სიზმარი და ინტუიცია, ამოუცნობი ფენომენი თუ ახსნადი მოვლენა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიზმარი და ინტუიცია, ამოუცნობი ფენომენი თუ ახსნადი მოვლენა? |
guest |
Apr 5 2008, 09:37 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ძალიან დიდ ხანს ვეძებე მსგავსი თემა და ვერ ვნახე,ამიტომ მომიტევეთ თუ მაინც არსებობს და მიუერთეტ მას.
მოკლედ, აქ მინდა შევეხო პირადად ჩემთვის ამოუცნობ მოვლენას, რასაც სიზმარი ქვია,ასევე გარკვეულად ინტუიციას ანუ რაღაცის წინათგრძნობას. პირადი ცხოვრებიდან და გამოცდილებიდან იმის თქმა შემიძლია, რომ ადრეული სიყრმაწვილიდან მქონია უცნაური სიზმრები, რომლებიც თითქმის ალეგორიის გარეშე ამხდარა, ასევე წინათგრძნობა წინმდებარე მოვლენების მიმართ, იქნებოდა ეს სასიხარულო თუ სამწუხარო შემთხვევები. როდესაც რწმენაში შევედი, ვეცდებოდი უგულვებელყოფა მომეხდინა საკუთარ თავში ჩემი სიზმრების ასეთი "გაცხადებისა", მუდამ ვარწმუნებდი თავს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ შემთხვევითობაა, მიუხედავად მათი ინტენსიურობისა. 2006 წლის აგვისტოში კი მესიზმრა ერთი სიზმარი, რომელიც ახდა და რომელმაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა,როდესაც უკვე მართლა გარდაუვალი იყო ამ ფიქრების აღიარება, რომ შეუძლებელია ამხელა სიზუსტით მხოლოდ შემთხვევითობა ყოფილიყო. უახლესი ფაქტი კი რამდენიმე დღის წინ მქონდა, რამაც გადამაწყვეტინა დღეს თქვენთვის მომემართა და თქვენი აზრი მომესმინა. ეს მოხდა 31 მარტს, მაგრამ მანამდე რამდენიმე დღით ადრე საოცარი ცუდი შგრძნება მქონდა, სერბიაში ვიყავი სოფელში, გული მიჩქარდებოდა, ისარივით მესობოდა რაღაც ნაღველი და პანიკა, ფიქრებს თავს ვარიდებდი, რომ ეს "ის" არის, ჩემთვის ცნობილი ინტუიცია, ვლოცულობდი და გამუდმებით ვიმეორებდი იესოს ლოცვებს. თავს ვამშვიდებდი, რომ გადაღლილი ვარ ფსიქიურად, დიდი ბავშვები რომ ჩემს გარეშე არიან ვნერვიულობ, ფიზიკურადაც დავიღალე,საგაზაფხულო სამუშაოების გამო და ასევე ალბათ ვიძაბები მოსალოდნელი ომის შიშის გამო. 31 მარტს კი, წამოსვლის წინა ღამეს (დეტალებს არ შევეხები) მესიზმრა ჩემი გარდაცვლილი მამა, რომელმაც მითხრა, რომ მე ხვალ ანუ 1 აპრილს გზას არ დავდგომოდი, გადამედო წასვლა და მე ვუთხარი, აუცილებლად უნდა წავიდე,სხვა გამოსავალი არ მაქვს თქვა. მამამ კი მიპასუხა, ცუდია,მაგრამ რახან არ იშლი, შენს დას ვთხოვ რომ მოგეხმაროსო (ალბათ ლოცვას გულისხმობდა ),მაგრამ იცოდე, სისხლს მაინც ნახავო. ეს თქვა და დაღონებული გამშორდა. თან ძალიან სტრესული სიტუაცია მქონდა, ამჯერად მარტოდ უნდა ჩავსულიყავი ბელგრადში, ისიც ავტობუსით,დიდი ჩანთებით და ასე წვალებით რა ვიცი, იქიდან კი ჩვეულებრივი რეისის ავტობუსით გერმანიაში გამოვმგზავრებულიყავი, რაც ძალიან მაწუხებდა. ამიტომ დილასაც ჩემი ეს განწყობა ამას მივაწერე. ბევრს აღარ გავაგრძელებ და ვიტყვი, რომ ჩემი სიზმარი ახლაც არ "დაცემულა ძირს", უნგრეთში მოუხდა ჩვენს ავტობუსს საშინელი ავარია, რომელმაც 18 წლის გოგონას სიცოცხლე შეიწირა სისხლიც ვნახე და საშინელებაც: ჩემს თვალწინ "ფრინავდა" ამ ბავშვის სხეულის ნაწილები აღარ დავკონკრეტდები... ეს ბოლო შემტხვევა რაღაც ყველაზე უცნაურად მეჩვენა და მინდა გთხოვოთ, იქნებ განვიხილოთ, რა ხდება ამ დროს, რა არის სიზმარი,საიდან მოდის? სულის ამბავია თუ სამშვინელის? უკვე აღარ ვიცი, ვეცადო თუ არა კიდევ შემთხვევითობას მივაწერო. ან იქნებ თქვენც გქონიათ მსგავსი შემთხვევები. დიდი მადლობა |
llaasshhaa |
May 28 2008, 11:42 PM
პოსტი
#2
|
ლაშა ქებაძე ჯგუფი: Members პოსტები: 3,929 რეგისტრ.: 18-November 07 მდებარ.: საქართველო წევრი № 3,209 |
ციტატა ძალიან დიდ ხანს ვეძებე მსგავსი თემა და ვერ ვნახე,ამიტომ მომიტევეთ თუ მაინც არსებობს და მიუერთეტ მას. მოკლედ, აქ მინდა შევეხო პირადად ჩემთვის ამოუცნობ მოვლენას, რასაც სიზმარი ქვია,ასევე გარკვეულად ინტუიციას ანუ რაღაცის წინათგრძნობას. პირადი ცხოვრებიდან და გამოცდილებიდან იმის თქმა შემიძლია, რომ ადრეული სიყრმაწვილიდან მქონია უცნაური სიზმრები, რომლებიც თითქმის ალეგორიის გარეშე ამხდარა, ასევე წინათგრძნობა წინმდებარე მოვლენების მიმართ, იქნებოდა ეს სასიხარულო თუ სამწუხარო შემთხვევები. როდესაც რწმენაში შევედი, ვეცდებოდი უგულვებელყოფა მომეხდინა საკუთარ თავში ჩემი სიზმრების ასეთი "გაცხადებისა", მუდამ ვარწმუნებდი თავს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ შემთხვევითობაა, მიუხედავად მათი ინტენსიურობისა. 2006 წლის აგვისტოში კი მესიზმრა ერთი სიზმარი, რომელიც ახდა და რომელმაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა,როდესაც უკვე მართლა გარდაუვალი იყო ამ ფიქრების აღიარება, რომ შეუძლებელია ამხელა სიზუსტით მხოლოდ შემთხვევითობა ყოფილიყო. უახლესი ფაქტი კი რამდენიმე დღის წინ მქონდა, რამაც გადამაწყვეტინა დღეს თქვენთვის მომემართა და თქვენი აზრი მომესმინა. ეს მოხდა 31 მარტს, მაგრამ მანამდე რამდენიმე დღით ადრე საოცარი ცუდი შგრძნება მქონდა, სერბიაში ვიყავი სოფელში, გული მიჩქარდებოდა, ისარივით მესობოდა რაღაც ნაღველი და პანიკა, ფიქრებს თავს ვარიდებდი, რომ ეს "ის" არის, ჩემთვის ცნობილი ინტუიცია, ვლოცულობდი და გამუდმებით ვიმეორებდი იესოს ლოცვებს. თავს ვამშვიდებდი, რომ გადაღლილი ვარ ფსიქიურად, დიდი ბავშვები რომ ჩემს გარეშე არიან ვნერვიულობ, ფიზიკურადაც დავიღალე,საგაზაფხულო სამუშაოების გამო და ასევე ალბათ ვიძაბები მოსალოდნელი ომის შიშის გამო. 31 მარტს კი, წამოსვლის წინა ღამეს (დეტალებს არ შევეხები) მესიზმრა ჩემი გარდაცვლილი მამა, რომელმაც მითხრა, რომ მე ხვალ ანუ 1 აპრილს გზას არ დავდგომოდი, გადამედო წასვლა და მე ვუთხარი, აუცილებლად უნდა წავიდე,სხვა გამოსავალი არ მაქვს თქვა. მამამ კი მიპასუხა, ცუდია,მაგრამ რახან არ იშლი, შენს დას ვთხოვ რომ მოგეხმაროსო (ალბათ ლოცვას გულისხმობდა ),მაგრამ იცოდე, სისხლს მაინც ნახავო. ეს თქვა და დაღონებული გამშორდა. თან ძალიან სტრესული სიტუაცია მქონდა, ამჯერად მარტოდ უნდა ჩავსულიყავი ბელგრადში, ისიც ავტობუსით,დიდი ჩანთებით და ასე წვალებით რა ვიცი, იქიდან კი ჩვეულებრივი რეისის ავტობუსით გერმანიაში გამოვმგზავრებულიყავი, რაც ძალიან მაწუხებდა. ამიტომ დილასაც ჩემი ეს განწყობა ამას მივაწერე. ბევრს აღარ გავაგრძელებ და ვიტყვი, რომ ჩემი სიზმარი ახლაც არ "დაცემულა ძირს", უნგრეთში მოუხდა ჩვენს ავტობუსს საშინელი ავარია, რომელმაც 18 წლის გოგონას სიცოცხლე შეიწირა სისხლიც ვნახე და საშინელებაც: ჩემს თვალწინ "ფრინავდა" ამ ბავშვის სხეულის ნაწილები აღარ დავკონკრეტდები... ეს ბოლო შემტხვევა რაღაც ყველაზე უცნაურად მეჩვენა და მინდა გთხოვოთ, იქნებ განვიხილოთ, რა ხდება ამ დროს, რა არის სიზმარი,საიდან მოდის? სულის ამბავია თუ სამშვინელის? უკვე აღარ ვიცი, ვეცადო თუ არა კიდევ შემთხვევითობას მივაწერო. ან იქნებ თქვენც გქონიათ მსგავსი შემთხვევები. დიდი მადლობა ციტატა ერთხელ ექსკურსიაზე მივდიოდით მთელი კლასი შიომღვიმეში,დილით როცა გავიღვიძე დედაცემი მოვდა და მეუბება, სიზმარში ვნახე ძალიან ცუდი რაღაცეები გთხოვ არ წახვიდეო,გამიკვირდა რა ხდებათქო,სიზმარში ვნახე ავარიაში მოყევით ყველაო და გთხოვ არ წახვიდეთ სხვებსაც უთხარიო,მეუბნება ვხედავდი თქვენი ავტობუსი როგორ ეხეთქებოდა ხეებს მერე ამოყირავდით ხევში ვარდებოდითო მაგრამ რაღაცა ძალამ უკან ამოგიყვანა და არ დაშავდითო ,მაგრამ ავარია მაინც მოხდაო. შევეცადე დედაცემი დამემშვიდებინა და ვეუბნებოდი სიზმრებს ნუ დაუჯერებთქო, სისულელეთ ჩავთვალე იქნებ პირიქტით ეშმაკს უნდა რომ ასეთ წმინდა ადგილებზე არ მივიდეთტქო და თავი გამოვიდე მივდივა მაინც და არც არავის ვეტყვი არაფერს ,რომ არავინ შევაშინო ტყუილადთქო. დედაჩემმა რომ ვერ გადამაფიქრებინა ჩაიცვა და ჩემთან ერთად წამოვიდა. ავედით მთელი კლასი შიომღვიმეში იქედან სანამ წამოვიდოდით ,კლასელმა ბიჭებმა ხეების ტოტები დაამტვრიეს ეკლესიის ეზოდან და გოგოებს ყვავილების ბუკეთები გაგვიკეთეს, ეს რომ დაინახა რელიგიის მასწავლებელმა ძალიან გაგვიბრაზდა ეს რა ქენითო ,მაგრამ აზრი აღარ ქონდა იქაც არ დავტოვეთ და მაინც წამოვიღეთ, დედაჩემი მთელი გზა ლოცვებს კითხულობდა და მოუსვენრობა ქონდა ვატყობდი.იქედან წამოვედით თუ არა ,უცებ ავტობუსმა კონტროლი დაკარგა,მძღოლს არ უნდოდა შეგვშინებოდა მაგრამ ყვეა მივხვდით რაღა ისე რომ ვერ იყო, საშინელი სისწრაფით ოვქრივართ,მარჯვენა ხარეს ხევია უშველკებელი მარცხენა მხარეს კლდე და მივქრივართ ამ წვრილ ტრასაზე, როგორც შემდეგ დედაჩემმა მითხრა სადაც ავტობუს უმართავი გახდა სწორედ ის ადგილი უნახავს სიზმარში. მძღოლმა ბენზინის დასაზოგად გამორთო ავტობუსი და მოვგორავდით თავიდან მაგრამ მერე სიჩქარეში ვეღარ ჩააგდო და მოვწყდით ადგილს.დაახლოებით ნახევარი საათი ასე ვირბინეთ, მერე მძღოლმა ტყეში შეაგდო ავტობუსი იფიქრა ხეს დავეჯახებით და რბილად ამოვყირავდებიტო, მაგრამ უარესი იყო,ხეების ტოტები მინებზე ეხეთქებოდა ,შუშები ილეწებოდა გვეყრებოდა და ვიჭრებოდით.მცხეთის ცენთრში რომ ჩამოვქანდით ,განათების ბეტონის ბოძს დავეჯახეთ,ის ხმა არასდროს დამავიწყდება რაღაც საშინელება ხდებოდა, 2 ბრუნი გააკეთა ამ მთელი სისწრაფით გამოქანებულმა ავტობუსმა,ერთი იმას ვგრძნობდი რომ ხან ზევით ვიყავი ხან ქვევით, ყველა ერთმანეთში ავირ დავირიეთ, რაღაც ენითაუწერელი საშინელება დატრიალდა რამდენიმე წამში,ეს განათების ბოძი მოტყდა და ავტობუსს ზემოდან დაგვეცა,მე გონება დავკარგე ,როცა გამოვფხიზლდი ყველა ერთმანეთს უვლიდა ზედ ,დიდი ალიაქოთი იყო.ავტობუსის კარებს ვერავინ პოულობდა რომ გარეთ გასულიყო, ავტობუსის შუშებიდან ძვრებოდნენ რომ როგორმე გაესწროთ რისთვის? იმისთვის რომ ავტობუსი აფეთქების პირას იყო.ხალხი მოსახლეობა მცხეთის გარედან გვიყვვიროდნენ ,მალე გამოდით შეიძლება აფეთქდესო, ავტობუსს ზემოდან კიდევ გადაშიშვლებული დენის კაბელები გვეყარა, რომელიც განათების ბოძს ქონდა. იცით რა მოხდა მერე? ყველა გამოგვიყვანეს,დაახლოებით 35 ადამიანი ,მხოლოდ შუშებისგან ვიყავით დაჭრილები, ზოგს ტვინის შერყევა გვქონდა ,ზოგს ხელები და ფეხები დაჭრილი ,ერთს ხელი მოტეხილი, მაგრამ მადლობა უფალს რომ არავინ დავიღუპეთ, ეს ნამდვილად სასწაული იყო,ასეთი ავარიის მერე. ხალხი გაოგნებული იყო თვითონ მოსახლეობა მცხეთისა იმიტომ რომ კიდევ ერთი სასწაული გვითხრეს. როცა თქვენ განათების ბოძს დაეჯახეთ მაგ მომენტში შუქი გამოირთოო,( დააკვირდით)შუქი იმ მიზეზით კი არ გამოირთო რომ ჩვენ დავეჯახეთ ბოძს, არამედ თელასიდან გამოირთო,ზუსტად იმ წამს როცა დავეჯახეთ, წარმოიდგინეთ შუქი რომ არ გამორთულიყო 100% ავფეთქდებოდით,მიუხედავად იმისა რომ ფეთქების ალბათობა ისედაც დიდი იყო ,საყვავი იღვრებოდა და ასე შემდეგ. აი ესეც დედაჩემის სიზმარი გამაჟრიალა -------------------- ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 07:48 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი