოლო ვინც აიმაღლებს თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავს, ამაღლდება. ისეო აქ ადვილად გასაგებია. ერიდეთ ამპარტავნებას, იყავით მდაბალნი და გამოურჩეველნი, ნუ შეიმოსებით ბრჭყვიალა ოქრომკედიანი სამოსით და ნუ მიიღებთ როგორც კუთვნილს ვინემს თქვენს წინ გართხმასო. იესოს არ უქვამს რახან ჩემი მოძღვრების გამაგრძლებენი ხართ, თქვენთვის გამონაკლისს გავაკეთებ და იწოდეთ მამადო. ახლა იესოს სიტყვების ვიღაცეებისთვის მოსარგებლად ჩორკნას დავიწყებთ, ყველაფერი შეიძლება ვათქმევინოთ მას. მაგრამ ეს არაა მისი მიმდევრების მიზანი. თუ ვცდები? სხვათაშორის პროტესტანტულმა ეკლესიებმა ეს შეცდომა გამოსწორეს და მოღძვრის ან მამის ნაცვლად 'პატივცემულს' ხმარობენ. პატივს კი ყველას ვცემთ ვინც დიდი მოძღვრის შეგონებას არ ამახინჯებს. |
seminaristi |
May 3 2008, 08:28 PM
პოსტი
#163
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 5-July 07 მდებარ.: წალენჯიხის რ-ნი. სოფ.საჩინო წევრი № 2,395 |
იმიტომ რომ დაგვავიწყდა იესოს შეგონება თავმდაბალი იყავითო. იმიტომ რომ ამპარტავნებამ მღვდლებს აამა მათს ხელზე მრევლის მთხვევა და სხვადასხვა მიწიერი პატივი, რომელსაც ისინი არათუ არ თაკილობენ, პირიქით იშნობენ. ისეო აქ ადვილად გასაგებია. ერიდეთ ამპარტავნებას, იყავით მდაბალნი და გამოურჩეველნი, ნუ შეიმოსებით ბრჭყვიალა ოქრომკედიანი სამოსით და ნუ მიიღებთ როგორც კუთვნილს ვინემს თქვენს წინ გართხმასო. იესოს არ უქვამს რახან ჩემი მოძღვრების გამაგრძლებენი ხართ, თქვენთვის გამონაკლისს გავაკეთებ და იწოდეთ მამადო. ახლა იესოს სიტყვების ვიღაცეებისთვის მოსარგებლად ჩორკნას დავიწყებთ, ყველაფერი შეიძლება ვათქმევინოთ მას. მაგრამ ეს არაა მისი მიმდევრების მიზანი. თუ ვცდები? სხვათაშორის პროტესტანტულმა ეკლესიებმა ეს შეცდომა გამოსწორეს და მოღძვრის ან მამის ნაცვლად 'პატივცემულს' ხმარობენ. პატივს კი ყველას ვცემთ ვინც დიდი მოძღვრის შეგონებას არ ამახინჯებს. ძალიან ბევრის ლაყბობის უფლებას აძლევ შენს თავს და კიდევ სხვებს სდებ ამპარტავნებაში ბრალს? კიდევ ერთხელ გეუბნებით: ამ ფორუმში არ არის ჯერჯერობით თქვენი ადგილი. თუ რამეს გარკვევა გინდათ, დასვით კითხვები, თუ არადა, ასეთი პრიმიტიული მტკიცებულებები თქვენი სექტანტობის შთაბეჭდილებებს ტოვებს. რაკი ასე თვითდაჯერებული ხარ შენს თავში, რომ, შენი აზრით, მამას ღმრთის გარდა არავის არ უნდა ვუწოდებდეთ, მიპასუხე კითხვაზე: მაცხოვარი ერთგან ფარისევლებსა თუ მწიგნობრებს ასე მიმართავს :"თქვენ შვილნი მამისა თქვენისა ეშმაკისანი ხართ". რატომ უწოდებს მაცხოვარი ეშმაკს მამას? -------------------- "Где нет православия, там нет спасения!" (Св. Игнатий (Брянчаниновь))
|
argani |
May 16 2008, 08:41 PM
პოსტი
#164
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 15-January 07 წევრი № 859 |
ძალიან ბევრის ლაყბობის უფლებას აძლევ შენს თავს და კიდევ სხვებს სდებ ამპარტავნებაში ბრალს? ამჯერად თვალს დავხუჭავ უზრდელად მიმართვაზე და მხოლო იმას ვიტყვი რომ აზრის გამოთქმა, განსაკუთრებით როცა ის დასაბუთებულია, ამპარტავნობა არანირად არაა. ხოლო ვიღაცეების შიშით აზრის არგამოთქმა შორს იყოს ყველა მოაზრონვე ადამინისგან. რაკი ასე თვითდაჯერებული ხარ შენს თავში, რომ, შენი აზრით, მამას ღმრთის გარდა არავის არ უნდა ვუწოდებდეთ, მიპასუხე კითხვაზე: მაცხოვარი ერთგან ფარისევლებსა თუ მწიგნობრებს ასე მიმართავს :"თქვენ შვილნი მამისა თქვენისა ეშმაკისანი ხართ". რატომ უწოდებს მაცხოვარი ეშმაკს მამას? ამას განმარტება არც კი უნდა მაგრამ ინებეთ მაინც, იესო ამბობს თქვენ, ფარისევლები თუ მწიგნობრები, თქვენი საქციელის გამო არა უფლის, არამედ ეშმაკის სულიერი შვილები ხართო, ისევე როგორც ღვთისმოსავი ადამიანის მამა ღმერთია. მაგრამ იესო იმას არ ეტყოდა ფარისევლებსა და მწიგნობრებს რომ ეშმაკი ეკლესიის მსახურებს მამა დაუძახეთო. ის მათაც იგივეს ეტყოდა რაც თავის მიმდევრებს უთხრა, თქვენი მამა ერთია, და მხოლდო მას უწოდეთ მამა, მისი მსახურებს კი უწოდეთ მსახური ან ძმა ანდა როგორც პროტესტანტები უწოდებენ პატივცემული ან რაღაც ამის მსგავსი. და ბოლოს, რა საფრთხე იმალება იმაში რომ ქრისტეს შეგონებისამებრ ეკლესიის მსახურებს ვუწოდოთ ძმა ან მოძღვარი (ის ვინც ღვთისკენ მიგვიძღვება) ან პატივცემული? |
seminaristi |
May 17 2008, 01:43 PM
პოსტი
#165
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 5-July 07 მდებარ.: წალენჯიხის რ-ნი. სოფ.საჩინო წევრი № 2,395 |
ამჯერად თვალს დავხუჭავ უზრდელად მიმართვაზე მე უზრდელად არ მიმიმართავს შენთვის. ასეთი მიმართვით მიგითითე იმაზე, რომ ღმრთის მიერ განდიდებულ წმიდანებსა და თვით ღმერთსაც აბუჩად აგდებით იხსენიებ (ეს ნამდვილად ლაყბობაა, დამერწმუნე, და უფო მეტიც). მე თავიდან თქვენობით მოგმართავდი, მაგრამ წმიდანებისადმი, ეკლესიის სწავლებისადმი ასეთი დამოკიდებულების გამო გითხარი ეს სიტყვები, რომ გონს მოსულიყავი. ციტატა განსაკუთრებით როცა ის დასაბუთებულია, არანაირი ლოგიკური დასაბუთება შენს ნაწერებში არ არის, დაიჯერე,ეს შენ გეჩვენება ასე. ციტატა ამას განმარტება არც კი უნდა მაგრამ ინებეთ მაინც, იესო ამბობს თქვენ, ფარისევლები თუ მწიგნობრები, თქვენი საქციელის გამო არა უფლის, არამედ ეშმაკის სულიერი შვილები ხართო, ისევე როგორც ღვთისმოსავი ადამიანის მამა ღმერთია. მე კიდევ ის გითხარი, რომ შენეული ლოგიკით თვით მაცხოვარსაც არ უნდა ეწოდებინა ეშმაკისთვის მამა, რაკი თვითონ ამბობს: "ნუ ვის ხადით მამითო", მე მიგითითე, რომ თვით მაცხოვარმაც კი "დაარღვია"–მეთქი თავისივე მცნება და ამიტომაც, ჩვენც გვაქვს უფლება ადამიანის მამად წოდებისა, რადგან წმიდა წერილის მიხედვით, პირველი ქრისტიანები ადამიანებს მამას უწოდებდნენ, რომელიც მრავალჯერ დასაბუთდა, მაგრამ შენ არანაირად არ გინდა იყოს ასე. -------------------- "Где нет православия, там нет спасения!" (Св. Игнатий (Брянчаниновь))
|
argani |
May 19 2008, 10:09 PM
პოსტი
#166
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 15-January 07 წევრი № 859 |
შენეული ლოგიკით თვით მაცხოვარსაც არ უნდა ეწოდებინა ეშმაკისთვის მამა, რაკი თვითონ ამბობს: "ნუ ვის ხადით მამითო", რატომ არ უნდა ეწოდებია როცა ეშმაკს ავსულთა საწყისად მოიაზრებდა, ისევე როგორც უფალს დანარჩეთა საწყისად? ის იტყოდა რომ მხოლოდ ეშმაკია მამა, ხოლო მისი ქურუმები ან მსახურები მხოლოდ მსახურები და არა მამებიო. იესოს ლოგიკა ძალიან მარტივია, ის ცდილობდა მსახურთა უსაზღვროდ გაამპარტავნება აღეკვეთა, ისინი მიწაზე მიეჯაჭა და არ დაევიწყებია მათთვის რომ პატივი სხვას ეგების. მაცნე და მოამბე მხოლოდ შუამავალია - აი ამას ამბობს იესო. sergi_glaxa ციტატა ბევრი მღვდელი მეფედ გრძნობს თავს . ასე იყო იესოს დროინდელ ებრაელებშიც, და სწორედ მისი წინააღმდეგ გაილაშქრა მან. სწორედ ამის გამო საგანაგებოდ აუკრძალა თავის მიმდევრებს თავიანთთვის მამად წოდება, ხელზე კოცნა და სხვა უცნაური საქციელი რომ არ ვახსენოთ. რა დააკლდება დღევანდელ მღვდლებს ეს რომ არ გააკეთონ, გარდა მათი მიწიერი პატივისა? |
seminaristi |
May 28 2008, 09:57 AM
პოსტი
#167
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 5-July 07 მდებარ.: წალენჯიხის რ-ნი. სოფ.საჩინო წევრი № 2,395 |
მაცნე და მოამბე მხოლოდ შუამავალია - აი ამას ამბობს იესო. მოდი, კითხვა-პასუხის ფორმით ვისაუბროთ. ვფიქრობ, ასე უფრო ნათლად წარმოჩნდება ეს საკითხი. მე კითხვებს დაგისვამ, შენ კი მიპასუხე. შენ, როგორც შენი პოსტები მოწმობს, სრულ ჭეშმარიტებად მიგაჩნია ქრისტეს ყველა სიტყვა (თუ ეს მართლა ასეა, ძალიან კარგი). ამიტომაც გკითხავ: საიდან, რის საფუძველზე გწამს მაცხოვრის, როგორც ისტორიული პიროვნების არსებობისა? -------------------- "Где нет православия, там нет спасения!" (Св. Игнатий (Брянчаниновь))
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 02:02 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი