IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სიზმარი და ინტუიცია, ამოუცნობი ფენომენი თუ ახსნადი მოვლენა?
guest
პოსტი Apr 5 2008, 09:37 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ძალიან დიდ ხანს ვეძებე მსგავსი თემა და ვერ ვნახე,ამიტომ მომიტევეთ თუ მაინც არსებობს და მიუერთეტ მას.

მოკლედ, აქ მინდა შევეხო პირადად ჩემთვის ამოუცნობ მოვლენას, რასაც სიზმარი ქვია,ასევე გარკვეულად ინტუიციას ანუ რაღაცის წინათგრძნობას.

პირადი ცხოვრებიდან და გამოცდილებიდან იმის თქმა შემიძლია, რომ ადრეული სიყრმაწვილიდან მქონია უცნაური სიზმრები, რომლებიც თითქმის ალეგორიის გარეშე ამხდარა, ასევე წინათგრძნობა წინმდებარე მოვლენების მიმართ, იქნებოდა ეს სასიხარულო თუ სამწუხარო შემთხვევები.

როდესაც რწმენაში შევედი, ვეცდებოდი უგულვებელყოფა მომეხდინა საკუთარ თავში ჩემი სიზმრების ასეთი "გაცხადებისა", მუდამ ვარწმუნებდი თავს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ შემთხვევითობაა, მიუხედავად მათი ინტენსიურობისა.

2006 წლის აგვისტოში კი მესიზმრა ერთი სიზმარი, რომელიც ახდა და რომელმაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა,როდესაც უკვე მართლა გარდაუვალი იყო ამ ფიქრების აღიარება, რომ შეუძლებელია ამხელა სიზუსტით მხოლოდ შემთხვევითობა ყოფილიყო.

უახლესი ფაქტი კი რამდენიმე დღის წინ მქონდა, რამაც გადამაწყვეტინა დღეს თქვენთვის მომემართა და თქვენი აზრი მომესმინა.

ეს მოხდა 31 მარტს, მაგრამ მანამდე რამდენიმე დღით ადრე საოცარი ცუდი შგრძნება მქონდა, სერბიაში ვიყავი სოფელში, გული მიჩქარდებოდა, ისარივით მესობოდა რაღაც ნაღველი და პანიკა, ფიქრებს თავს ვარიდებდი, რომ ეს "ის" არის, ჩემთვის ცნობილი ინტუიცია, ვლოცულობდი და გამუდმებით ვიმეორებდი იესოს ლოცვებს. თავს ვამშვიდებდი, რომ გადაღლილი ვარ ფსიქიურად, დიდი ბავშვები რომ ჩემს გარეშე არიან ვნერვიულობ, ფიზიკურადაც დავიღალე,საგაზაფხულო სამუშაოების გამო და ასევე ალბათ ვიძაბები მოსალოდნელი ომის შიშის გამო. 31 მარტს კი, წამოსვლის წინა ღამეს (დეტალებს არ შევეხები) მესიზმრა ჩემი გარდაცვლილი მამა, რომელმაც მითხრა, რომ მე ხვალ ანუ 1 აპრილს გზას არ დავდგომოდი, გადამედო წასვლა და მე ვუთხარი, აუცილებლად უნდა წავიდე,სხვა გამოსავალი არ მაქვს თქვა. მამამ კი მიპასუხა, ცუდია,მაგრამ რახან არ იშლი, შენს დას ვთხოვ რომ მოგეხმაროსო (ალბათ ლოცვას გულისხმობდა sad.gif ),მაგრამ იცოდე, სისხლს მაინც ნახავო. ეს თქვა და დაღონებული გამშორდა.

თან ძალიან სტრესული სიტუაცია მქონდა, ამჯერად მარტოდ უნდა ჩავსულიყავი ბელგრადში, ისიც ავტობუსით,დიდი ჩანთებით და ასე წვალებით რა ვიცი, იქიდან კი ჩვეულებრივი რეისის ავტობუსით გერმანიაში გამოვმგზავრებულიყავი, რაც ძალიან მაწუხებდა. ამიტომ დილასაც ჩემი ეს განწყობა ამას მივაწერე.

ბევრს აღარ გავაგრძელებ და ვიტყვი, რომ ჩემი სიზმარი ახლაც არ "დაცემულა ძირს", უნგრეთში მოუხდა ჩვენს ავტობუსს საშინელი ავარია, რომელმაც 18 წლის გოგონას სიცოცხლე შეიწირა sad.gif სისხლიც ვნახე და საშინელებაც: ჩემს თვალწინ "ფრინავდა" ამ ბავშვის სხეულის ნაწილები sad.gif sad.gif აღარ დავკონკრეტდები...

ეს ბოლო შემტხვევა რაღაც ყველაზე უცნაურად მეჩვენა და მინდა გთხოვოთ, იქნებ განვიხილოთ, რა ხდება ამ დროს, რა არის სიზმარი,საიდან მოდის? სულის ამბავია თუ სამშვინელის? უკვე აღარ ვიცი, ვეცადო თუ არა კიდევ შემთხვევითობას მივაწერო. ან იქნებ თქვენც გქონიათ მსგავსი შემთხვევები.

დიდი მადლობა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
llaasshhaa
პოსტი May 28 2008, 11:42 PM
პოსტი #2


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



ციტატა
ძალიან დიდ ხანს ვეძებე მსგავსი თემა და ვერ ვნახე,ამიტომ მომიტევეთ თუ მაინც არსებობს და მიუერთეტ მას.

მოკლედ, აქ მინდა შევეხო პირადად ჩემთვის ამოუცნობ მოვლენას, რასაც სიზმარი ქვია,ასევე გარკვეულად ინტუიციას ანუ რაღაცის წინათგრძნობას.

პირადი ცხოვრებიდან და გამოცდილებიდან იმის თქმა შემიძლია, რომ ადრეული სიყრმაწვილიდან მქონია უცნაური სიზმრები, რომლებიც თითქმის ალეგორიის გარეშე ამხდარა, ასევე წინათგრძნობა წინმდებარე მოვლენების მიმართ, იქნებოდა ეს სასიხარულო თუ სამწუხარო შემთხვევები.

როდესაც რწმენაში შევედი, ვეცდებოდი უგულვებელყოფა მომეხდინა საკუთარ თავში ჩემი სიზმრების ასეთი "გაცხადებისა", მუდამ ვარწმუნებდი თავს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ შემთხვევითობაა, მიუხედავად მათი ინტენსიურობისა.

2006 წლის აგვისტოში კი მესიზმრა ერთი სიზმარი, რომელიც ახდა და რომელმაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა,როდესაც უკვე მართლა გარდაუვალი იყო ამ ფიქრების აღიარება, რომ შეუძლებელია ამხელა სიზუსტით მხოლოდ შემთხვევითობა ყოფილიყო.

უახლესი ფაქტი კი რამდენიმე დღის წინ მქონდა, რამაც გადამაწყვეტინა დღეს თქვენთვის მომემართა და თქვენი აზრი მომესმინა.

ეს მოხდა 31 მარტს, მაგრამ მანამდე რამდენიმე დღით ადრე საოცარი ცუდი შგრძნება მქონდა, სერბიაში ვიყავი სოფელში, გული მიჩქარდებოდა, ისარივით მესობოდა რაღაც ნაღველი და პანიკა, ფიქრებს თავს ვარიდებდი, რომ ეს "ის" არის, ჩემთვის ცნობილი ინტუიცია, ვლოცულობდი და გამუდმებით ვიმეორებდი იესოს ლოცვებს. თავს ვამშვიდებდი, რომ გადაღლილი ვარ ფსიქიურად, დიდი ბავშვები რომ ჩემს გარეშე არიან ვნერვიულობ, ფიზიკურადაც დავიღალე,საგაზაფხულო სამუშაოების გამო და ასევე ალბათ ვიძაბები მოსალოდნელი ომის შიშის გამო. 31 მარტს კი, წამოსვლის წინა ღამეს (დეტალებს არ შევეხები) მესიზმრა ჩემი გარდაცვლილი მამა, რომელმაც მითხრა, რომ მე ხვალ ანუ 1 აპრილს გზას არ დავდგომოდი, გადამედო წასვლა და მე ვუთხარი, აუცილებლად უნდა წავიდე,სხვა გამოსავალი არ მაქვს თქვა. მამამ კი მიპასუხა, ცუდია,მაგრამ რახან არ იშლი, შენს დას ვთხოვ რომ მოგეხმაროსო (ალბათ ლოცვას გულისხმობდა ),მაგრამ იცოდე, სისხლს მაინც ნახავო. ეს თქვა და დაღონებული გამშორდა.

თან ძალიან სტრესული სიტუაცია მქონდა, ამჯერად მარტოდ უნდა ჩავსულიყავი ბელგრადში, ისიც ავტობუსით,დიდი ჩანთებით და ასე წვალებით რა ვიცი, იქიდან კი ჩვეულებრივი რეისის ავტობუსით გერმანიაში გამოვმგზავრებულიყავი, რაც ძალიან მაწუხებდა. ამიტომ დილასაც ჩემი ეს განწყობა ამას მივაწერე.

ბევრს აღარ გავაგრძელებ და ვიტყვი, რომ ჩემი სიზმარი ახლაც არ "დაცემულა ძირს", უნგრეთში მოუხდა ჩვენს ავტობუსს საშინელი ავარია, რომელმაც 18 წლის გოგონას სიცოცხლე შეიწირა სისხლიც ვნახე და საშინელებაც: ჩემს თვალწინ "ფრინავდა" ამ ბავშვის სხეულის ნაწილები აღარ დავკონკრეტდები...

ეს ბოლო შემტხვევა რაღაც ყველაზე უცნაურად მეჩვენა და მინდა გთხოვოთ, იქნებ განვიხილოთ, რა ხდება ამ დროს, რა არის სიზმარი,საიდან მოდის? სულის ამბავია თუ სამშვინელის? უკვე აღარ ვიცი, ვეცადო თუ არა კიდევ შემთხვევითობას მივაწერო. ან იქნებ თქვენც გქონიათ მსგავსი შემთხვევები.

დიდი მადლობა




ციტატა
ერთხელ ექსკურსიაზე მივდიოდით მთელი კლასი შიომღვიმეში,დილით როცა გავიღვიძე დედაცემი მოვდა და მეუბება, სიზმარში ვნახე ძალიან ცუდი რაღაცეები გთხოვ არ წახვიდეო,გამიკვირდა რა ხდებათქო,სიზმარში ვნახე ავარიაში მოყევით ყველაო და გთხოვ არ წახვიდეთ სხვებსაც უთხარიო,მეუბნება ვხედავდი თქვენი ავტობუსი როგორ ეხეთქებოდა ხეებს მერე ამოყირავდით ხევში ვარდებოდითო მაგრამ რაღაცა ძალამ უკან ამოგიყვანა და არ დაშავდითო ,მაგრამ ავარია მაინც მოხდაო.
შევეცადე დედაცემი დამემშვიდებინა და ვეუბნებოდი სიზმრებს ნუ დაუჯერებთქო, სისულელეთ ჩავთვალე იქნებ პირიქტით ეშმაკს უნდა რომ ასეთ წმინდა ადგილებზე არ მივიდეთტქო და თავი გამოვიდე მივდივა მაინც და არც არავის ვეტყვი არაფერს ,რომ არავინ შევაშინო ტყუილადთქო. დედაჩემმა რომ ვერ გადამაფიქრებინა ჩაიცვა და ჩემთან ერთად წამოვიდა.
ავედით მთელი კლასი შიომღვიმეში იქედან სანამ წამოვიდოდით ,კლასელმა ბიჭებმა ხეების ტოტები დაამტვრიეს ეკლესიის ეზოდან და გოგოებს ყვავილების ბუკეთები გაგვიკეთეს, ეს რომ დაინახა რელიგიის მასწავლებელმა ძალიან გაგვიბრაზდა ეს რა ქენითო ,მაგრამ აზრი აღარ ქონდა იქაც არ დავტოვეთ და მაინც წამოვიღეთ, დედაჩემი მთელი გზა ლოცვებს კითხულობდა და მოუსვენრობა ქონდა ვატყობდი.იქედან წამოვედით თუ არა ,უცებ ავტობუსმა კონტროლი დაკარგა,მძღოლს არ უნდოდა შეგვშინებოდა მაგრამ ყვეა მივხვდით რაღა ისე რომ ვერ იყო, საშინელი სისწრაფით ოვქრივართ,მარჯვენა ხარეს ხევია უშველკებელი მარცხენა მხარეს კლდე და მივქრივართ ამ წვრილ ტრასაზე, როგორც შემდეგ დედაჩემმა მითხრა სადაც ავტობუს უმართავი გახდა სწორედ ის ადგილი უნახავს სიზმარში.
მძღოლმა ბენზინის დასაზოგად გამორთო ავტობუსი და მოვგორავდით თავიდან მაგრამ მერე სიჩქარეში ვეღარ ჩააგდო და მოვწყდით ადგილს.დაახლოებით ნახევარი საათი ასე ვირბინეთ, მერე მძღოლმა ტყეში შეაგდო ავტობუსი იფიქრა ხეს დავეჯახებით და რბილად ამოვყირავდებიტო, მაგრამ უარესი იყო,ხეების ტოტები მინებზე ეხეთქებოდა ,შუშები ილეწებოდა გვეყრებოდა და ვიჭრებოდით.მცხეთის ცენთრში რომ ჩამოვქანდით ,განათების ბეტონის ბოძს დავეჯახეთ,ის ხმა არასდროს დამავიწყდება რაღაც საშინელება ხდებოდა, 2 ბრუნი გააკეთა ამ მთელი სისწრაფით გამოქანებულმა ავტობუსმა,ერთი იმას ვგრძნობდი რომ ხან ზევით ვიყავი ხან ქვევით, ყველა ერთმანეთში ავირ დავირიეთ, რაღაც ენითაუწერელი საშინელება დატრიალდა რამდენიმე წამში,ეს განათების ბოძი მოტყდა და ავტობუსს ზემოდან დაგვეცა,მე გონება დავკარგე ,როცა გამოვფხიზლდი ყველა ერთმანეთს უვლიდა ზედ ,დიდი ალიაქოთი იყო.ავტობუსის კარებს ვერავინ პოულობდა რომ გარეთ გასულიყო, ავტობუსის შუშებიდან ძვრებოდნენ რომ როგორმე გაესწროთ რისთვის? იმისთვის რომ ავტობუსი აფეთქების პირას იყო.ხალხი მოსახლეობა მცხეთის გარედან გვიყვვიროდნენ ,მალე გამოდით შეიძლება აფეთქდესო, ავტობუსს ზემოდან კიდევ გადაშიშვლებული დენის კაბელები გვეყარა, რომელიც განათების ბოძს ქონდა.
იცით რა მოხდა მერე? ყველა გამოგვიყვანეს,დაახლოებით 35 ადამიანი ,მხოლოდ შუშებისგან ვიყავით დაჭრილები, ზოგს ტვინის შერყევა გვქონდა ,ზოგს ხელები და ფეხები დაჭრილი ,ერთს ხელი მოტეხილი, მაგრამ მადლობა უფალს რომ არავინ დავიღუპეთ, ეს ნამდვილად სასწაული იყო,ასეთი ავარიის მერე. ხალხი გაოგნებული იყო თვითონ მოსახლეობა მცხეთისა იმიტომ რომ კიდევ ერთი სასწაული გვითხრეს.
როცა თქვენ განათების ბოძს დაეჯახეთ მაგ მომენტში შუქი გამოირთოო,( დააკვირდით)შუქი იმ მიზეზით კი არ გამოირთო რომ ჩვენ დავეჯახეთ ბოძს, არამედ თელასიდან გამოირთო,ზუსტად იმ წამს როცა დავეჯახეთ, წარმოიდგინეთ შუქი რომ არ გამორთულიყო 100% ავფეთქდებოდით,მიუხედავად იმისა რომ ფეთქების ალბათობა ისედაც დიდი იყო ,საყვავი იღვრებოდა და ასე შემდეგ.
აი ესეც დედაჩემის სიზმარი


გამაჟრიალა sad.gif


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
staywhite   სიზმარი და ინტუიცია   Apr 5 2008, 09:37 AM
ekato   ეხლა დაძინებას ვაპ...   Apr 6 2008, 01:46 AM
staywhite   ეკატო, არც მე წავიდ...   Apr 6 2008, 01:57 AM
neo   ამის მშემდეგ არ ნი...   Apr 6 2008, 02:13 AM
staywhite   ნეო, სწორედ მაგის გ...   Apr 6 2008, 02:20 AM
შოთაძე   ძალიან ხშირად მიხდ...   Apr 6 2008, 02:39 AM
mari touchet   რა კაია რო სიზმრებ...   Apr 6 2008, 01:37 PM
Misha Songulashvili   staywhite რწმენადა სიზმ...   Apr 6 2008, 02:27 PM
misdevs mela loms   მთავარია სიზმრის მ...   Apr 6 2008, 02:47 PM
staywhite   მიშა, გეთანხმები. ჩ...   Apr 6 2008, 09:11 PM
miss sevda   ერთხელ ექსკურსიაზ...   Apr 6 2008, 09:38 PM
staywhite   miss sevda :მპუა: უაფალი გ...   Apr 6 2008, 09:42 PM
miss sevda   miss sevda :მპუა: უაფალი გ...   Apr 6 2008, 09:45 PM
ekato   miss sevda რა საოცარი ამბ...   Apr 6 2008, 11:38 PM
ketino   სიზმარს რელიგია სხ...   Apr 7 2008, 12:14 AM
staywhite   სიზმარს რელიგია ს...   Apr 7 2008, 12:35 AM
llaasshhaa   გამაჟრიალა :(   May 28 2008, 11:42 PM
nino_ni   ზუსტად :( ისე კი მე ნ...   May 28 2008, 11:54 PM
nuca_ge   არასოდეს მესიზმრე...   May 28 2008, 11:57 PM
შოთაძე   არასოდეს მესიზმრე...   May 29 2008, 12:00 AM
nuca_ge   მაგარი ბედნიერება...   May 29 2008, 12:09 AM
natia.   მეც დამაჟრიალა, ღმ...   May 29 2008, 10:42 AM
მაშიკო   სიზმარი მეც ბერჯერ...   Aug 5 2009, 06:11 PM
ნაინა   სიზმარს ხშირად ვნა...   Aug 5 2009, 07:43 PM
გიორგი   ნაინა დაახლოებით 1...   Aug 10 2009, 02:47 PM
ნონა   ალბათ ხელოვნურად ...   Aug 10 2009, 03:05 PM
staywhite   ნაინა მე არ მაქვს ს...   Aug 5 2009, 07:45 PM
qetevani-82   staywhite :(   Aug 5 2009, 07:46 PM
მაშიკო   ნაინა საწინააღმდე...   Aug 5 2009, 08:19 PM
ნაინა   მაშიკო კი იქნებოდ...   Aug 5 2009, 08:28 PM
მაშიკო   ნაინა იქნებ აქაურ ...   Aug 5 2009, 08:33 PM
qetevani-82   ჩემი სიზმრებიც სუ...   Aug 5 2009, 08:33 PM
ნაინა   მაშიკო ხო, მაგრამ მ...   Aug 5 2009, 08:36 PM
მაშიკო   qetevani-82 ერთხელ მითხრა ...   Aug 5 2009, 08:42 PM
ნონა   ნაინა რა საოცარი ი...   Aug 10 2009, 11:41 AM
გიორგი   ნონა ძლიერ სამწუხ...   Aug 10 2009, 01:50 PM
ნონა   [b]ნონა ...მაგრამ მთლ...   Aug 10 2009, 02:37 PM
გიორგი   [b]სიზმარი [size=2]სიზმა...   Aug 10 2009, 01:39 PM
გიორგი   ნონა მაინც? ინფორმ...   Aug 10 2009, 03:10 PM
ნონა   ნონა მაინც? ინფორმ...   Aug 10 2009, 03:24 PM
iobi   ჩემი ბაბუა რომ გარ...   Aug 10 2009, 03:12 PM
გიორგი   iobi არადა საზვერეებ...   Aug 10 2009, 03:20 PM
ნონა   მე ხანდახანაც არ მ...   Aug 10 2009, 03:34 PM
iobi   სიზმრებიც კაი უბედ...   Aug 10 2009, 03:32 PM
გიორგი   ნონა დანარჩენი თა...   Aug 10 2009, 03:33 PM
ნონა   [b]ნონა დანარჩენი თ...   Aug 10 2009, 03:48 PM
გიორგი   ნონა You think so... :) I don't th...   Aug 10 2009, 03:41 PM
გიორგი   ნონა მეტი არგუმენტ...   Aug 10 2009, 03:55 PM
ნონა   ნონა მეტი არგუმენ...   Aug 10 2009, 04:07 PM
გიორგი   ნონა ყოვლისმცოდნო...   Aug 10 2009, 04:21 PM
ნონა   ყოვლისმცოდნოლოგი ...   Aug 10 2009, 04:29 PM
kato_Bato   ნონა ნონა თქვენ ქვ...   Aug 10 2009, 04:30 PM
ნონა   :o ჩემი ბრალი იყო :( მ...   Aug 10 2009, 04:34 PM
afxazi   გიორგი ეს ნათქვამ...   Aug 10 2009, 04:41 PM
კანონისტი   afxazi ამ თემას არ ეხებ...   Aug 10 2009, 04:52 PM
afxazi   კანონისტი ამაში გ...   Aug 10 2009, 04:54 PM
კანონისტი   afxazi მაშ, ვინღაა ჰაერ...   Aug 10 2009, 04:58 PM
ნონა   დათ შენი არგუმენტ...   Aug 10 2009, 05:07 PM
კანონისტი   ნონა შენ კი თქვი გა...   Aug 10 2009, 05:09 PM
ნონა   ნონა შენ კი თქვი გა...   Aug 10 2009, 05:20 PM
afxazi   კანონისტი კიდევ ე...   Aug 10 2009, 05:11 PM
მაშიკო   3 ღამეა ისთი სიზმრე...   Aug 14 2009, 12:14 PM
ნაინა   მაშიკო შენც უბალი...   Aug 14 2009, 12:17 PM
მაშიკო   ნაინა უბალიშოდ დაძ...   Aug 14 2009, 05:04 PM
ქევანა   ქვეცნობიერმა ლოგი...   Aug 14 2009, 05:24 PM
asmoo   არ მჯერა სიზმრების   Aug 20 2009, 08:18 PM
tam_ooo   სიზმრის ახსნა ცრუ ...   Aug 28 2009, 05:31 PM
peritoniti   მე მჯერა სიზმრების...   Dec 5 2010, 08:11 AM
Giorgi Dolidze   peritoniti გამოცხადება ს...   Dec 20 2013, 04:02 PM
marine   "იოანე პეტრიწი აღ...   Dec 14 2015, 10:59 AM
marine   „ზოგჯერ შეიძლება ჩ...   Dec 14 2015, 11:29 AM
marine   "ამგვარადვე წერს ...   Oct 4 2016, 03:11 PM
marine   "წმინდა მამები ამ...   Oct 5 2016, 06:21 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th May 2024 - 02:37 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი